Pages

Sunday, May 2, 2010

ადამიანი & ჰუმანოიდი!

ადამიანი არაადამიანიც არსებობს. ზოგჯერ არაადამიანები არგაგონილ არეულობებს ქმნიან ადამიანებისათვის. ათასგვარი ადამიანი და არაადამიანია ამ ქვეყანაზე.ამებაც ცხოვრობს ჩვენს პლანეტაზე - პარაზიტობს ხოლმე. (ამება Gk. amoibē "ცვლილება, შეცვლა". მიკროსკოპული ერთუჯრედიანი ცხოველი, რომელსაც არა აქვს მუდმივი ფორმა; ცხოვრობს წყალში; ზოგი სახეობა პარაზიტობს ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში. )





ადამიანებს აქვთ აკვიატებული აზრები.უყვართ აკძალვები. დგამენ არასწორ ნაბიჯებს. აჯანყებებს აწყობენ, ქმნიან არმიებს.ერთმანეთს უწოდებენ არარაობებს. არაადამიანები ადამიანებს ხელს უშლიან აღმართზე ასვლაში. აღმას დაღმა სჯობსო,ამბობენ რეგრესის იდეოლოგიის ამებები.
ალილუია! გვიხსენ ალალო ღმერთო!
აჭრელებულია ახალი ამბები არაადამიანური აქტებით.
არარაი არს დაფარული!
ჟამთაღმწერელმა დაწერა ადამიანთა არაკები.
ჰეროდე.
ჰელიოსი და ჰიდრა.




აჰა! ჰა! ჰაი-ჰაი! ჰომოსაპიენს (გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) )

ჰაიჰარად ჰალსტუკებს იკეთებენ და ჰარმონიას არღვევენ ჰომოსაპიენსები.





ჰაგიოგრაფია ჰაერივით სჭირდებათ მოსწავლეებსო.
სუფთა ჰაერიც სჭირდებათ!
ჰაშიში!? ჰემოგლობინი?! ჰეპატიტი?! ჰარამხანა?! ჰიგიენა?! ჰარმონია?! ჰიმნი და ჰიპნოზი?!ჰომსექსუალიზმი და ჰომოფობია?!
ჰიბრიდები?!
ჰორიზონტზეა ჰუმანოიდი!


No comments: