Pages

Sunday, May 2, 2010

ენა და ეროვნული ენერგია


  1. ენა და ეროვნული ენერგია




გერონტი ქიქოძე

ეროვნული სულის სიმდიდრე და სიძლიერე ან კიდევ მისი სიღარიბე და უილაჯობა არსად არ იხატება ისე ნათლად და ხელშესახებად, როგორც ენაში. ენა ააშკარავებს როგორც აზრთა მორჭმულობას და გრძნობათა მრავალფეროვნებას, ისე ეროვნული ტემპერამენტის სიცხოველესაც. ეს იმიტომ, რომ ენა არი სიტყვათა და გამოთქმათა მკვდარი ლექსიკონი, ის ცოცხალი სალაროა იდეათა და ემოციათა.
დღეს საყოველთაო ჭეშმარიტებადაა ცნობილი ის დებულება, რომ ენა და აზროვნება ორი სხვადასხვა მხარეა ერთი და იმავე სულიერი პროცესისა. იდეას მხოლოდ სიტყვის შემწეობით ეძლევა ნათელი და მკვეთრი კონტური, წინადადების ანუ სიტყვიერი გამოთქმის წყობილება სავსებით ეთანაბრება აზროვნების მიმდინარეობას. ამიტომ ენის სხვადასხვაობა ყოველთვის აზროვნებისა და სულის სხვადასხვაობას მოწმობს მრავალი გზით. ორ მეზობელ ერს ვერავითარი ბუნებრივი და ხელოვნური ზღუდე ვერ აშორებს ისე, როგორც მათი ენა.
მაგრამ ენა არ არი მხოლოდ გათიშვის იარაღი: ის ძლიერ შემაერთებელი და შემადუღებელი ელემენტიცაა. მისი შემწეობით ეროვნული ენერგია უდიდეს კონცენტრაციას აღწევს იმიტომ, რომ ის აკავშირებს არა მარტო ცოცხალ თაობებს ურთიერთ შორის, ის ერთიმეორეს უახლოვებს წარსულს, აწმყოს და მომავალსაც. აი, აქ იჭერენ მიცვალებულნი ცოცხალთ. ისინი მათ ანდერძად უტოვებენ სიტყვათა და გამოთქმათა საუნჯეს. მაგრამ, რადგან სიტყვა იდეის კალაპოტშია, შთამომავლობა, წინაპრებისაგან სიტყვასთან ერთად ტრადიციულ იდეასაც ღებულობს მემკვიდრეობით.
აქედან ცხადია, რომ რაც უფრო მდიდარია ამა თუ იმ ერის ისტორიული წარსული, მით უფრო მდიდარია მისი სული, მით უფრო მრავალფეროვანია მისი ენა. კულტუროსანი ენის რიტმი მარტო გარეშე საგანთა ფხიზელ შთაბეჭდილებას როდი იძლევა. ის ააშკარავებს ძველისძველ ჩვეულებებს, დრომოჭმულ ტრადიციებს, აჩრდილისებურ ცრუმორწმუნეობებს, ის ხატავს უღრან ტყეებს და თვალუწვდენელ მინდვრებს, რომელნიც ერთ დროს ცის ტატნობს საზღვრავდნენ, ის გვანიშნებს საგანთა ბნელ სულთ, რომელნიც ჩვენ შორეულ წინაპართათვის არსებობდნენ და ჩვენთვის აღარ არიან.
ამიტომაა, რომ შეგნებული ერი არც ერთს თავის სიმდიდრეს არ ეპყრობა ისეთი სიფრთხილით და ყურადღებით, როგორც თავის ენას. ის მას ერთი მხრით სწმენდს უცხო ელემენტებისაგან, მეორე მხრით მის გარეთ გატანას ცდილობს. ამგვარად იბადება ორი მიმდინარეობა, ორივე დამახასიათებელი ეროვნული ენერგიისათვის: მოძრაობა პურისტული და მოძრაობა ექსტენსიური. პირველი უწინარეს ყოვლისა სინტაქსისა და ლექსიკონის სფეროში აშკარავდება, მეორე კი ყველაზე ძლიერ სიტყვაკაზმული მწერლობის შემწეობით ხორციელდება. ენის ლექსიკონი იზრდება და იწმინდება ეროვნული აქტივობის წყალობით, მისი სინტაქსი თანდათან ყალიბდება. ამგვარად განმტკიცებული ენა უპირდაპირდება დაუმთავრებელ, უსუსურ, უკულტურო ენებს და ამარცხებს მათ: ამარცხებს არა ძალმომრეობით, არამედ პოეზიისა და ლიტერატურის შემწეობით.
ენერგიული ერები - ფრანგები, ინგლისელები, რუსები, გერმანელები თავიანთ ენას თანდათან უფართოებენ სამოქმედო ასპარეზს, როგორც ამას ძველი რომაელები შვრებოდნენ. როგორც ერთ დროს ლათინური, ისე ახლა ფრანგული, გერმანული და ინგლისური სცილდება ნაციონალურ საზღვრებს და ინტერნაციონალურ კუთვნილებად ხდება. ენა უფრო ბასრი იარაღი აღმოჩნდა, ვიდრე შუბი ან ხმალი იყო და პოეზიამ შესძლო ის, რაც ვერ შესძლო ვერც თოფმა, ვერც ზარბაზანმა.
ძველი ქართველობა ენერგიული ერების რიცხვს ეკუთვნის. მისი ენერგია გამოიხატა არა მარტო მის მიერ გათხრილ არხებსა, მის მიერ აგებულ ტაძრესა და ციხე-კოშკებსა, მის მიერ განცდილ ომებში: ეს ენერგია მის ენასა და ლიტერატურაშიც გამოაშკარავდა. თავის მეზობლებს ქართველობამ შეათვისებინა თავისი საეკლესიო ენა და სასულიერო ლიტერატურა, თავის მეზობლებს მან თვალწინ დაუყენა საუკეთესო ნიმუში ეროვნულად გამოკვეთილი საერო პოეზიისა. თვით ნასესხებ, უცხოეთიდან გადმოტანილ ლიტერატურაში მან ძლიერი ნაციონალური ელემენტები შეიტანა. სპარსული პოემები და რომანები მან უფრო გადმოაქართულა, ვიდრე გადმოთარგმნა: ერთი გერმანელი მეცნიერისა არ იყოს ”ვისრამიანი” კიდევ უფრო თამამად შეიძლება ქართულ ეპოსად ჩაითვალოს, ვიდრე ”ტრისტანი და იზოლდა” გერმანულად.
ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი თანდათან შევიწროვდა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში; მან ზედიზედ დაკარგა სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლა, ოჯახი. ამასთან ერთად ის შეირყვნა და გადაგვარა უცხო ელემენტების გავლენით.
საღი აზროვნება ყოველთვის განსაზღვრული, ნათლად გამოკვეთილი ენის ტერმინებში ყალიბდება, დღევანდელი ქართველობა კი არ ხმარობს ასეთ განსაზღვრულ ენას. ამიტომ მისი აზროვნება უფორმო და უენერგიოა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი, ფართო მასშტაბის ქართული აზროვნება. იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ მეექვსისა და დავით გურამიშვილის მემკვიდრეები იშვიათად სცილდებიან პაწია ესკიზებსა, მინიატურებსა და კუპლეტებს და უზომოდ იტანჯებიან, როცა რაიმე შემთხვევა მათგან მეტ გონებრივ ენერგიას მოითხოვს.
აუცილებელზე აუცილებელია ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამისათვის კი საჭიროა არა მარტო ჩვენი კლასიკური მწერლობის შესწავლა, არამედ ხალხური ენის გაცნობაც. ქართული ლიტერატურული ენა ისე უნდა გაიწმინდოს, რომ არ გაღარიბდეს. მწიგნობართა ენა უწინარეს ყოვლისა აბსტრაქტული ტერმინებითაა მდიდარი: მხატვრული, ცხოველფრადებიანი სიტყვები უფრო ხალხურ ლაპარაკში უნდა ვეძიოთ. მაგრამ ხალხი სხვადასხვა კილოს ხმარობს სხვადასხვა პროვინციაში. ცხადია, ლიტერატურულ ენას საფუძვლად უნდა დაედოს განსაზღვრული პროვინციის კილო, რომელიც ისტორიული, სოციალური და ესთეტიკური უპირატესობით არი აღჭურვილი. ასეთი კილო ქართლურია.
რასაკვირველია, ქართლის ლექსიკონი უნდა გამდიდრდეს სხვა პროვინციებიდან შემოტანილი სიტყვებით, მაგრამ სამწერლო ენის ძირითადი ფონდი მაინც ქართლური უნდა დარჩეს. ასეთი ენა გამოგვიყვანს თანამედროვე ბაბილონისებურ მდგომარეობიდან, ასეთი ენა საუკეთესო იარაღი იქნება მთლიანი საქართველოს იდეის გასამტკიცებლად. ის ხელს შეუწყობს ძლიერი ეროვნული აზროვნების განვითარებასაც.
მაგრამ მარტო ენის წაწმენდა როდი კმარა ეროვნული ენერგიის გასაღვივებლად: ენისთვის საჭიროა ფართო სოციალური საფუძვლის შექმნაც, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს დედაენას ხელახლა უნდა დავუპყროთ ის პოზიციები, უკანასკნელ საუკუნის განმავლობაში რომ დაჰკარგა.
დღეს შეგვიძლია იმის თქმა, თუ სად შეჩერდება მომავალში ეს ლტოლვა. მართალია, თანამედროვე ქართველობას აღარ ძალუძს ფართო საერთაშორისო პოლიტიკის წარმოება; მართალია, ქართული ლიტერატურა ისეთი ღირებულებას არ წარმოადგენს, რომ მისი შემწეობით შეიძლებოდეს სხვა ერების სულიერი დაპყრობა, მაგრამ თვით ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე მოიპოვებიან სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც ძალაუნებურად დაემორჩილებიან ჩვენი ენის და კულტურის ზეგავლენას, თუკი სათანადო ენერგიას გამოვიჩენთ. ჩვენ არავის ვაიძულებთ ჩვენ სამშობლოში ეძიოს ბედნიერება. მაგრამ რაკი უცხოელები თავისი სურვილით მოდიან და ჩვენს მიწაწყალზე ესახლებიან, ჩვენ ზნეობრივი უფლება გვაქს ვურჩიოთ, რომ ჩვენი კულტურა შეითვისონ, ჩვენი ენა შეისწავლონ.
წმინდა ქართული ენა იმდენად მდიდარი, კულტურული და კეთილხმოვანია, რომ ის ჭეშმარიტად ღირსია მეტი პატივისცემისა. ის მზადაა გამოხატოს უმძიმესი ფილოსოფიური იდეები და უმსუბუქესი ეროტული სენსაციები. ის ხან მკვეთრი და ძლიერია, ვით გრდემლის და კვერის შეხვედრა, ხან ნაზი და ტკბილი, ვით პირველი ღიმილი შეყვარებული ქალ-ვაჟისა. ის ხატავს ჩვენს მოღუშულ მთებსა და მოღიმარე მდელოებს, ვეშაპის ხმიან ჩვენს ჩანჩქერებსა და ჩხრიალა მდინარეებს, ჩვენს უღრან ტყეებსა და პიტალო კლდეებს. მის რიტმში ჩვენ გვესმის შორეული სიმღერა ომში მიმავალი რაინდებისა.
1914 წ. ”სახალხო ფურცელი”.

QUO VADIS, საქართველო


QUO VADIS, საქართველო

QUO VADIS, საქართველო
ნიკოლო მიწიშვილმა 1922 წელს სტამბოლიდან გამოუგზავნა კოლეგებს წერილი ,,ფიქრები საქართველოზე“.

ნიკოლო და მისი მეუღლე
თამარ ბაგრატიონი
(1922 წელს ნ. მიწიშვილი ,,ეპოპეაში“ წერდა: ,, ...ჩემის ანგარიშით მე კიდევ გავძლებ თხუთმეტ წელს...“_გამართლდა მისი წინასწარმეტყველება_ზუსტად თხუთმეტი წლის შემდეგ, 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.)


იგი ბევრ საკამათო და სუბიექტურ მოსაზრებასშეიცავდა, რაც ცხოვრების გზასაყარზე, გაურკვეველი მომავლის მიჯნასთან მდგარი ახალგაზრდა შემოქმედისთვის არც უნდა იყოს გასაკვირი. მიუხედავად ამისა, ავტორი მოგვიანებით არ მოერიდა მოსალოდნელ მძაფრ შეფასებებს და მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე
გამოეტანა იგი. როგორც ნ. მიწიშვილი აღნიშნავს, მისი მიზანი იყო მოეხდინა ამით საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილის ყურადღების კონცენტრირება ერისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა იცოდა, რომ განწირული იყო მძაფრი კრიტიკისთვის. როგორც მანანა ჩიტიშვილი თავის სადისერტაციო ნაშრომში აღნიშნავს _ ,,წერილმა ძალზე გაიხმაურა ლიტერატურულ წრეებში და მთელი საზოგადოება ააფორიაქა. მიწიშვილი თითქოს განგებ შეეხო ყველაზე მტკივნეულ
სიმს, რომ ბევრისთვის მიეცა საშუალება გამოხმაურების, აზრის გამოთქმისა... მიწიშვილის, როგორც პიროვნებისა და მოღვაწის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ მორიდებია ამ კრიტიკული წერილების დაბეჭდვას ჟურნალ ,,ქართულ მწერლობაში“, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო“. მეტიც შეიძლება ითქვას - მიწიშვილმა იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს წერილი, რადგან დაბეჭდვამდე წაუკითხავს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მუშაკებისთვის. მათ გულახდილად, ურჩევიათ, რომ ამ წერილის დასტამბვა თვით ავტორისთვის არ იქნებოდა სასარგებლო, მაგრამ ჩაუთვლიათ, რომ ,,მის გამოქვეყნებას უთუოდ ექნებოდა დადებითი მნიშვნელობა“.
გამოხმაურება წერილზე მართლაც მნიშვნელოვანი იყო. ამის დასტურად მოპასუხეთა ჩამოთვლაც იკმარებდა: გრიგოლ რობაქიძე,
მიხეილ ჯავახიშვილი, სეით დევდარიანი, სიმონ ჩიქოვანი, ბენო გორდეზიანი, ბენიტო ბუაჩიძე, გრიგოლ მუშიშვილი... გამოძახილთა უმეტესობა, რასაკვირველია, დაიბეჭდა ,,ქართულ მწერლობაში“.
პრობლემა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა - ამ წერილში ავტორი, როგორც ჩანს, შეეხო ქართველთა ყველა თაობისათვის უმტკივნეულეს ისეთ საკითხებს, რომლებზედაც პასუხის გაცემის აუცილებლობა დიდხანს ვერ მოხსნა დღის წესრიგიდან ჟამთა სვლამ - წერილის დაწერიდან 70 წლის შემდეგ, 1993 წელს, ამჯერად უკვე გაზეთ ,,კავკასიონის“ ჩანართ
,,არილის“ - ფურცლებზე ბ-ნ თეიმურაზ მაღლაფერიძის ინიციატივით კვლავ გაიმართა დისკუსია ამ წერილის ირგვლივ. გამოხმაურებები ამჯერად კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, თუმცა რაიმე განმაზოგადებელი სახის ნაშრომის შედგენა არავინ (ან ვერავინ)
იტვირთა. ამ მისიის შესრულება, ალბათ, თავად დებატების ინიციატორს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი უდროოდ გარდაიცვალა და პოლემიკას გაგრძელება არ მოჰყოლია. არადა, ვფიქრობთ, რომ განზოგადების გარეშე ასეთი, ეროვნული ჟღერადობის პრობლემების დატოვება, ალბათ, არ ეგების. სწორედ ამიტომ, სასარგებლოდ ვცანით ნიკოლო მიწიშვილის წერილში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული პოლემიკის ამსახველი, ჩვენთვის ცნობილი მასალის ერთად თავმოყრა, იქნებ ეს მოხერხებული და, ამდენად, სასარგებლო აღმოჩნდეს მომავალში
იმ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელიც, ჩვენის აზრით, გამოხატავს ნიკოლო მიწიშვილის წერილის არსს -,,რანი ვართ?..“
მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც ნიკოლო მიწიშვილთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, ერთ-ერთი წერილისადმი მიძღვნილ მკაცრ გამოძახილს ასეთი შეძახილით ამთავრებს: ,,QUO VADIS, (საით მიდიხარ), ნიკოლო
მიწიშვილო?!“
ვფიქრობთ, ნიკოლო მიწიშვილმაც თავისი წერილით ანალოგიური კითხვა დასვა: ,,QUO VADIS, საქართველოვ?!“

ილამაზ მიწიშვილი


ნიკოლო პარიზში.
,, ... ღმერთო, უშველე შენს მონას ნიკოლოს,
რომ არ მოკვდეს, არ დაეცეს, არ ჩაიქოლოს. ღმერთო¨
ნ. მიწიშვილი



ფიქრები საქართველოზე
ძვირფასო ამხანაგებო

ეს წერილია თქვენზე და პოეზიაზე. შეიძლება ხვალ ამის გამოგზავნა მოვახერხო და ამაღამ მინდაგესაუბროთ თქვენ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეებია სტამბოლში და შემდეგ არ ვიცი, როდის შევძლებ რამის მოწერას. ეს სამი თვე, რომელიც დავყავი ამ გარყვნილ ქალაქში - გავატარემარტო კითხვასა და ჩვენზე ფიქრში და ამ წერილში მინდა ამაზე გელაპარაკოთ. ხომ გახსოვთ ტიუტჩევი:
Но вам друзья знакомо вдохновенье
На краткий миг в сердечном умиленьи
Я жребий свой невольно забывал
И радость пел пока о вас мечтал
სიხარული, როგორც ამას დაინახავთ - აქ აღარაა,მაგრამ ფიქრები თქვენზე და საქართველოზე - არის. და ეს მინდა თქვენ დაგიბაროთ.
თქვენ დაინახავთ, რომ ჩემი შთაბეჭდილება არაა სრული, ყოველმხრივი და დეტალური, მაგრამ ესაა პირველი შთაბეჭდილება და ვნახოთ შემდეგ რა იქნება.
გარდა ამისა მე ჩემს დაფასებაში მივყვები იმ თვისებას, რომელიც წამომყვა საქართველოდან და შეიძლება ეს ვიხმარო უმთავრეს
საბუთად და ჩემს გასამართლებლად.
საქმე იმაშია, რომ პოეტმა უნდა გაიგოს თუ ,,რაშია საქმე“.
პოეტისათვის, მე მგონია, ესაა უმთავრესი და სავალდებულო. მან ერთი შეხედვით უნდა გასინჯოს პულსი, ჩააფრინდეს ,,ძირს“ და არ ,,დაადოს ხელი იქ, სადაც არ უნდა“.
ამას იქით იწყება უკვე ,,დოხტურობა“, დიაგნოსტიკა, ქირურგია და ღეჭვა. ესე იგი ყველაფერი ის, რაც სწოვს პოეზიას, რაც საზრდოობს მითი, ხოლო რასაც პოეზია არასოდეს არ დაერქმევა.
ამ გრძნობას მივყვები მეც და ყველაფერი, რაც აქ ითქმევა _ ამის ნეგატივია.
ეს არის თქვენი გრძნობაც პოეზიის, მე მგონია.
ყოველ შემთხვევაში ეხლა, როცა მე ასე თუ ისე უკვე შევადგინე ერთგვარი წარმოდგენა უცხოეთის ლიტერატურისშესახებ და ვეკითხები ჩემს თავს: ჩამოვრჩით თუ არა ჩვენ პოეზიას - მე უსათუოდ ერთი პასუხი მაქვს: არა, ჩვენ არ ჩამოვრჩენილვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ხუთი წელი დახურულ ყუთში ვზივართ.
შეიძლება ჩვენ ვერ გავთელეთ ბერგსონი, უცნობია ჩვენთვის ეინშტაინის თეორია, ბუნდოვანი იყოს შპენგლერი (და ის მართლაც ბუნდოვანია ისე, როგორც მისი გვარი). უფრო აშკარად ამბობდა გერცენი თავის დროზე: ,, Прощай буржуазная Европа“ -ო; მეტად სუსტნი ვიყოთ კანტებსა და სხვა ამისთანებში. ეს მართალია. მართალია, რომ ყოველივე ეს, როგორც აზროვნება, როგორც ცეხვა და ცოხნა - მიდის ჩვენს გარეშე და ჩვენში შეიძლება ვერ სტოვებს კვალს. ამ მხრივ, შეიძლება, მართლა ჩამოვრჩით, და - ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ ის , რაც ამ ცოხნიდან გამომდინარეობს, რისთვისაც ყველაფერი ეს გაჩენილია და რასაც ყველა ეძებს - ამას ჩვენ ვგრძნობთ და თუ, მაგ: შპენგლერი მექანიკური სეისმოგრაფია, მაჩვენებელი დღევანდელი კულტურის შექანების და შენგრევის - ჩვენ ვართ ის ხარი, რომელიც სეისმოგრაფზე ადრე გრძნობს მიწისძვრას. ეს არის კოსმიური გრძნობა ყოველი პოეტის; მიკრობი, რომელიც შედის მის სისხლში და უცვლის მას ფერს.
ევროპის ხელოვნება და პოეზია, როგორც ხედვითი სანახაობა, როგორც წაუკითხავი წიგნი, უნახავი გამოფენა, ან მოუსმენელი მუსიკა, მიდიოდა შორს ჩვენგან, მაგრამ ის მარადიული სინათლე, რომლითაც ანათებს ხელოვნება ყოველ დროს, და ის შეუსხლეტელი სისხლი, რომელიც საუკუნეებით სჩქეფს ყველა პოეტის ძარღვებში - ვგრძნობ, გადმოსხმულია ჩვენშიც.
ეს გრძნობა და თვისება გვაერთიანებს ჩვენ უცხოეთთან და, ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე აქ არ ვიგრძენი თავი ჩამორჩენილად.
მივყვები შემდეგ.
ამრიგად - ჩვენ ვიცით ის ,,ღჯილო“, სადაც შესულია პოეზია.
ჩვენ მხარდამხარ მივყვებით იმ შეგნებას, რომელიც დღეს არსებობს სხვაგან და შეიძლება ჩვენში ზოგიერთი უპირატესობანიც კი ვიპოვოთ.
მაგრამ, როცა ვფიქრობ ჩვენზე, ჩვენს გზებზე და ჩვენს მიღწევებზე - მე ვხედავ, რომ ჩვენ ეს შეგნება, ეს ძალა ვერ ავიყვანეთ იმ სიმაღლემდე, რომელზედაც ეს შეგვეძლო. ვერ გავზარდეთ, ვერ გამოვიყენეთ და რომ ჩვენი შემოქმედება არ არის გამართლებული.
მე მჯერა ჩვენი პოეტური ინტუიცია და პოტენცია, მაგრამ მე ვხედავ იმასაც, რომ ჩვენი შემოქმედება შეკვეცილი, ფრთაშეჭრილი, დამცირებული და გაუშლელია.
ეს ჩემთვის უდავოა და აქ წერტილს დავსვამ.
და აქ იწყება ჩემთვის საშინელი ფიქრები, თუ ერთია - რატომ მეორე არაა?
მე მინდა ვნახო ამის მიზეზი და ჩემი ეჭვები გადადის თვით ჩვენს ყოფნაზედ, იმ წვენის სიმშრალეზე, რომლითაც უნდა ვსაზრდოებდეთ ჩვენ, როგორც ქართველი პოეტები.
აქ არის ჩემის ფიქრით, ჩვენი კრიზისი, რომლიდანაც მე გამოსავალს ვეძებ.
მე არ ვიცი - ვის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად. დღეს ყოველ გაკოტრებულ პოლიტიკოსს თავისი თავი წმინდა სებასტიანე ჰგონია, რომელიც დაისრულია სამშობლოთი და სამშობლოსათვის. ყოველი მეშჩანინი, რომელიც ვერ ახერხებს ნამდვილი საქონლით სპეკულაციას - სპეკულანტობს დღეს საქართველოს სიყვარულით.
საქართველო და პატრიოტობა დღეს ჩვენში შეიქნა ყოველი კარიერაშერყეული ქართველის ჯაგლაგათ, რომელსაც მიაჩანჩალებს დონ კიხოტივით.
მე არ ვიტყვი აქაურებზე, რადგანაც, გერცენის არ იყოს, ემიგრანტობა თავის თავად მეტად ცუდი ავადმყოფობაა, და ქართველ ემიგრაციას რომ განსაკუთრებული ტკივილი მართებს - ცხადია.
მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელიც აქაურებში მიწასთან ასწორებს ქართველ ბოლშევიკებს და საქართველოში კი იმავე ბოლშევიკურ ხელისუფლების ქვეშ მილიარდებს აკეთებენ. საქართველოში ბოლშევიკებს უძვრებიან უკანა კარებიდან და, ყოველ შემთხვევისათვის,რომელიმე რესტორანში მენშევიკებსა და ნაც.-დემ. -თან მაინც მოიწმენდენ ხოლმე კეთილშობილ ცრემლს.
და ყველა ასეთებს, ალბათ, ჩვენზედ მეტად ,,უყვართ’’ საქართველო.
თქვენ იცით ბევრი ქართველი, რომელიც ტკბილად ემსახურება საბჭოთა ხელისუფლებას, შერიგებით და მორიგებით, ,,არ იკლებს არაფერს“, მაგრამ ,,დღიური წესრიგის” ამოსაწურავად ყოველ შემთხვევისათვის მაინც გააჩერბს მოსახვევში თავისიანს, ჰკითხავს ,,თუ რა ისმის“, და დამშვიდებული სინდისით წავა შინისაკენ.
თქვენ იცით – ასეთი ხალხი და ამგვარი ,,ტიპები” ყველაზე მეტს გვიყვიროდნენ ჩვენ და წრიპინებდნენ ჩვენს
ბოლშევიკობასა და კომუნისტობაზე (რამაც სტამბოლამდე და პარიზამდეც კი ჩააღწია).
ეს ქართული ,,თილისმობაა”, ეს ყოველთვის ქართული ჩვეულება იყო და თუ ეხლაც ჩვენში ეროვნული მორალი და კეთილშობილება ამ ხაზით უნდა წავიდეს - დეე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ხეირი ანახოს. მე ამ გზით ვერ ვიარ.
დღევანდელ ხანაში ეს უსინდისო, სპეკულანტური, გაიძვერული ფსიხოლოგია, რომელიც წაღმა - უკუღმა ,,ეტორღიალება” საქართველოს სხეულს - განსაკუთრებით ძლიერია.
ასეა აქაც.
და როცა ფიქრობ ასეთ ფიქრებს, როცა თვალწინ გიდგება ასეთი ხალხი და საქართველო - მე ვერ ვპოულობ ვერც ერთ სახეს, რომელიც ღირსი იყოს საქართველოსი და მინდა ვიყვირო:
,,Тъфу сволочи!¨
თქვენ იცით ეს თავდასხმა ჩვენზე, რომელიც, ალბათ გაგრძელდება, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, რომ არ ვართ პატრიოტები. ამას ყრანტალობს ხოლმე ერთიანად როგორც ვინმე ფილისტერი, ისე ,,პატრიოტი’’, უკმაყოფილო და გულმოსული იმით, რომ ჩვენ არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და სიმონა ჯღამაძესავით არ ვყვირით ,,მზეო, ამოდი, ამოდი’’- ს.
გამიგრძელდა ამაზე წერა, მაგრამ აქეთ წამომიყვანა სიტყვებმა, საცა გავჩერდი ჩვენს შემოქმედებაზე, ჩემს იჭვზე და საქართველოზე და განვაგრძობ.
დიახ, მე ვამბობ, რომ ჩვენმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ მასშია დიდი გრძნობა პოეზიის გაგებისა და ათვისებისა, ვერ აიმაღლა თავი შემოქმედებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო თვითეული ჩვენი ამხანაგის პოტენციის
მიხედვით. ამას ვუწოდე მე ჩვენი კრიზისი და არა თავის გასამართლებლად ვახსენე მე საქართველო და მისი სიმშრალე.
ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ ,,ამოვიწურეთ”, ან რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, ან კიდევ სხვა რამეს. მაგრამ ეს არ მიმაჩნია საყურადღებოდ და ამაზე არ გავჩერდები.
ჩემი ფიქრები ებჯინება საქართველოს, და იგრიხება ასე:
ჩემს წინ სდგას კითხვა: კითხვა ,,დედა-შვილობის” და ვკითხულობ: სამშობლო პოეტისათვის (ხელოვანისათვის), თუ პოეტი სამშობლოსათვის.
საზრდოობა სამშობლოსაგან, თუ ,,რჩენა” სამშობლოსი.
იმ სახით, როგორც მე ამას ვკითხულობ, ეხლა ევროპაში ეს საკითხი არ დაისმის. შეიძლება რუსეთში დაისვას ეს კითხვა.
ეს იქ მართლაც არის, მაგრამ განსაკუთრებით კი ეს ჩვენი ქართული საკითხია.
და მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ,,სამშობლო – პოეტისათვის’’ (ხელოვანისათვის), ე. ი.რომ სამშობლოში (არა მარტო ზოოლოგიურ ცნებებსა და ეტნოგრაფიულ ფერებში) უნდა არსებობდეს ის ენერგია, ის სხვადასხვაობა, რომელიც ბადებს
დიდ შემოქმედებას. სამშობლოში უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერო, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას.
სწორედ აქ მეეჭვება მე საქართველო. აქ მეჩვენება მე ის იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში რომ იტყვიან,
,,უშვილობის წამალი აქვს დალეული’’.
ბოლოს და ბოლოს ეს სიტყვა უნდა ითქვას და მისი არ უნდა გვეშინოდეს. თუმცა დღეს გახარებულ ქართულ ატმოსფეროში ძნელია ამის თქმა...
აქ გვეტყვიან, რომ შეიძლება ეს არის თვითმკვლელობა ჩვენი და მოიყვანენ ძველ ჩექმასავით გაცვეთილ მაგალითს იმ შტოს გადაჭრის შესახებ, რომელზედაც კაცი ზის. რა გაეწყობა!
და მე ვფიქრობ, დიახ, ჩვენ და დღევანდელი საქართველო (და შეიძლება საქართველო საზოგადოდ) ვართ ორი ანდროგინი, და ჩვენგან არ შეიქმნის შთამომავლობა. და თუ საქართველოს წარმოვიდგენთ სულიწმინდის მიერ დაორსულებულ არსებად, რომელსაც ,,ბებია’’ სჭირდება, რათა მიიღოს ხელთ ,,ნაყოფი მუცლის მისისა’’, მაშინაც ჩვენ ვერ გამოვდგებით ასეთ ბებიად, ვინაიდან ნაყოფი იგი არ არის და არც იქნება გამართლება ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი სურვილების, ჩვენი შეგნების და იმ დიდი სიყვარულის, რომლითაც გვიყვარს საქართველო.
ჩვენი მოწინააღმდეგები აქ ახსენებენ სხვა სახელებს ჩვენს გარშემო, იტყვიან, რომ ეს მარტო ჩვენა ვართ უვარგისი, რომ არიან სხვებიც. კი, ბატონო.
_ რააა? ვინაა?
აქ იტყვიან, რომ პოეტი, მაგალითად, ,,დახეული დროშის’’ ლექსით სამშობლოს ემსახურება. როგორ? განა მასზე ნაკლებად ემსახურება სამშობლოს უცხო ვინმე რუსთაველის პროსპექტიდან, რომელიც ,,ანტანტის ფლოტის’’ შესახებ გავრცელებულ ჭორებით ნაკლებ კი არა, უფრო მეტად აღელვებს ,,პატრიოტების’’ გულსა და ,,ემსახურება’’ ქვეყანას?! ეს მეჭორე და ეს პოეტი ერთნაირად ღელდებიან და აღელვებენ, მაგრამ რა შუაშია აქ პოეზია?
ესაა, ჩემი ფიქრით, ის უკუღმართი მოვლენა, რომელზედაც ზევით ვლაპარაკობდი, როცა სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და, პირიქით, პოეტი ცდილობს მისცეს მას.
პოეზიაში და, საზოგადოდ, ეს დამარცხების ამბავია და ჩვენ ვიცით, რომ ეს სიყალბეა, გაუგებრობაა და მართლა სირცხვილი იმ პოეტს, რომელსაც შეეხარბება ასეთ გაუგებრობაზე აშენებული ძეგლი.
ჩვენში დღეს ვერც ერთ პოეტზე ,,კვანჭს ვერ მოკიდებ” და ვერ ნახავ მასში ვერც პოეზიას და ვერც საქართველოს.
ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პროზაც. აძიგძიგებული, როგორც ციებიანი ქათამი სამეგრელოში.
მე მეშინია ამაზე ფიქრი.
კი, ბატონო, ჩვენ ვიყვეთ დეგენერატები; დეე, საქართველო არ გვიყვარდეს; დეე, ჩვენ გაგვრიყოს საქართველომ და ეთაყვანოს თუნდაც რწყილს. კი, მაგრამ სხვები სადაა? სხვებს რაღა დაემართა? რომ არც სხვა სჩანს?
და შემდეგ. ჩვენთვის, ჩვენნაირად ხომ გვიყვარს საქართველო, ხომ გვინდა ის ჩვენი საქართველო, რომელიც ჩვენს ოცნებაში ზის, მუდამ ვეალერსებით და სხვანაირია. რომ არც ამ საქართველოზე გვაქვს ჩვენ კონკრეტული წარმოდგენა?
ჩვენს ოცნებას საქართველოზე ელაპარაკება მხოლოდ ჩვენი გული და სიყვარული, ჩვენი სურვილი, მაგრამ არის სურვილი, ნდობა და არ არის რეალობა...
ჩვენ საქართველოს მზე არ გაგვანათებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის ვერც სხვამ ნახა და თუ მარტო ჩოხა-ახალუხია საქართველო, უტიეთ მას, წამოდით აქეთ, დავიკარგოთ, წყალში გადავვარდეთ!!
ჩვენ, ამხანაგებო, დიდი დეფექტები გვაქვს, მაგრამ ერთი ცხადია, რომ პოეზია უსათუოდ გვესმის, ვგრძნობთ მას სხვაზე მეტად. ამას მიმტკიცებს მე მთელი ის თანამედროვე ლიტერატურა, რომელშიაც ვბუნაგობ აქ და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაზე ადრე უნდა მივსულიყავით საქართველოს მიგნებამდე.
ეს ჩვენ ვერ ვქენით, ვერ შევძელით. აქაა ჩვენი საფრთხე და ჩვენი უბედურება. ამის მეშინია მე და აი, რატომ:
როგორი ინტერნაციონალურიც არ უნდა იყოს პოეზია და ხელოვნება ის, ჩემის ფიქრით, მაინც ატარებს ეროვნულ სახეს. თვით ვერლენი, რომელსაც ნაკლებად ახსენდება სამშობლო და რომელიც ამბობს - ,,Я равнодушен к судьбе народа“-ო (ჯერ კიდევ ვერ მომყავს ფრანგული ციტატები) - ეროვნული მოვლენაა. შექსპირიც, დანტეც. ეროვნულია,,ომი და ზავი“, ,,ჟან კრისტოფი“ (რომელიც მხოლოდ ეხლა გადვიკითხე), მაგრამ ამ ერის და ეროვნების სახე იმდენად ძლიერია შემოქმედში, რომ მას სრულიად არ სჭირდება ლაპარაკი: ,,გაუმარჯოს საფრანგეთსო!“ და სხვა. ამას ყვირის თითეული სტრიქონი ყოველი ავტორისა. ეს წვრილმანი არ სჭირდება ავტორს, რადგან მის ერს იმდენი ქონი აქვს, იმდენი სხვადასხვაობააა მასში, იმდენათ თვალსაჩინოა და გრანდიოზულია ის, როგორც ერი, რომ რაც უნდა არაეროვნული ხასიათის იყოს ნაწარმოები - მისი ქვეყანა მაინც შიგაა. ის ყვირის და იძახის.
ამის წინათ აქ იყო კლოდ ფარერი, რომელსაც სტამბოლმა დიდი ზეიმი გაუმართა. ოსმალეთს ეძახიან ,,პიერ ლოტისა და ფარერის ქვეყანას“ - სულ ამ თათრებზე სწერენ, მაგრამ ისინი მაინც საფრანგეთის ლიტერატურაში არიან, საფრანგეთის ხალხი არიან.
აიღეთ რუსეთი. რუსის ხელოვნებამ მთელი ევროპა დაიპყრო, არსად იმდენი ხალხი არ დადის, როგორც რუსების გამოფენაზე პარიზში. არც ერთი ლიტერატურა ისე არ აინტერესებთ, როგორც რუსული. პირდაპირ შურით ივსები, როცა ხედავ წიგნის მაღაზიებს ავსებულს მერეჟკოვსკით, ბუნინით, დოსტოევსკით და სხვა - ფრანგულ ენაზე. სუდეიკინი ვერ აუდის თეატრების შეკვეთებს და მისი სურათები მიაქვთ ამერიკაში. ერენბურგი გამოდის რუსულად, ფრანგულად, გერმანულად. ესენინი და კლიუევი ყვირიან ბარბიუსის ,,კლარტე“-ში. ბევრი ჩვენი ნაცნობი რუსი მწერალი იბეჭდება თიღქმის ყოველთვიურ ,,მერკურ დე ფრანს“_ში და სხვ.
რა არის ეს?
ეს არის რუსეთი, რომელიც ნახა რუსის შემოქმედმა. ესაა რუსეთი, რომელიც მონახეს კირეევსკებმა და აქსაკოვმა; რომელიც აკურთხა ,,რაინდმა ბერმა “ სოლოვიოვმა, რომელსაც მიახეთქა თავისი გამსკდარი თავი ჩადაევმა; რომელზედაც სტიროდა გერცენი - ეს ბაყბაყ-დევი რევოლუციის პათოსისა; რომელმაც დაარწმუნა ბელლი თავის მესსიანობაში და სხვა და სხვა. ეს რუსეთი აყვირებს და ასაზრდოებს თავის პოეტებს, შემოქმედებს...
აქ არის ხაზიც - ძიების და განდგომისა, ტირილისა და ძაგვის. მაგრამ ტირის პოეტი, რომელსაც აწევს რაღაც გრანდიოზული, რომელსაც ახრჩობს თავისი ქვეყნის სიდიდე, სხვანაირობა, საკვირველობა, თავისი სამშობლოს ღმერთი.
მოიგონეთ დოსტოევსკის მსჯელობა ერებზე და სახელმწიფოებზე: ხომ არარაა ის ერი, რომელსაც არა ყავს და არა სწამს საკუთარი, თავისი ღმერთიო.
ეს ღმერთი ყველას ყავს, მართლა. ეს ღმერთი ყავს საფრანგეთს, რომელიც კურთხევადა სდგას მარნაზე და ელენეს კუნძულზე, ბასტილიაზე და მარსელიეზაში; ეს ღმერთი ყავს გერმანეთს(და მარტო ამ ღმერთს ეხებოდა ის შტამპი, რომელიც დაკრული ქონდა სამხედრო საგნებს ომის დროს - ,,ღმერთო, დასაჯე ინგლისიო’’); ინგლისს, რომლის ღმერთი ვენერასავით ამოდის ზღვიდან, შემდეგ იქცევა ოფელიად, რომ გაცოცხლდეს ინდოეთში...
ჩვენ ყველა ვხედავთ სკვითების ღმერთს...
და ასე ყველგან.
სხვებსაც ყავს და თუ არ ყავთ - შედიან სხვის საყდარში. ეს ღმერთები აკურთხებენ მათ პოეზიას, მათ ხელოვნებას, ასუქებენ და ანავარდებენ მას.
და ჩვენც, თუ გავშლით ფრთებს - გავშლით, როგორც ეროვნული მოვლენა, თუ გავალთ ევროპაში - გავალთ, როგორც და მარტო ქართველები, რომელნიც გავიტანთ და გამოვაჩენთ საქართველოს სახებას.
და როცა კვლავ ვუბრუნდები სააქრთველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია; ნუთუ საქართველო მარტო ეტნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?
როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას - იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართულის იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.
იქნება საქართველო წარსულში გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა გამოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ჩვენი აწიოკებული ისტორია კურთხევაა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოირკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით. ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოთ მოკლებულია საქართველო იმ ,,ნათლის სვეტს“, რომელიც წინ მიუძღვის ყოველს ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ.
ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას და მეეჭვება თვით რუსთაველიც: თუ ის ჩვენი ცხოვრებისაგანაა - უსათუოდ გაუგებრობაა ის; თუ არადა - ან რუსთაველი არაა ქართველი, ანდა მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე.
მე ვიბნევი და მეშინია ასეთი კითხვების; მაწუხებს ეს აქ, ისე როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი სიმტკიცე და გული.
მე არ მინდა უარვყო საქართველო წარსულში და მომავალში. მაგრამ ესე ხდება ეს. თუ ერის სახე იხატება მის შემოქმედებაში - საქართველოს სახე დღეს განსაკუთრებით ძნელი სანახავია,ხოლო ჩვენს შემდეგ რა მოდის ხელოვნებაში და პოეზიაში - ეს თქვენ იცით. ეს საუკუნე ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს...
შეიძლება ვერც ჩვენ ავიმაღლოთ ხმა, როგორც შემოქმედმა. შეიძლება ჩვენც ჩაგვყლაპოს იმ არარაობამ, რომელიც სვამს საქართველოს ბედს, მის სულსა და სისხლს საუკუნეთა განმავლობაში.
მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ამას ვგრძნობთ.
ჩვენ რომ ვეძებდეთ დაფასებას დღევანდელს, სახელს იაფს - ამას ყოველი ჩვენგანი შეძლებდა. ეს ადვილია, მაგრამ ეს იქნება ღალატი სინდისისა და პოეზიისა. და ის, რაც მარადიულია ყველგან, რასაც უხვად აძლევს სხვა ხელოვნებას სხვა სამშობლოები - ჩვენ საქართველოში მას ვერ ვხედავთ და ვვარდებით სკეპტიციზმში, რომელიც, ალბათ, მიგვიყვანს ცინიზმამდე.
სადაც არ უნდა წავიდეთ, ამ მიზეზის გამო ჩვენ თავს მაღლა ვერ ავწევთ და ვერც ერთ ჩვენთაგანში დღეს ვერ ალაპარაკდება საქართველო ისე, როგორც ალაპარაკდა იტალია მარინეტის ინტერნაციონალურ მანიფესტებში.
ისეთი ინტერნაციონალური მოვლენა, როგორიცაა რევოლუცია, უაღრესად ეროვნულ სახეს ამოისვრის ხოლმე პოეტში. საუკეთესო პოეტები რუსეთის რევოლუციისა, რომელიც იშვენ რევოლუციით და მესამე ინტერნაციონალის ვარსკვლავსაც უგალობენ, ყველაზე მეტად ეროვნული არიან.
მაიაკოვსკი. ესენინი. კლიუევი.
ტატლინის ძეგლი მესამე ინტერნაციონალისათვის ეროვნული პოტენციის შედეგია, რომელიც გააქანა, აამოძრავა და გამოაჩინა რევოლუციამ.
დროა გავათავო წერილი!
ჩვენი გემი, რომელზედაც მე ვცხოვრობ, დგას ,,ოქროს რქაზე“. ღამეა და ამ სიწყნარეში უკვე მესამედ ყივის თათრის მამალი ნაპირიდან.
მეც დავიღალე.
სტამბოლი ხომ ისტორიული პუნქტია, სადაც სტიროდნენ ქართველები. ეს წყლები ,,ბაბილონის მდინარეებია“ და იქნებ ოდესმე ქართველი პოეტიც დასტიროდა აქ თავის ბედს და სამშობლოს ისე, როგორც მე. იქნებ ისიც ეძებდა საკუთარ ვარსკვლავს ამ მინარეთების წვეტიან თავებში და ეს მთვარიანი მინარეთები მასაც უფარავდნენ სამშობლოს სახეს ისე, როგორც ჩემთვისაა ის დაფარული და მიუგნებელი...
ვინ იცის.
ვიჩქარი დასკვნებს. მეშინია ამ ,,ერესი“-ს, მაგრამ ესაა და რა ვქნა.
საქართველო პასიური მოვლენაა.
მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მისი გარეშე მყოფ მოვლენისაგან. (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).
საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე,შემოქმედების გენიასაც.
მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს.
ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი ,,უშვილოსნობა”, თუ ბერწობა.
ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის.
მე მგონია ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი“...

ჟურნალი, ,,ქართული მწერლობა”, 1926 სექტემბერი-ოქტომბერი, გვ.11-23 

ზირაქის ლოცვა


ზირაქის ლოცვა
სიბრძნე ზირაქისა



თავი 51

1. გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს სახელს,

2. რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე.

3. შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან, რომელნიც განვიცადე,

4. ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის შუაგულისგან სადაც არ დავიწვი.

5. ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ სიტყვისგან,

6. და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა.

7. ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ.

8. მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების ხელთაგან.

9. და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე.

10. მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით გიგალობ.

11. რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან დამიხსენი.

12. ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს.

13. ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში;

14. მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები.

15. როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი.

16. ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას.

17. წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ.

18. გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ.

19. ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე.

20. ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს.

21. ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი.

22. უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას.

23. მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით,

24. რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ.

25. გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ.

26. ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი.

27. საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე.

28. ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ.

29. გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა.

30. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით.

თუ განსხვავებული აზრი გაგაჩნია....


თუ განსხვავებული აზრი გაგაჩნია....
თუ ოდნავ განსხვავებული აზრი გაგაჩნია, ქართველ მართლმადიდებლებს ან რასელისტი გონიხარ,ან სოროსისტი,ან სექტანტი,ან მწვალებელი, ან ჰომოსექსუალი,ან შეპყრობილი .........
შაიკა,ბანდა..
"თქვენ აქ უმეტესობა შეპყრობილი ხართ. უმეტესობას გონებრივი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული აქვს უნდა დაგემშვიდობოთ. ზელიმხან და გპირდებით თქვენს "მწვალებელთა სალონს" ახლოს აგარ გავეკარები...."


მართლმადიდებლებისგან პროზელიმიტიზმი მე არ მინახავს... მუდამ თავის მრევლს ბოლომდე "ებღაუჭებიან", ბიბლიას არ აკითხებენ თავისით(ეშინიათ რამე ისე რომ გაიგოს მერე რა ვქნათო), მაგრამ როცა საუბარია სხვის მოქცევაზე, რომელიც განათლებულია და კარგად იცის თავისი რწმენა(ბევრისგან განსხვავებით), მაშინ იქ უკვე- ან სხვის რწმენას დასცინიან, ან მათთან საუბარს ერიდებიან...
ჩვენთან ახლა რელიგიის არნახული აღორძინებაა და ეკლესიაში უამრავი მორწმუნე და ურწმუნო მრევლი დაიარება. პოლიტიკოსები (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) ყველა რელიგიურ დღესასწაულებს ესწრებისნ სამებაში. თბილისის მერის მოადგილემ დიდმა მორწმუნემ და წმინდანმა მამა ახვლედიანმა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლიც ჩამოგვიტანა.

მღვდელმსახურის ხელში გადმოდის ზეციური ცეცხლი ყოველ წელს იერუსალიმში მარტო იმ ხალხის დასანახად კი არა ვისაც თვალნი ასხენ და არ ჰხედავენ და ყურნი ასხენ არა ესმით,(მერე რომ არ თქვან არ გაგვიგი და არ გვინახავსო) არამედ ასევე მორწმუნე ადამიანების სანუგეშოდ და გასაძლირებლად.
რას ამადლით სუყველას ამ ცეცხლს? არსად ბიბლიაში არ წერია, რომ მღვდელთმსახურების ხელში წელიწადში ერთხელ ცეცხლი გადმოვაო. აი, ანტიქრისტეზე კი წერია, რომ
იოანეს გამოცხადება:
თავი 13
მოვიყვან მრევლ თინათინის მოლოცვას:" დღეს აღდგომაა და ცეცხლი რომ გადმოვიდა, თითქოს მოვკვდი და აღვსდექი. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას და ყველა მართლმადიდებელს."
http://www.youtube.com/watch?v=KvaZHbFBKCo&feature=player_embedded
ზეციურ ევრო კავშირში და NATO-ში შევალთ მალე თუ ეგრე გავაგრძელეთ ..
ეს ქალბატონი ახალი ჩამოსულ-ჩამოფრენილია იქიდან და უკანასკნელი ცნობები მოგვაწოდა ...
ხომ გითხარი გაფრინდებიან მეთქი..
ეს თუ აღორძინებაა.... !!!!!!
რამე გვეშველება???
არა?
საქართველო დიდი ხანია დაფრინავს....
ღვედები შეიკარით,ჩვენ გავფრინდებით....
მოძღვრის გარეშე შეიძლება გწამდეს, მაგრამ ვერ ცხონდები!
მერე რა რომ მღვდელია? ხელშეუხებელია თუ ღმერთია? აკეთებს ცუდს- დაანახვე რომ ცუდს აკეთებს, ამხილე... ამაზე პავლე მოციქულიც საუბრობს ეპისტოლეებში...
სახარებაში უფალი ასეთ რამეს ამბობს ფარისევლებზე რომ ისინი როცა კარგ საქმეს გასწავლიან და მოგიწოდებენ დაუჯერეთო ,მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთო ანუ რაც არ უნდა ცუდი იყოს მამაო შენ მას მაინც უნდა უსმინო და დაუჯერო. თუ აშკარა ცუდს არ გასწავლის რაც არა მგონია ასე გაკადნიერდეს რომელიმე მამაო .
თუ ასე უყურებ სახარებას, ისიც უნდა იცოდე რომ იესომ თქვა:
"ნურავის უწოდებთ მამას, ერთია მამა თქვენი ზეციერი, ნურავის უწოდებთ მოძღვარს, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი - იესო ქრისტე!"
არამც და არამც არ მჯერა მამაოების და არამც და არამც არ დავიყენებ მამაოებს ჩემსა და ღმერთს შორის შუამავლად, სულ რომ სული მხდებოდეს.
საერთოდ, როგორც ასეთს, მამაოების ინსტიტუტს არ ვცნობ. ის საერთოდ არ წარმოადგენს ქრისტიანულს. (მათე 23:8-10; 1 ტიმოთე 2:5). აქედან გამომდინარე, არ მწამს მამაოების და არც იმის რასაც ისინი აკეთებენ და ასწავლიან.
აღარაფერს ვამბობ ჯიპებზე და სხვა მსგავს მეორე ხარისხოვან საკითხებზე.

ამას წინათ მეგობარს მამა უკვდებოდა და ერთ მოძღვარს (ვისაც აბარებს ხოლმე აღსარებას) დაურეკა ღამის ორ საათზე, – გეხვეწები, მამაო, იქნებ აზიაროო, – უარი მიიღო, – ამ შუაღამისას სად მოვიდეო. სრულიად უცნობი მოძღვარი კი გამოჰყვა, კიდეც აზიარა ის კაცი და მეორე დილით უკვე გასულს ამ ქვეყნიდან თავისი ინიციატივით და სრულიად უანგაროდ პანაშვიდიც გადაუხადა.
კიდევ ერთი ფაქტი:როდესაც ჯვარს ვიწერდით(სამების ეკლესიასი დავიწერე ჯვარი,წინა დღიტ მისულებს გვითხრეს რომ ეს ცერემონია არის უფასო),სესაწირში კი მეჯვარეებს უნდა ჩაეგდოთ რაიმე თანხა,მოკლე რომ მოვრჩიტ ყველაფერს და უკვე ხატებთან ვიდექიტ და ერთმანეთისთვის ვლოცულობდით მოვარდა ერთი ახალგაზრდა,არ ვიცი რა ერქვა და რა საფეხურზე იდგა მაშინ მაგრამ ეხლა ხშირად არის ტელევიზორში და მგონი სამების ეკლესიის მოძღვარია თუჯ რაღაც ეგეთი,დფა მამაოს რომელმაც ჟვარი დაგვწერაქ ეკითხება ამათ ჯვარი დაწერეო? იმან უპასუხა კიო.ეს ეუბნება კი მაგრამ ამათმა ფული არგადაიხადესო.(!) და ატყდა ერთი ამბავი იმიტო რო სხვა დანარჩენი 2 ჯვრისწერა გაჩერდა და ჩვენ გვიყურებდა იმიტო რო მიდიოდა გარჩევა ჩემმა მეჯვარეევბმა ფული სესაწირში როგორ ჩააგდეს და როგორ იმათ არ მოისცეს ხელზე.საბოლოოდ ბიჭები იოსე გამწარდნენ შესაწირის გახსნა მოითხოვეს და აღმოჩნდა რომ იქ მხოლოდ ერთი 100 ლარიანი ეგდო ისიც ჩვენი მეჯვარის ჩაგდებული და მაშინ დამწერA ბოოლომდე ჯვარი.
გაქ უფლება შეიცვალო მამაო თუ არ ვცდები მგონი არ ვცდები
მაგის უფლება ერისკაცს ყოველთვის აქვს, ლაშა. არ ვცდები, ნამდვილად ვიცი, მეუფე იობის ქადაგებიდან, სჯულის კანონით, ვერც ერთ ერისკაცს ვერ დააკავებს ვერავინ, თუ მოძღვრის შეცვლა უნდა. ოღონდ ძველი მოძღვრისგან სასურველია, რომ კურთხევა აიღოს.
ო როგორ გეთანხმებით ძალიან მიკვირს მამაოებს ჯიპი რომ ყავთ ვითომდა მრევლმა აჩუქა აგარაკები რომ აქვთ ჩემთვის მიუგებელია ეგეთი რამე.....
და დროა პატრიარქმა იზრუნოს მათზე ვინც ასე ცუდად იქცევა...და განდევნოს ისინი უფლის სახლიდან...... ჯვრის წერა თუნდაც ნათლობა რატომ უნდა იყოს ფასიანი.........................................????????????????????
მაგაზე დიდი ხანი უნდა ეზრუნა მთლიანად საპატრიარქოს... სამწუხაროდ არავინ არაფერს აკეთებს...
კათოლიკებს აბრალებენ ცუდ რამეებს შუასაუკუნებში, არადა რუის-ურბნისის კრება რომ მოეწყო მთავარი თემა იყო:
აღმოფხვრა უღირსი მღვდლების ეკლესიიდან, რადგან ეკლესიაში ხშირი იყო მრუშობა, მამათმავლობა და მექრთამეობა...
სწორედ ამიტომ გამოაპანღურეს ბევრი ეგეთი მღვდელი ეკლესიიდან მაგ დროს... დავით აღმაშენებელმა სწორედ ამიტომ მოაწყო ეს კრება...
ეხლა ხელშეუხებლები არიან მღვდლები, ზოგს სიტყვა ვერ უთქვამს- ჯერ კურთხევა უნდა ავიღოო... საშინელი მდგომარეობაა მრევლშიც და ეკლესიაშიც, მიხედვა ჭირდება სერიოზული...
ბევრჯერ მომიყოლია ამბავი, 25 დეკემბერზე რომ ვკითხე მღვდელს, სად წერია მაგაზე მეთქი, და ბიბლიაშიო... რომ არ დავეთანხმე გაბრაზდა, სექტანტი მიწოდა და დააკონკრეტა: მათეს სახარებაში წერია- 25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო- ფრაზა მაინც არ გაგიგიაო? ვუთხარი- მამაო ეგ სიმღერიდანაა მეთქი...
გაბრაზებულმა, როგორ არ მიჯერებსო, იქვე ქალი იდგა და ჰკითხა: 25 დეკემბეზე ხომ ბიბლიაში წერია-ო... და იმანაც: დიახ დიახ მამაო, აბა რა, დამლოცეთ რა გთხოვთ...
როცა მღვდლები ასე არიან განათლებულები, შეიძლება მათგან რიტუალების გარდა რამე ისწავლო? სამაგიეროდ ასეთ მღვდელი გეტყვის როგორ უნდა დაიცვა მარხვა, როგორ უნდა იარო ეკლესიაშI, რომელ დღეებში და სხვა ასეთ რიტუალისტურ რამეებს...
თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე.
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
მათე. 28. 8-11.
ყველა მოძღვარი ერთნაირი არ არის ნამდვილად. თუმცა არიან ისეთებიც რომლებთანაც აღსარებას ვერ იტყვი რადგან მეორე დღეს შენი აღსარება ყველას ეცოდინება..უფალი ნუ განმსჯი არც შეიძლება ლაპარაკი ამ თემაზეე მაგრამ ასეთი მოზღვრების გამო არის რომ ბევრი მისული ეკლესიამდე უკან გამობრუნებულა...
იფ, იფ რა კაი რამე მოუფიქრებიათ მამაოებს? რაც არ უნდა გააკეთოს, შენი საქმე არ არის, მაგათ ღმერთი მოკითხავს ....
ანუ, ღმერთი მშვიდად უყურებს, როგორ რყვნიან ეგ უ-ღირსი მამები მრევლს და მერე მოკითხავს?
მაგათ შემხედვარე მხოლოდ ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ან ღმერთი არ არსებობს, ან მაგათ და მაგათ მრევლს ღმერთთან საერთო არაფერი აქვთ. ისე, უბრალოდ ერთობიან თავისთვის. სანამ კოცონზე არ გვწვავენ, გაუშვი, გაერთონ.
ხოლო ვინც ღმერთს ეძებს, მადლობა ღმერთს, ღმერთი არ იმალება, ყველგან არის, ხოლო -ხელთქმნილ ტაძრებში არ სახლობს. ასე ამბობს სახარება. იცოდით?
ექიმი მკურნალია ხორცისა, მოძღვარი მკურნალია სულისა. ბევრი ექიმი მინახავს საზღაურის გარეშე ტრაკს არ წევს სკამიდან, მაგრამ ისეთებიც ბევრი ვიცი საკუთარი ჯიბიდან რომ მკურნალობს გაჭირვებულებს. ხოდა ამ ცუდი ექიმების გამო ყველა ექიმს ხომ არ დავლანძღავთ?! ასეა სასულიერო პირებშიც.
მე რაც შემეხება, საპატრიარქოს რადიოს აქვს გადაცემა ორიდან სამამდე ყოველ დღე, მაგას ვუსმენ ხოლმე თუ რადიოსთან მოვხვდი საერთოდ. საინტერესო ქადაგებებს გადმოსცემენ ხოლმე, ანუ
http://www.youtube.com/watch?v=LCadQvXERW0&feature=player_embedded
მანდ არის ერთი კაცი, ქვია მამა თეოდორე გიგნაძე , ხმით და ლაპარაკის მანერით ვცნობ ხოლმე რა ეგრევე მივდივარ, რომ მოვისმინო თუ რაზე "ჩხუბობს" ამჯერად
ხოდა ჩემი აზრით თუნდაც მაგ ადამიანის არსებობის გამო ღირდა მთელი ეს მამაოიზაცია საქართველოისა....
უჰ, მთავარია საპატრიარქომ კარგი ხმა გაუვრცელოს და ხალხი ისედაც დაიჯერებს რომ ასეტი და ისეთი მღვდელი ყოფილა,
ექიმებს, თუ ისინი რამეს დააშავებენ, კანონი დასჯის. ექიმობის უფლებას ჩამოართმევს და ა.შ. ამ მამაოებს კიდე პატრონი არ ყავთ. (ყოველ შემთხვევაში საქართველოში)
ხელოვნების დარგი, რატომ უნდა იყოს დაგმობილი ეკლესიის მხრიდან? ყოველი ნიჭი ღვთისგან არის ბოძებული და ის ადამიანმა არ უნდა ჩაახშოს, დადებითად უნდა გამოიყენოს და ღვთის ამ უდიდესი საჩუქრის უგულველყოფა უმადურობა იქნება მის მიმართ.
თავისუფლება ყველაზე ძვირფასია...
მედიუმი მამაო...
უფლის სახლში ბევრი უღირსი არის....
აღსარების საიდუმლოს შენახვა უნდა შეეძლოს და ეს კანონი არ უნდა დაირღვეს...თუმცა ბევრჯერ მომისმენია,მამაო ებიროგორ ენაგრძელობდნენ ნასვამ მდგომარეობაში და ხალისობდნენ მრევლის მონანიებულ შეცოდებანზე.
მე არ მყავს მოძღვარი...
ვერ განვეწყვე სულიერად .....
ზიარებას დამსახურება უნდა, ეს ასე ადვილად და უცბად არ ხდება.
კურთხევა უნდა გქონოდა შენი მამაოსგან რომ სხვაგან მიგეღო ზიარება და ხვა მამაოც გაფრთხილებული უნდა გყოლოდა ზიარების დაწყებამდე.
მე ვიცი რამდენიმე მამაო, რომლებმაც ხმა აიმაღლეს უღმერთოების წინააღმდეგ. ამის გამო ისინი უკვე აღარ არიან მამაოები ...
ჩემი ნათესავი გათხოვდა, ჯვრისწერისთვის მშობლებმა თადარიგი დაიჭირეს და მამაომ ასი დოლარი მოითხოვა. შეთანხმდნენ... ჯვრისწერის დღეს მამაომ 50 დოლარის დამატება მოითხოვა, სხვა შემთხვევაში არაო, ბევრი წყვილი მყავსო ჯვარდასაწერი. გადაუხადეს.
ეს რომ გამონაკლისი შემთხვევა იყოს არა უშავს, მაგრამ სამწუხაროდ გამონაკლისი ის არის, თუ მოხდა და ჯვრისწერაში ან ნათლობისას ან პარაკლისებზე ფული არ მოგთხოვეს. ეს იქნება კეთილი გამონაკლისი.

რაც შეეხება შუამავლობას. თქვენ შუამავლის ხეირიანად გაკეთებული საქმე გინახიათ? ნებისმიერი შუამავალი იმას ფიქრობს, როგორმე ორივე მხარეს რაც შეიძლება მეტი ააფცქვნას.
რაც შეეხება ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობას, ამას სახარებაში ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთობას ადარებენ. ვის მოგეწონებათ თქვენს მეუღლესთან, რომელთანაც სიყვარული გაკავშირებთ, შუამავლის საშუალებით ურთიერთობა? შუამავალი (ადვოკატი) მხოლოდ გაყრის დროს დაგჭირდებათ
ყოველგვარი მოძღვრის გარეშე იპოვი უფალს და შენს გვერდით იქნება ეს მეც გამოვცადე ისე რთული სტუაციოებიდან გამოვედი .
დღეს ვისაც ჰგონია, რომ ჩვენს ეკლესიებში "მოძღვრები" არსებობენ მათ ჰგონიათ, ჰგონიათ, ჰგონიათ...
იარონ, იარონ, იარონ...


რას ნიშნავს მამაოების ''დაჯერება'', იქნებ განმარტოთ?
მე მჯერა 400 ლარს რომ ითხოვენ ჯვრის წერაში ასწორებს
შუამავალი კიარა დალალი ქვია მაგას
რაღაც მაინტერესებდა იოვანეს გამოცხდებაზე მივედი რამდენიმე მოძღვართან, ამიხსნეს..
ვერაფერი გავიგე.....
უბრალოდ ზოგიერთი კი არადა ბევრი მოძღვარი ბევრი რამის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.. ნუ ეგ მე რა, მარა ძააალიან სისულელეებზე ამახვილებენ ყურადღებას და რაც მართლა საჭიროა იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას..
ნუ და კიდე.. ადრე რასაც მეუბნებოდნენ ბევრი რამე არასწორი ყოფილა.. მრევლს ძალიან ჩარჩოებში აქცევენ...
აპოკრიფებს ვკითხულობ, ისე რომ ვუთხარი რომელიღაცა ტაძრის რომელიღაცა მრევლს... ნუ... თვალებით ჯვარს გამაკვრეს და დამიწყეს ბრძნული საუბარი, შააარში არიან მაგარი...
უთხრა იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით."
"იოანე 14 '6"
არანაირი მოძღვარი და მღვდელი არ მინდა.. და არც უნდა არსებობდნენ. ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ ხალხს. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მღვდლების უმრავლესობა ასეთია. დანახვა არ მინდა მაგათი.. მაგარია წვერებიანი,თმიანკიკინიანი(შეკრული უნდა ქონდეს კიკინა აუცილებლად შავით), ანაფორაკაბიანი,ძვირადღირებულ ჯიპიან-მობილურიანი
ადამიანი რომელიც ყველაფეს კრძალაავს და არაფერს გიხსნის დასაბუთებულად.
საშუამავლო ძვირდება დღითიდღე. იმ გარემოებასაც უნდა შევეგუოთ რომ საშუამავლო მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს.
თქვენ ფიქრობთ, რომ არის ღმერთი და არიან ადამიანები, ხოლო მამაოები არც ღმერთები არიან და არც ადამიანები, არამედ რაღაც ხიდები თუ შუამავალი არსებები? არავის ვურჩევდი ამ ხიდებზე გავლას და ამ შუამავლებით ღმერთთან მოლაპარაკებას.
ოჯახის რჩენა და ჯიპებით გრიალი არ არის ცუდი საქმიანობა, მაგრამ ამისთვის არ უნდა ამოეფარო სულიერებას და ბიზნესში უნდა სცადო ბედი.
სახარება უნდა წაიკითხოთ ყურადღებით. ისე კი არა, ეკლესიებში რომ კითხულობთ სხაპასხუპით, ვალის მოსახდელად.
იქ წერია ყველაფერი.
მე რასაც ვგულისხმობ ძაან მშვენივრად მიხვდი, მაგრამ არ გინდა რომ გაიგო, რა შუაშია ღმერთთან "მოლაპარაკება" , აქ ისაა მთავარი რომ მამაოს მეშვეობით სულიწმინდის გადმოსვლა ხდება მორწმუნეებზე, მაგრამ მაგის გაგებას ტვინი უნდა, რომელიც ზოგიერთებს არა მგონია რომ ქონდეს.
შუამავლების ინსტიტუტი პირდაპირ ეწინააღნდეგება სახარებას რადგან გარკვევით წერია:
ერთია ღმერთი და ერთია კაცსა და ღმერთს შორის შუამავალი- კაცი იესო ქრისტე.
მოძღვარი მესმის, მაგრამ შუამავალი? განა აქ ცალსახად და არაორაზროვნად არ წერია, რომ ქრისტეს გარდა შუამავალი არ არსებობს?
გისმენ, ძალიან მაინტერესებს როგორ გააბათილებ ამ სიტყვებს რომელიმე წმინდა მამის კომენტარებით.

ნამდვილად არ გააჩნია შემცვლელი ქრისტეს და ის ერთადერთია ვინც ჩვენი ცოდვები იტვირთა.
მაგრამ ამავე დროს დაავალა მოწაფეებს მისი სახელი ექადაგათ მთელი სამყაროსთვის.
დაავალა მოენათლად ისინი სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა.
დაავალა ესწავლებინათ ღვთის სიტყვა.
დაავალა ემსახურათ ხალხისთვის.
და ეს არ არის შეუამავლობა!
მართლმადიდებლებისგან პროზელიმიტიზმი მე არ მინახავს... მუდამ თავის მრევლს ბოლომდე "ებღაუჭებიან", ბიბლიას არ აკითხებენ თავისით(ეშინიათ რამე ისე რომ გაიგოს მერე რა ვქნათო), მაგრამ როცა საუბარია სხვის მოქცევაზე, რომელიც განათლებულია და კარგად იცის თავისი რწმენა(ბევრისგან განსხვავებით), მაშინ იქ უკვე- ან სხვის რწმენას დასცინიან, ან მათთან საუბარს ერიდებიან...
არადა როცა ადამიანი ამბობს- "მხოლოდ მართლმადიდებელი ცხონდება", სხვა რელიგიის ხალხს კი არ უნდა ცემდეს, ტყიპავდეს, დასცინოდეს ან საერთოდ აიგნორებდეს, არამედ გამუდმებით უნდა იყვეს იმ აზრზე რომ სხვა მოაქციოს...
ქრისტეს მოწოდებაა : "დაავალა ესწავლებინათ ღვთის სიტყვა."
იესოს არასოდეს უთქვამს ყოველი დღე დაუგეგმეთო... თქვენი კურთხევის გარეშე ნაბიჯი არ გადადგან და იბატონეთ მათზეო... ბიბლიაში მღვდლების ინსტიტუტი რაც ეხლაა არ არსებობს... მე არ ვარ წინააღმდეგი, მღვდლის არა როგორც რიტუალისტის, არამედ როგორც მასწავლებელის და მოძღვარის... დღევანდელ მარხვაზე ერთმა ჭკვიანმა მღვდელმა მითხრა - ეგ თამაშიაო. მართლაც რომ თამაშია, არიქა მარხვაზე ვარ- იძახის ხალხი, სამარხვო ტორტებით და სხვა ასეთი კერძებით კი კარგად ნაყრდებიან...
ნათლიის ინსტიტუტი კიდევ საქართველოში მარაზმია...
მე რომ ახლა მარტო იმ მამაოთა ჩამოთვლა დავიწყო, ვისაც მე ვიცნობ, ვინც ჩვეულებრივი ფულისმაძიებლები იყვნენ და ჯიპოსანი "მოძღვრები" გახდნენ, დამჭირდება რამოდენიმე ელექტრონული თაბახის შევსება და რამდენს კიდევ არ ვიცნობ... აუუუუ..........
მართლმადიდებლები, რომლებიც თუთიყუშებივით ყვიყვინებენ სახარების ტექსტებს...
ქრისტეს აქეთ, ყველა დროში ქადაგებას თავისებური, სპეციფიური, ინდივიდუალური მიდგომა-მეთოდი სჭირდება. ისე როგორც მესათხევლობას. პირველ საუკუნეებში ცნობილი წესები თევზაობისა ჩვენს დროში შეიცვალა. ასევეა კაცთა მონადირების საქმენიც.
"მე ერთი აფრიკული აბორიგენული ტომის რელიგიის მიმდევარი ვარ. ამ რელიგიას ასე ჰქვია: ბუნგ ბანგ ჯუნგ ბუუუ.
ჩვენი ტოტემი წვერები, ანაფორები, ჩალმები და ბინ ლადენის ღიმილია."
მამაო ჯიპოსნებიდან ვის ვიცნობ? - მამაო გიორგის, მამაო იულიანეს, მამაო ბუასილს, მამაო ოხროხინეს, მამაო ბენდუქის, მამაო ევტიხის, მამაოების ლეგიონებს... და ფარისეველო, თქვენ არავისთვის თვალი არ მოგიკრავთ?
რაც შეეხება ჩემს მიერ ჩამოთვლილ მამაოების მეტრიკებს, ჯერ ვერ მოვიპოვე, რადგან "მამაოს გვარი რათ უნდა, მამაო თვითონ ღმერთია."
ყველას თავისი აზრი გააჩნია ამ საკითხზე. პირადად მე ნამდვილად არ ვთვლი,რომ მჭირდება უფალთან შუამავალი. ვერანაირად ვერ ვენდობი მღვდელს ისიც ადამიანია და თანაც უამრავი მაგალითი მინახავს რა პატიოსნებიც არიან. კი არიან ნამდვილად გამონაკლისები, თუმცა ასეთები ერთეულებია. ჩემთვის მთავარი ისაა,რომ მწამს უფალი. იგი ჩვენს გარშემოა და ყველგანაა. ხოლო რაც შეეხება მღვდლებს და მონაზვნებს ურჩევნიათ გონს მოვიდნენ, შეწყვიტონ ეს ძალად წმინდანობა, გაყიდონ ძვირფასი ჯიპები (იესო თუ ვირით დადიოდა ამათზე ნაკლები იყოო?) და შეეშვან კომერციას. იმის მაგიერ რომ ხატებით,ჯვრებით,სანთლებით და საეკლესიო მაღაზიებში დადებული საქონლით ივაჭრონ, ჯობია უფრო მეტი ადამიანი მოაქციონ გზაზე, დგანან და ეკლესიაში აქვთ გახსნილი დახლები. ამის მერე რა უნდა დავუჯერო?ბიბლიაშივეა ნათქვამი როგორ გაყარა ქრისტემ ვაჭრები სალოცავიდან და ესენი ისევ იმას აკეთებენ. ეკლესიაში შესვლის ხალისი აღარ მაქვს ამ ძალად მორწმუნე სასტავის შემხედვარე. წაუკრიათ თავსაფრები დიდის ამბით და ისეთი სახით გიყურებენ მტრისას. ამასწინ შევედი გრძელი,კოჭებამდე შავი უმკლვებო სარაფანა მეცვა, არანაირად გამომწვევი და დიდი დეკოლტიანი და მეტაკნენ არიქა თავშალი სადააო. შემეშვი მეთქი როცა მომინდება მაშინ დავიფარებ მეთვითონ თქო. არადა ჩემს წინ გოგო-ბიჭი შევიდა, ნუუუ ორმეტრიან გოგოს ისეთი მინი ეცვა ტრუსიკი უჩანდა და დეკოლტეს აღარ ვამბობ, ის ბიჭი სულ მთლად დაქლიავებული მიყვებოდა. ხალხს ყბები ჩამოუვარდათ ეკლესიაში, მაგრამმ სამაგიეროდ თავსაფარი ეკეთა და ეს ღრმადმორწმუნე სასტავი ჩუმად იდგა. ერთი მღვდელი პირადად მე ვიცი ასე 4 წლის წინ ჩვენს სახლთან მაკლერობდა, და მერე გაქრა, ხალხი გადააგო ფულები მიითვსა. ეძებეს მაგრამ სადღა იყოო. ამ 2 წლის წინ ვნახე ქუჩაში, გამოვშტერდი კაცი მღვდლის ანაფორით იყო!!! ამან ვის რა უნდა უთხრას? ერთმა კიდევ ლურჯი მონასტერი რომაა ვერაზე, ბავშვის ნათლობა გვქონდა, ერთ-ერთი ნათლიის მეუღლე ვიდეოზე იღებდა ამას,ხოდა გამოგვიდგა კივილით, ესოო რას აკეთებთო, ესოოო ბავშვთა პორნოგრაფიააოოო, ტიტველი სხეულის გადაღებაოო. კაცი ისე განერვიულდა კინარამ შეტევა დაემართა. მამაჩემი როცა გარდაიცვალა მღვდელი ვერ მოვიყვანეთ, (სოფელში ვიყავით)არცერთი არ მოვიდა არიქა პატრიარქი ჩამოდის დღეს და რა დროს ეგააოო, მერე სულ სხვა სოფლიდან ჩამოვიყვანეთ. ხო და აი კიდევ - სიონში, სანთლებს ვანთებდი, გვერდით მამაკაცმა აანთო სანთელი და ლოცულობდა, ამ დროს მოქანდა ვიღაც კეკელკა ვისაც დალაგება ევალება და ანთებული, სანთლები ჩააქრო. იქ ამბავი წავიდაა მტრისას. ასეთივე მოხდა ალავერდის ტაძარში, სადაც მღვდელმა, რომელსაც იქაურობა თავისი საკუთრება ჰგონია იქაურობა, მოგვახსენა ჩვენო სანთლების ჩაქრობაზე კურთხევა გვაქვსო, მაააშშშშ !!!!!!!!
ან კიდევ ამიხსნან სად წერია ბიბლიასI, რომ კოსმეტიკით, შარვლით არ შეიძლება შესვლა? ვინ როგორ შევა ეკლესიაში სალოცავად ეს არავის საქმე არაა, შეიძლება ადამიანს რა უჭირს და ამიტო ვერ გაქანდება ჯერ სახლში გამოიცვალოს და მერე მოვიდეს, იმიტომ რომ რაიმე შეურაცყოფა არ მიაყენოს ვინმემ. ის შეიძლება მარხვა რომ დიეტა გონიათ და ღორებივით ჭამენ??!!! სამარხო შოკოლადი,ხინკალი,ქაბაბი, შაურმა კაარგიით რააა...
თქვენ ორიგენეს(III საუკუნის თეოლოგს) თუ ხართ გაცნობილი და რას ფიქრობთ სულების წინარე არსებობაზე, ოღონდ არა როგორც ადამიანებში, არამედ ზოგადად არსებობაზე, სხვა სახით...

და რეინკარნაცია რით დასტურდება? ბიბლიაში არის რამდენიმე ფრაზა მაგაზე, მაგრამ რეალურად ადამიანს ხომ არაფერი ახსოვს წინა ცხოვრებიდან?

ან საერთოდ რა ტემპით ხდება გადასვლა სულის? ადამიანი რომ მოკვდება, სული ამოხტება, ეძებს სექსით დაკავებულ წყვილებს და განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში უხტება? თუ როდის ხდება სულის შემდეგი შესვლა ადამიანში?
მე ნამდვილი ქრისტიანობის მიმდევარი ვარ. ესაა ჩემი კომენტარი.
ხალხი..ეკლესია და სარწმუნოება რომ ბიზნესად გადაიქცა ვისთვის არის საიდუმლო კიდევ? მერე,ამ ჯიპების დარიგებამდე რომ 15მლნ. ლარიანი"გრევი"მიიგო ეკლესიამ სახელმწიფოსგან ეკლესიამ ამის ცოდნას გაზეთის კითხვა უნდა და ეს მოხდა გასული წლის მაისის თვეში თუ უფრო ადრე.ეს არ იქნებოდა გასაკვირი რომ არა უგულავასა და "ძმანნის მისნის" გამოცხადება სწორედ მაშინ, როცა პატრიარქს უნდა სიტყვა ეთქვა,ხალხმა რომ მიაკითხა ცნობილი არეულობების პროცესში(უცნობმა რომ "იკივლა" ილია "დააპლენესო") "ბიჭებმა" მორიდებით"შეახსენეს თავი",და იმ 15მლნ-ის "ავტორი",და ჯიპებზეც მოუყვნენ...ნუ.. ილიას გადაწკვეტილება ცნობილია.შედეგად "უცნობი" თავს იკლავდა..მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით.ახლა კი,ილია რომ გააშარჟეს,თქვენ როგორ გგონიათ უმიზეზოდ?(მე არ ვამართლებ ამ ფაქტს,უბრალოდ ვაანალიზებ) თქვენ რომ, რამე საქმეში ვინმეს "გაუმაზოთ",და მერე, ამ ვინმეს, ან ეცოტავოს...ან პირი შეგიცვალოთ...რას უზამდით? თან მილიონებს რომ ეხება ისეთ საქმეში...გააშარჟებდით?.."გააგორებდით" ალბათ..მაგრამ თუ ეს ადამიანი ანგარიშგასაწევი ფიგურააა..? მაშინ?...ხოოო... ჰოდა ასეა ძმებო...გააშარჟებდით...თევზი თავიდან ყარს...თქვენ კი მამაოოო,და მოძღვარიოო..ფულმა რომ ჯოჯოხეთი გაანათაა(განსაკუთრებით თუ ეს ფული ვალუტაშია)? არ გაგიგიათ? ქრისტე ახსენა ვიღაცამ..სადღაა ქრისტე და მისი სწავლება...და მე "მისი მიმდევრების" ვიწამო? კაი რააა... "აწამონ" ერთმანეთს, მე კი არც ამათი ჯვარი მინდა და არც ამათი მადლი..ზოგი კი იაღოველებად რაცხავს მათ ვისაც მისი არ სჯერათ..თუნდაც ათეისტი იყოს, აქ მთავარი მომენტია თითის გაშვერა და "კივილი" იაღოველია ჩაქოლეთო...მე არრავისი არ მწამს,მე ჩემი სწორი ცხოვრებით ვცხოვრობ,თუ მომეთხოვება მომეთხოვოს უნდა "იქ" და არა "აქ", თან, ვიღაც მოცლილი, ვაი ქრისტიანი ზომბისგან,სხვისი აზრებით რომ არსებობს და ჩემს სულიერ ორიენტაციაზე ვითომ რომ გული შესტკივა, არა და გულში სეირის ყურება რომ უნდა..



ზოგიერთი მამაო მართლა სასიამოვნო მოსაუბრეა და ამშვიდებს ადამიანს, მაგრამ ვერ ვხედავ რატომ უნდა წყვეტდეს სხვა მოკვდავი იმას თუ მე რა შეიძლება გავაკეთო და რა არა, ან მისი დახმარება რა საჭიროა ღმერთსა და ჩემს შორის კავშირისას.
ალბათ დამეთანხმებით რომ მღვდლების თემა მას შემდეგ გახდა აქტიური რაც მრევლის რიცხვი გაიზარდა და შესაბამისად მღვდლების რიცხვიც. პატრიარქიც უკვე ასაკშია და ამ საკითხს ისე ვეღარ გააკონტროლებს როგორც ადრე.
გაჩუქეს ჯიპი? გაყიდე და მოახმარე შენს მრევლში ღარიბს და გაჭირვებულს.
უი, ბოდიშით, ოცნება გამიტაცებს ხოლმე ხანდახან
დანაშაული ის არის, როდესაც მოპარული ფულით ნაყიდ ჯიპს აჩუქებ მამაოს და როდესაც მამაომაც იცის, რომ ეს მოპარული ფულით გაქვს ნაშოვნი. საქართველოში გამდიდრებული ადამიანი მე არ მინახავს, რომ პატიოსანი შრომით ყოფილიყო გამდიდრებული. (ალბათ არიან გამონაკლისები).
არის აგრეთვე მცირე ნაწილი, რომელიც პატიოსანი შრომით გამოიმუშავებს რაღაცას და თუკი ასეთი ადამიანი თავისი პატიოსნებიდან გამომდინარე სასანთლეს თუ რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთს აჩუქებს მამაოს (ისე კი აჯობებდა დევნილების და ქვრივ-ობლებისთვის ეჩუქებინა) ეს არ იქნება ცუდი საქციელი.
მე შევესწარი რამოდენიმე წლის წინ "არამიანცის" საავადმყოფოს ეზოში კომერციული ეკლესიის მშენებლობის სამზადისისას, ეშმათა განმსხმელ მამაო სოკრატეს (თუ რა ჰქვია) როგორ ჰქონდა ხელი გამოწვდილი ფულის შემწერავი კარვიდან და დავინახე და ვნახე და მოვისმინე: შავოსანმა ხნიერმა ქალბატონმა გამოწვდილ ხელში როგორ ჩადო ხუთლარიანი და თანაც მორიდებით მიმართა "ღვთის მსახურ და ეშმათა განმსხმელ მამაოს" - "ბოდიში მცირედისათვის."
ეშმათა განმსხმელმა გადმოხედა ქვასავით გახევებული მზერით და დაღრეჯილი სახით მიმართა ქალბატონს: "აბა ეს რა არის, ეს არის შესაწირი?"
ამ მამაოს ეტყობა არ წაეკითხა, ან არ ახსოვდა სახარებისეული მომენტი ორ ლეპტაზე.
ვაი თქვენ მამაოებო, "კოღოთა მწურავნო და აქლემთა მშთანქმელნო, თქვენ უკვე მიიღეთ თქვენი საზღაური."
მე მაგალითად მყავდა საქმრო, რომელიც არ იყო მორწმუნე, მეტიც, არ ცნობდა მამაოს საერთოდ ...
სიყვარულის გულისთვის თანახმა ვიყავი დრო დამეხარჯა იმაზე, რომ მომეტრიალებინა, მაგრამ მამაომ მირჩია უკან დახევა და დავუჯერე

საერთოდ სასურველია მრევლში გაიცნო მომავალი საცოლე ან საქმრო, რადგან ამ შემთხვევაში ოჯახი უფრო წმინდა და მყარი იქნება. ჭეშმარიტ ქართველ მართმადიდებელს აუცილებლად უნდა ყავდეს მამაო
ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში არ დადის მაგრამ ბევრად მეტია, ისეთზე, რომელიც ეკლესიაში უბრალოდ აბირჟავებს და საწინააღმდეგო სქესის თვალიერებით ერთობა.

მე ვეთანმხები იმ აზრს, რომ თუ შეგიძლია დამოუკიდებლად იარო მანქანით, არ არის საჭირო გვერდით მუდამ ინსტრუქტორი გეჯდეს.
მრევლი პრიმიტიული რელიგიური ფანატიკოსების ხელშია დღეს.
ჩემი აზრით, ეკლესიში ძალზე სუსტია ქადაგების ინსტიტუტი. ეს უპირველეს ყოვლისა ეკლესიაში მოუმზადებელი "კადრების" გამოჩენის შედეგია. ქადაგებისთვის საჭიროა არა მხოლოდ მღვდელი იყო, კაბა გეცვას და მოითხოვო რომ ჩააბარო აღსარება, გაიღო შესაწირი, მიიღო ზიარება და ა. შ. არამედ გარკვეული მონდომებაც.

(ჩემს მიერ შეკრებილი ფორუმებიდან)

მერაბ კოსტავა "თავისუფლება"


მერაბ კოსტავა "თავისუფლება"
მერაბ კოსტავა



თავისუფლება

საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.

მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

სარკმლის დამხანჯლავი სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთი, ჩაუფერფლავ სურვილად. ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობის მირაჟივით დატყვევებულ თვალებს. შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს. ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი. ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი „უმეცარი“ კაცობირობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.

რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.

მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა - ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.

The Sociology of Religion


The Sociology of Religion


" Holding society together…by providing ordered and structured ways of doing things that continue over long periods of time…[and tend to] perpetuate social inequality"

Stable sets of statuses, roles, groups and organisations…[that] provide the foundation for addressing fundamental social needs’
(Newman, D. M. (2000) Sociology. Exploring the architecture of everyday life.

What is Religion?



Emile Durkheim defines:
“A religion is a unified system of beliefs and practices relative to sacred things, that is to say, things set apart and forbidden—beliefs and practices which unite into one single moral community called a Church, all those who adhere to them.”
Religion is neither a single phenomenon, nor a
“thing”; rather, it is a messy and dynamic collection of institutions, practices, and beliefs.

The French sociologist Emile Durkheim stated that religion involves “things that surpass the limits of our knowledge”.
1. Friendship: Friendship is a vital element of any religion. Congregation members can make wonderful and lasting friendships that can last a lifetime. The church, Mosque is a place to meet others that share your beliefs giving you a strong platform to build a friendship on.
2. Spiritual Growth Your beliefs will be strengthened and confirmed. You will explore your spirituality and from that can come personal growth. Your faith can help you find answers to those difficult questions and help you better understand your purpose in this world. Spiritual growth is a very personal adventure.
3. Mental Health Religion has been show to improve a person’s mental well being. Their belief system is reinforced and the interaction with other congregational members is very beneficial to one overall mental health.
4. Physical Health we have all read and heard about cases where a person’s physical well being has been improved by their religious beliefs. There are many documented cases where person’s beliefs have been the reason for their ability to fight a disease and become healthy again or to overcome obstacles and challenges relating to their health.
5. Community Religion builds community as individuals share their faith with other brothers and sisters of their religion. Social gatherings and meeting encourage a community to grow and prosper within the faith.
6. Creative Expression Religion also builds creativity and artistic skills through music and prayer. Congregational members are also able to increase their skill by participating in the choir or helping decorate the hall for a celebration.
7. A Break Attending church sets a recognizable break away from work, family issues, and self fulfilling issues. It’s a time out period that is dedicated to concentrating on the Lord.
8. Consoling Many people have found help for loneliness and grief in religion. In fact many have been known to turn to religion after the loss of a partner or loved one. In times of sadness and loneliness the church congregation and religion can be very consoling to a person.

9. Strength The faith in ones religion can give a person the strength to carry on, to struggle through obstacles and become a stronger and better person from the experience.
10. Life changing for some finding faith can be life changing. We’ve all heard of criminals that found God and turned their lives around to become a productive member in society.
Religion is a very personal choice. Each religion has their own belief system but each religion has its ties to a higher power or God. Many religions play a large role in helping humanity as a whole. Offering counseling services, providing food and shelter for the poor, helping people in what ever capacity they can.
No matter what faith you are the underlying belief is for the betterment of man kind.
Agreement (consensus) between members of a society on morals maintains social order

Moral consensus creates equilibrium, which is the normal state of society

When things disrupt equilibrium religion is often the method of setting things right again…outside personal interest, sometimes sole institution for arbitration.
Social institutions are collective means to fill individual biological needs


Why does religion do? What does it do that makes it especially functional?
Examples?


Viewed religious functions and ceremonies as a way to bring a community together. Emile Durkheim


Believed that religion divided the classes…strong vs. weak. Karl Marx