Pages

Powered By Blogger

Saturday, April 2, 2011

კარგად წაკითხვა წასაკითხისა


კარგად წაკითხვა წასაკითხისა

ილია ჭავჭავაძე

დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისა. ერთი ფრიად სასიამოვნო დაფრიად სასარგებლო ხელოვნება ეგ კარგად წაკითხვაა და ვისაც ამ ხელოვნებისუნარი აქვს, შეუძლიან სთქვას, რომ მეც მომმადლებია მადლი ღვთისაგანაო,  არც მე დავვიწყებივარ ჩემს დამბადებელსაო.
კარგად წაკითხული სიტყვა ერთი ათად აძლიერებს აზრსაც, გრძნობასაც, რადგანაც ერთსაცა და მეორესაც მეტისმეტად ამშვენიერებს და ამკობს, აცხოველებს და აფერადებს. ამის გამო  ხელოვნური, კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთან აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდამიაღწიოს მთელის სავსეობით, მთელის თავის სიღრმე-სიგანით, მთელის თავისმხურვალებით, რომ გული მისძრას-მოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგანგამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის. 
ძლიერია თავისთავადაც სიტყვა.
ხოლო რაც გინდ ზედმიწევნილი იყოს, რაც  გინდ ზედგამოჭრილი, რაც გინდ მოსწრებული, სიტყვა ბუნებითად მაინც უძლურია მთელი ”მზიან-ჩრდილიანობა” გრძნობისა გამოსთქვას უმეტნაკლებოდ. სიტყვას, მთელის ხელოვნების მეოხებით მორთულსა და გაწყობილს, მაინც ბევრი იმისთანა ჰრჩება გამოუთქმელად, რაც მთქმელის გულში ჰბგერს და სძგერს და რაშიც საკუთრივ არის ძალ-ღონე, მთელის ასე თუ ისე გამოსათქმელ გრძნობისა. სიტყვა, ენა კაცისა უღონოა ყოველივე ეს აღმობეჭდოს იქამდე ზედმიწევნით, რომ მსმენელმა იგრძნოს მთელი სავსეობა გულის ძგერისა. მარტო შეწყობილს, შეფერებულს ხმას ადამიანისას ანუ, უკედ ვსთქვათ, წაკითხვას შეუძლიან გაუწიოს სიტყვას იგი სამსახური, რომ საიდუმლო გამოთქმული ბგერა, ბგერა და მოძრაობა გულისა გამომეტყველდეს დამთქმელისაგან მსმენელს გადაეცეს სავსედ და უნაკლულოდ.
აქ ხმა სიტყვას ჰშველის და სიტყვა ხმასა. მოჭარბებული არ მოგვივა ვსთქვათ, რომ აქ ცოტად თუ ბევრად სიტყვიერება ჰმუსიკობს და მუსიკა ჰსიტყვიერობს. სწორედ მუსიკა და სიტყვიერება აქ ხელიხელ ჩართულნი არიან საყვარელ და-ძმასავით, რომ ერთმანეთის შემწეობით, ერთიანი გრძნობა აღმოშობონ მთელის ზედმიწევნილობით და ძალ-ღონით. ტყუილად კი არა სთქვა სახელოვანმა ლესსინგმა, რომ პოეზიაენამეტყველი მუსიკაა და მუსიკა უტყვი პოეზიააო. აქ რომ სიტყვა ”პოეზია” ”სიტყვიერებად” შევცვალოთ, დიდი შეცდომა არ მოგვივა, იმიტომ რომ ხმა-შეწყობილი გამოთქმა სიტყვისა, თუნდა უბრალო ლაპარაკში, თუ მთლად მუსიკა არ არის, მისი ერთი დარგია მაინც, რადგანაც მის კანონს ცოტად თუ ბევრად ექვემდებარება. ასეა თუ ისე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წასაკითხისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღიძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, როგორც ზემოდა ვსთქვით.
ეს ამისთანა ადგილი ეკკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ სამღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით.
ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგადწაკითხულს სამღვთო წერილს ეკკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის. კარგად ესმოდათ დაძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელს, მთავარს თუ დიაკვანსა. ჩვენ ზოგიერთი იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ყმობიდამაც კი განუთავისუფლებიათ კაცი მარტო იმისთვის, რომ კარგი კითხვა სცოდნია სამღვთო წერილისა.
ბევრს, უკვე განსვენებულს მოძღვარს, დღესაც პატივისცემით იხსენიებს ქართველობა კარგის კითხვისათვის. მამა ტარასის, დანიელ ზურიაშვილს და ბევრსსხვას დღესაც ბევრნი ჰნატრულობენ და ქებითა და პატივისცემით იხსენიებენ. ჩვენიუწინდელი სამღვდელოებაც იმის ცდაში იყო, რომ კარგად გაწურთვნილ ყოფილიყო კითხვაში. მათ კარგად იცოდნენ, რომ როცა ვლოცულობთ, ღვთის მიმართ ხელთაღპყრობა, სარწმუნოებრივი აღტაცება, გულითადი სასოება, გულის ძვრამაღლისა და სიკეთისათვის ბევრად დამოკიდებულია სამღვთო წერილის კარგადწაკითხვაზედ.  მათ კარგად იცოდნენ, რომ ეკკლესია სახლია ღვთისა, საცა ხალხი თავს იყრის, რომ მღვდელმსახურთა წინამძღვრობით ერთად ილოცონ, ერთადევედრონ,ერთად იგემონ ის წყნარი და უცოდველი სიტკბოება, რომელსაც გაღვიძებული გრძნობა სარწმუნოებისა მოუვლენს ხოლმეღვთისმოსავს ადამიანს.
 აი რა მიიზიდავდა, რა მიიწვევდა ხოლმე ჩვენში მლოცველს წირვა-ლოცვაზედუწინდელ დროში.
იესო ქრისტემ ბრძანა, საცა ორი და სამი შეიკრიბებით სახელითა ჩემითა, მეცთქვენთანა ვარო და ეკკლესიამ, წირვაა თუ ლოცვა, უნდა გვაგრძნობინოსჩვენთან ყოფნა ქრისტესი, როცა ერთად თავმოყრილი ვართ ეკკლესიაში. ამას მარტო კარგად და სასოებით გამოთქმულ ლოცვით, კარგად და სასოებით წაკითხულსამღვთო წერილით გვაგრძნობინებს  ხოლმე იგი წმინდა საკრებულო, რომელსაც სახლი ღვთისა ჰქვიან.  აი მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროშიმიისწრაფებოდა ეკკლესიაში სალოცავად, როცა წირვისა თუ ლოცვის ზარისამრეკლოდამ
გაიხმაურებდა.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართულად კარგი მკითხველი სამღვთო წერილისაიშვიათია და ძნელად მოიპოვება ჩვენს სამღვდელოებაში. დღეს აღარავის არ მიაჩნია სასიქადულოდ კარგად კითხვა ეკკლესიაში და ეს არცოდნა კითხვისა მით უფროუნდა ემძიმებოდეს სამღვდელოებას, მით უფრო შესაწუხებელი უნდა იყოს, რომ, თუ სულ არა, ბევრში მაინც ამაზეა დამოკიდებული მეტნაკლებობა სარწმუნოებრივის გრძნობისა, რომელსაც ეკლესია დღეყოველ უნდა აღვიძებდეს დააძლიერებდეს. ამისათვის სამღვდელოებას ხელთა აქვს ის დიდებული, მშვენიერი სიტყვიერება ქართულის სამღვთო წერილისა, ქართულის ლოცვებისა, რომლის ძალა, რომლის ზედმოქმედება გულს თავის ბუდეში სასოებით შესძრავს ხოლმე, როცა კარგად წაკითხულია, კარგად გამოთქმულია.
ჩვენ კარგა ხანია არ გაგვიგონია ჩვენის სამღვდელოებისაგან კარგად თქმულილოცვა ან კარგად წაკითხული სამღვთო წერილი ეკკლესიაში. არც არსაიდამ ისმისღა ხმა, რომ ამისთანანი დღეს იყვნენ სადმე.
სამწუხაროა ეს ამბავი და მით უფრო მადლობით სახსენებელია მთავარდიაკვანიკარგარეთელი, რომელმაც დ. ბაქრაძის დასაფლავების დღეს წაიკითხა წმინდა სახარება; მან დაგვანახვა, რომ ჯერ კიდევ ღვთის მადლით ქართველები, არ გამოვკლებივართ მშვენიერს კითხვას, რომ ჩვენში არიან კიდევ იმისთანა ღვთისმსახურნი, რომელთაც მიმადლებული აქვთ ნიჭი და ცოდნა, დიდებული მეტყველება სამღვთო წერილისა მსმენელთა გულში უმეტნაკლებოდ აღბეჭდონ და ღვთის მიერ აღთქმულინუგეშინის ცემა და სასოება ხსნისა უნუგეშოს და უსასოოს ღვთისმოსავსმიჰმადლონ. მთავარდიაკვანმა  კარგარეთელმა თავის სასახელოდ ეს შესძლო და ეს, ვითიშვიათი ამბავი, მეტი  არ არის, რომ ჩვენ ჩვენს მატიანეში შევიტანეთ ჩვენის სამღვდელოების სამაგალითოდდა საყურადღებოდ. 
1890 წ., 17 თებერვალი
გაზ. ”ივერია”, 1890 წ., 18 II, № 37, გვ. 1 - 2.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

ANGST


ANGST
ANGST is a German, Danish, Norwegian and Dutch word for fear, anxiety or rage. (Anguish is its Latinate equivalent.)
(შიში. Anguish , Fear)


“როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენ ხიდან-ხეზე გადარბოდით.”

ჩვენისთანა გულშემკრთალი განა არის სადმე ერი?

ჩვენი დღევანდელი ყოფა დაფიქრებასა და განსჯას მოითხოვს ჩვენგან – იმ ადამიანებისაგან, რომლებიც კითხვებით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ. უკვე იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ დროა პასუხის გაცემაზეც ვიფიქროდ, მიუხედავად იმისა, რომ სწორმა პასუხმა უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩაგვაგდოს.
რაღა თქმა უნდა, წარსული განსაკუთრებით ძვირფასია ყოველი ქართველისათვის ჩვენი მეოცნებე ბუნების წყალობით. მაგრამ წარსულს თავისი უნდა მივაგოთ და აწმყოთიუფრო მეტად უნდა დავინტერესდეთ. საეჭვოა, რომ ჩვენი პრაგმატიკოსი მეფე დავითIV გორგასლის ეპოქას შესტიროდა და წარსული დიდების მოგონებებით სულდგმულობდა. არა, მას ამის არც დრო ექნებოდა და არც სურვილი, რადგან მის საქმეებში და ღონისძიებებში გაბედული, პრაქტიკული და მიზანმიმართული პიროვნება ჩანს. იგი კარგად აფასებდა ობიექტურ რეალობას და სწორედ ამიტომ ჩამოასახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან ურიცხვი ყივჩაღი “დიდი თურქობისგან” დაცლილ-გავერანებულ ქვეყანაში.ახლაც ჩამოვასახლოთ და იქნებ გვეშველოს!
ჩვენი ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და არა გაუთავებლად ვიტრაბახოთ: “როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენხიდან-ხეზე გადარბოდითო.” ასეთი საუბარი ან ფიქრი მსუბუქად რომ ვთქვათ არაეთიკური და აბსურდულია, რადგან როცა ბერძნებმა და ჩინელებმა მაღალგანვითარებული სახელმწიფოები შექმნეს, მაშინ ჩვენი ჭაჭანებაც არ იყო ამ ქვეყანაზე

ზოგი ერი ქრონოლოგიურად ადრე აღწევს განვითარებას, ზოგი კი გვიან. ეს ისტორიული კანონზომიერებაა. იმით ვინუგეშოთ თავი, რომ ადრე ძლიერნი და განათლებულნი ვიყავით? მაშინ დღეს სუსტები და გაუნათლებლები რატომ ვართ?უკეთესიარ იქნება, რომ დღესაც ძლიერი და განათლებული იყოს საქართველო?ბარბაროსი გერმანული ტომები რომაელებს ვერ გაუტოლდებოდნენ კულტურით, თუმცა ამ ნაკლმა ხელი ვერ შეუშალა მათ რომის იმპერიის ვრცელი ტერიტორიები მახვილითა და გუთნით აეთვისებინათ და დასავლური, ქრისტიანული სამყაროსათვის დაედოთ საფუძველი. ბოლო რომაელები კი წარსულს მისტიროდნენ.
წარსულის, როგორც იდეის, ეროვნულ იდენთიფიკაციის ცენტრად წარმოსახვითდა ამ წარსულის უსაზღვროდ განდიდებით თანამედროვე რეალიებს ან ვერდავინახავთ, ანდა მათზე მცდარი წარმოდგენები და შეხედულებებიჩამოგვიყალიბდება. ყველა ადამიანს აქვს შეხედულებების გარკვეული საწყისი მარაგი, რომელიც მის ცხოვრებას განსაზღვრავს. სწორედ შეხედულებების ამ მარაგის გავლით აღიქვამს იგი გარემოს, რეალობას და უყალიბდება მსოფლმხედველობა. ეს შეხედულებები საფუძვლად უდევს ინდივიდუალური ფასეულობების სისტემას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამას გარდა, გარემო თავის მხრივ მოქმედებს ადამიანზე და მის მსოფლმხედველობაზე. თუმცა ინდივიდის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც მისი პირადი შეხედულებებია, რომლებსაც იგი ოჯახში ან სხვა ახლობლების წრეში იძენს. ჩვენს ეროვნულ რეალობაში უნდა გამოვყოთ შეხედულებათა სისტემად ჩამოყალიბებული მოდელი, რომელშიც მითიურმა წარსულმა დაიმკვიდრა წამყვანიადგილი და თანამედროვეობას ან საერთოდ არ აქვს ადგილი, ანდა იგიდამახინჯებული სახით არის წარმოდგენილი (ნიჰილისზმი, პესიმიზმი).
უდავოა, რომ ერისთვის საკუთარ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა უნდა ირეკლავდეს იმ სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც წარმოდგენილი თაობა თავისი მიზნებისთვის ნაყოფიერად გამოიყენებს. ანუ ისტორიახდება დღევანდელობის შემეცნების სახელმძღვანელო. ფაქტია, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინას გარეშე ვერ გადაიდგმება.

მაგრამ წარსულის მითიური აღქმა და წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებების პრიზმიდან მისი დანახვა არათუ სასარგებლო არ იქნება, არამედ მას ზიანის მოყენებაც შეუძლია. პოეზიაში ჰეროიკული წარსულის აღზევება გასაგებია, მაგრამ პოეზია ხშირად შორს არის ობიექტური რეალობისაგან. ძველი ბერძნების თაობები ჰომეროსის ფოემებზე აღიზარდნენ, მაგრამ ნათლად გაიაზრეს გარშემორტყმული სამყაროს კანონები და პრაგმატიზმს, პრაქტიქულ აზროვნებას მისცეს გასაქანი, სადაც სამი მთავარი თვალსაზრისი შეიძლება გამოვყოყ: ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური. ეს სამი თვალსაზრისი დღესაც უმთავრესია, როგორც ისტორიის შესაფასებლად, ასევე დღევანდელობის შესამეცნებლად.




საჭიროა წარსულის ილუზორული შეხედულებების იმ სისტემის დარღვევა,რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრეს მუხრუჭად იქცა. არასწორად დანახული წარსული დღევანდელობის ობიექტური შეფასების საშუალებას არ გვაძლევს. ამასთანავე შეუძლებელია ასწლეულების წინანდელიმორალურ-ეთიკური და პოლიტიკურ-სოციალური ფასეულობების დაშეხედულებების დღევანდელობაში გადმონერგვა, რამდენად პოზიტიურნიც არუნდა იყვნენ ისინი. ეს შინაგანი და სოციალური კონფლიქტების წყაროიქნება.არასრულყოფილად, სანახევროდ აღქმული წარსული პიროვნებაში და საერთოდ ერშიინტელექტუალური სიამოვნების წყაროდ იქცა და არადექვატური მსოფლმხედველობის წარმოქმნა-გაძლიერებას შეუწყო ხელი საქართველოში. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ცხოვრება “მაია” არის, ანუ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი, როგორც ეს ინდუიზმშია აღბეჭდილი. პირიქით, პირადი კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ხალხი პრაქტიქულობასა და გამომგონებლობას ამჟღავნებს. მაგრამ როცა საქმე საზოგადოების კეთილდღეობაზე მიდგება, ჩვენსაპირისპიროს ვხედავთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ მითიური წარსული გვაკავშირებს და შეხედულებათა სისტემაში საზოგადოებრივ, სამოქალაქოცნობიერებას არ აქვს ადგილი. საზოგადოებრივი აზროვნება ჩვენთან ვერჩამოყალიბდა. ჩვენ ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი თავსმაშინ იჩენს მხოლოდ, როცა საქმე პირად კეთილდღეობას ან სტატუსს ეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ გამბედაობას და შემართებას, საზოგადოებისთვის თავდადებასა და სამართლიანობას, ჩვენ ესეც ნაკლებად გვახასიათებს.
ჩვენთან ვერ შეიქმნა ინდივიდუალისტების ერთობა – თავისუფალი სამოქალაქოსაზოგადოება. შეუმეცნებელი ფეოდალზმის განდიდებამ და ხოტბამ ფეოდალურ-კაპიტალისტურ რეალობამდე მიგვიყვანა.

2008.14.12

ბურუსი- რომელშიც გაეხვია ქართველების მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ყოფა....


ბურუსი- რომელშიც გაეხვია ქართველების მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ყოფა....


20 საუკუნის ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსებმა ქართველიხალხის მსოფლმხედველობასა და აზრთა წყობაზე დიდი გავლენამოახდინეს.ერთი მხრივ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცეული და დამოუკიდებლობას მოკლებული ერისთვის ნაციონალური იდეის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას ცდილობდნენ ისინი (ივანე ჯავახიშვილი და სხვანი), მეორე მხრივ კი ობიექტური რეალობის წარმოჩენა არ სურდათ და ისტორიულ ფაქტებს ხშირად უგულველყოფდენენ,ფარავდნენ ან არაობიექტურად წარმოაჩენდნენ. შესაძლოა მათ გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ იმ ეპოქაში, მაგრამ არ გაითვალისწინეს ისსაშიშროება, რასაც ისტორიის სრული ან ნაწილობრივი გაყალბება გამოიწვევდა.
გასული საუკუნის ბოლო დეკადამ და ამ საუკუნის პირველმა წლებმა თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ქართველები სრულიად მოსწყდნენ თანამედროვე რეალობას დასასიცოცხლო ძალებს წარსულში, თანაც მითიურ წარსულში ეძებენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ ბურუსისა, რომელშიც გაეხვია ქართველების მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ყოფა. ხალხის დიდი ნაწილი დაემსგავსა იმ ბებერს, რომელიც უძლურია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, მომავალი მისთვის სიცოცხლის დასასრულია და მხოლოდ წარსულია მისი მანუგეშებელი.
"აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი შენია.” ეს სიტყვები მრავლისმთქმელია. მართლაც, ქართველებს არა აქვთ აწმყო. აწმყო მუდამ ზურგს აქცევს მათ. წარსული დიდებულია, აწმყო არ არსებობს, ხოლო მომავალი უფრო დიდებული იქნება, ვიდრე წარსული.
მე დამებადა აზრი, რომ ქართველები ფატალისტები არიან და არ სურთარსებული ვითარების გამოსწორება, პირიქით ისინი სულ უფრო მეტადემორჩილებიან იმ მდორე დინებას, რომელსაც ეროვნული ტრაგედიაჰქვია.საერთოდ აღმოსავლური კულტურებისთვის ასეთი სტაგნაციური, უინიციატივო საზოგადოება დამახასიათებელია და ამ შემთხვევაში ერთ სიბრტყეზე შეიძლება დავაყენოთ ბიზანტიური კულტურის მემკვიდრე ერები: ქართველები, რუსები, სერბები, აღმოსავლეთ უკრაინელები და სომხები.
ბოლშევიზმმა და ტოტალიტარულმა პოლიტიკურმა სისტემამ სწორედ ბიზანტიურიმემკვიდრეობის ეთნო-კულტურულ არეალზე ჰპოვა ნოყიერინიადაგი.ბოლშევიზმიცა და ბიზანტიზმიც ერთნაირად გაურბოდნენ პიროვნების, ინდივიდის უნიკალურობის მნიშვნელობას, მის ნიჭსა და შემოქმედებით უნარს. პირიქით ორივე პოლიტიკურ-კულტურული გარემო თავის არსით ტოტალიტარული იყო და აზიურ ტირანიას ენათესავებოდა, ანუ გამორიცხავდა ინდივიდის ფასეულობასა და მის პიროვნულ დამოუკიდებლობას.
სწორედ ამან დაღუპა ბიზანტიაცა და საბჭოთა კავშირიც, რომელიც გარეგნულად დასავლურ ცივილიზაციას მოგაგონებდათ (სამოსი, ლოზუნგები, მოპარული ტექნოლოგიები და სხვა), მაგრამ რეალობაში კლასიკური აღმოსავლური ტიპის დესპოტია იყო თავის საიდუმლო პოლიციით, ტოტალური შიშითა და აღზევებული ახალი არისთოკრატიით – წითელი ბიუროკრატიით. სწორედ ბიზანტიური და ბოლშევიკურიმსოფლმხედველობის სიმბიოზი ერგო მემკვიდრეობით ქართველებს,რომელშიც სახელმწიფოებრივი იდეოლოგია უმნიშვნელოვანესი იყო (პირველი რომი, მეორე რომი – ბიზანტია და მესამე რომი – მოსკოვი). ყველა დამეთანხმება, რომ ეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა.

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ფაქტია, რომქართველების იმედები არ გამართლდა, რადგან ისინი ამდამოუკიდებლობისაგან უფრო მეტს ელოდნენ. თავისუფლება კი მძიმეაღმოჩნდა, ისეთი მძიმედა რთული, რომ ახალგაზრდებიც კი შეუშინდნენ მას.ბევრი მისტირის მონობას, ისე როგორც მოსეს მიერ ეგვიპტის მონობიდანგამოყვანილი ებრაელები.
ამერიკელებმა და ევროპელებმა მათ იმედები გაუცრუეს, რადგან მათ ქართველების გასაკეთებელი საქმე არ გააკეთეს. რჩებიან რუსები, მაგრამ რუსეთი შეიცვალა. სიმაოვნებით კი მიიერთებს საქართველოს მაგრამ საბჭოური სტილის დოტაციები და უფასო გართობა შეიძლება ერთი-ორი ყურმოჭრილი მსახურისათვის გაიმეტოს.
ქართველები ამას ხვდებიან და პესიმიზმის ჭაობში ეფლობიან. თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ სხვაზე ნაკლებნი არ არიან და საბუთად ისევ წარსულის სახელოვანი ამბებიმოჰყავთ, ხოლო მომავალს აბსტრაქტული სურათების სახით ჭვრეტენ: ზოგიამერიკელებს ხედავს ამ სურათებზე, ზოგი, გერმანელებს, ზოგი კი რუსებს.
 მაგრამ ამ სტატიკურად მოაზროვნე ადამიანებში არის რელიგიურად აღტკინებულისაკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც უფრო ძლიერი მითოლოგიურიწარმოდგენების ტყვეობაშია. ეს ფენა და მათი ლიდერები აღმოსავლურ ქრისტიანულ მიმდინარებას, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით არის ცნობილი, მისტიური მოწიწებითა და შიშით აღიარებენ ერის ერთადერთ მხსნელად და გადამრჩენად.თვით პატრიარქს-ილია II-ს უწმიდესად,ერის მხსნელად და უნეტარესად მოიხსენებენდა ლამის ღვთაების რანგშიც ჰყავთ აყვანილი.
საგულისხმო კი ის არის, რომ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი შორს არის ქრისტიანობისაგან და მართლმადიდებლობას ცალკე რელიგიად მიიჩნევს,რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და აქედან გამომდინარექართველები აბსოლუტურად გამორჩეული ხალხია. ზოგიერთისგან მომისმენია, რომ ქართველები დასაბამიდან, მეფე ფარნავაზიდან მოყოლებული გამხდარან მართლმადიდებლები (?). არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ქართველებს შორის გავრცელებულ ამ ფსევდო-ქრისტიანულ წარმოდგენებს ხელს აქტიურად უწყობენ, და მოუწოდებენ მრევლს ქვეყნიდან განდევნონ ყველა არამართლმადიდებელიმოქალაქე, რადგან მათ სჯერათ, რომ არამართლმადიდებლები სატანასემსახურებიან და უცხოეთის ჯაშუშებიც არიან.
ამას გარდა ქართველებისთვის დამახასიათებელი წარსულის განდიდებით თავისი რელიგიის უნიკალურობას ამტკიცებენ და ამბობენ, როგორც აქამდე გადაგვარჩინამართლმადიდებლობამ, ასევე მომავალშიც იგი გადაგვარჩენსო.
საქართველოში სასულიერო პირები (მაღალი რანგისანი მათ შორის) და მათი მიმდევრები,(მამაოისტები), რომლებიც მთლიანად ენდობიან მათ, დაბეჯითებით აცხადებენ, რომარსებობს ზეციური საქართველო, ანუ სადღაც კოსმოსში არისადგილი(მატერიალური თუ სულიერი არავინ იცის, ამაზე თეოლოგიური დებატები ახლაც გრძელდება), სადაც მხოლოდ ქართველები სახლობენ და ყველა ნამდვილიქართველი მართლმადიდებელი სიკვდილის შემდეგ ზეციურ საქართველოშიმოხვდება და გაბრწყინდება და ზეციურ საქართველოში იცხოვრებსგანცხრომით. ასეთი თეოლოგიური პოსტულატი სხვა რელიგიაში არ მინახავს, თუმცა ბიბლიის და ყურანის გავლენა შეიძლება აღბეჭდილიყო ამ პრიმიტულ რწმენა-წარმოდგენაში.
ისე კი პრიმიტული წარმართული მოტივები ღრმად არის შემოჭრილიქართველების რელიგიაში (ისინი ამას ქრისტიანობას უწოდებენ). მაგალითისთვის ცხოველების მსხვერპლშევირვაც კმარა. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველები ერთდროს ქრისტიანები იყვნენ, თუმცა დღეს ისინი უფრო ფოლკლორულქრისტიანობას მისდევენ, სადაც ერთმანეშია არეული ქრისტიანული, იუდაური დაისლამური წარმოდგენები, პარციალური მაგია შამანიზმთან ერთად დატოტალიტარული რეჟიმის დანატოვარი იდეოლოგიური მისწრაფებები. ცხადია, რომ ფატალიზმი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქრისტეს აქ ადგილი იმდენად ეთმობა, რამდენადაც მის სახელს ახსენებენ და ჯვარცმას ეთაყვანებიან, როგორც ზებუნებრივი ძალის მქონე წმიდა გამოსახულებას – ამულეტს. ინგლისელების მსგავსად წმ. გიორგი ქართველების პატრონ წმიდანად ითვლება და საქართველოში 365 (წელიწადის დღეების რაოდენობა) წმ. გიორგის სახელობის ეკლესია არსებობს, სადაც მოწამის წმიდა ნაწილები ინახებაო. ვფიქრობ, ქრისტიანობამდელი ღვთაების ავატარა უნდა იყოს ქართველებისთვის წმ. გიორგი, რომელიც ბევრისთვის თავად ქრისტეზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა.
თუმცა დღეს რელიგიური შეუწყნარებლობა და ამბიციები უფრო მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური თეოლოგიის განხილვა. რელიგიურიფანატიზმი უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს საქართველოში და ერს ძნელადგადასაჭრელ პრობლემებს უქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისესაერთაშორისო ასპარეზზე.
და ბოლოს, მჯერა ქართველები მიხვდებიან, წარსულისა და მომავლის გარდა არსებობს აწმყო, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და დამაკავშირებელი ძარღვია წარსულისა და მომავლის. იმ ამბიციების დაკმაყოფილებას, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და მსოფლმხედველობის პრინციპული ცვლილება.პრიმიტული რწმენა-წარმოდგენებისა და მითიური აზროვნებისზეგავლენის ქვეშ ყოფნა კარგის მომტანი არასდროს იქნება.
ქართველები , მჯერა, მიხვდებიან, რომ თითოეული პიროვნება, მამაკაცი თუ დედაკაცი, თანასწორია და თანასწორ პატივისცემას მოითხოვს, პრეზიდენტია იგი, მღვდელი თუ გლეხი. საჭიროა იმის გაგება, რომ ღმერთმა ადამიანი შემოქმედ არსებადშექმნა,რომელიც თვითონ აშენებს თავის სახლ-კარსა და ოჯახს და არ ელოდება მეზობელს, რომელიც მის გასაკეთებელს გააკეთებს.

თუ არა და......

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში


არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში


მე ბორჯღალი ვარ, მზისა და მარადიული სიცოცხლის უძველესი სიმბოლო. ამჟამადსაქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყნისა და ქართველების საამაყო ნიშანივარ,თუმცა ჯერ კიდევ ძველი შუმერები და არიელები მეთაყვანებოდნენ, მათი სიამაყის სიმბოლო ვიყავი. დღეს კი… აბა, რა გითხრათ, ქართულ პასპორტშიც ვარასახული,ხშირად მახსენებენ, მიყურებენ და ტკბებიან.
ჰო, ტკბობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. შუმერები და არიელები გამომსახავდნენ, მაგრამ მათი სეკულარული დამოკიდებულება აღარ მახსოვს. ალბათ, ვიყავი ჩემთვის დედაბოძზე ან რომელიმე ტაძარში, ანდა მეომრის ფარზე საკრალურ ნიშნად გამოხატული. საქართველოში კი მართლაც ტკბობის, უფრო მეტიც,სიცოცხლის მიზნის უმთავრეს ემბლემად ვიქეცი. პასპორტზე არ ვსაუბრობ, არა. რასაც ახლა გეტყვით, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართველთა ბედნიერების,სანუკვარი ნეტარების ხორცშესხმა ვარ. დიახ, მე ვარ ხორცშესხმული - ინკარნირებული – ბორჯღალი, მზისა და სიცოცხლის ნიშანი. ხორცშესხმულიბორჯღალი კი ყველაზე  უფრო პოპულარულია საქართველოში.  არათუ პოპულარული, არამედ ყველასთვის საყვარელი, სათუთი და სანატრელი ვარ. ყველაფერს მე მადარებენ, ჩემსკენ ილტვიან და ყველაფერს მე ვურჩევნივართ ; სახლში თუ გარეთ ჩემზე ლაპარაკობენ და მადიდებენ. როცა მხედავენ თვალები უბრწყინდებათ და ნეტარების ბურუსში ეხვევიან, უჩემოდ ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს. ნუთუ ასეთ საყოველთაო დიდებასა და სიყვარულს ვიმსახურებდი შუმერებში ან არიელებში ? არა.
დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ქართველთა ცნობიერებაში უმთავრესიადგილი მეკუთვნის. ჩემს გარშემო ტრიალებს მათი ფიქრები, მისწრაფებები და მათი ლიბიდოს სუბლიმირებაც ჩემზე ხდება. ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აბა, რისთვისცხოვრობს ქართველი, თუ არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შემიცნოს დაუმაღლეს ნეტარებას ეზიაროს. მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მიზეზი და მიზანი ქართველის მყოფადობისა ; მე ვარ ცოდნის წყარო და ქართული აკადემიისნამდვილი წევრი. ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემი შუაგული საქართველოა, მბრუნავინაწილი კი ქართველები არიან. მე კერპი ვარ, ბომონი, ზევსი და არმაზი. ჩემსგარშემო იკრიბებიან ქართველები საზეიმოდ და ჩემს წინაშე აფრქვევენ დიადსათუ მზაკვარ აზრებს. მე ვარ მოწმე ქართველთა გამარჯვებისა და მარცხისა, სიხარულისა და მწუხრისა, სიფხიზლისა და სიმთვრალისა, სიყვარულისა და სიძულვილისა, ერთგულებისა და ღალატისა. ქართველთა მესაიდუმლე და შთაგონება ვარ; მზე, ბარაქადა წყალობაც მე ვარ.
ჩემშია ქართული სამყაროს უმთავრესი ნივთიერებები თავმოყრილი :მაცოცხლებელი სითხე, ხორცი, პური და ცეცხლი.
დაე, ისმინოს ვისაც ყური აქვს: მე ვარ პური ქართველთა არსობისა, სათნო დასანატრელი მარჩენალი, ზრუნველი და მოამაგე ბორჯღალი, რომელსაცინკარნაციაში ხინკალს მიწოდებენ.


Wednesday, August 11, 2010

LIFE

LIFE

Ответ Синоду. Лев Николаевич Толстой.








Ответ Синоду


Дата написания: 4 апреля 1901 года, г. Москва
Отсканировано с издания: Петров. Отлучение Льва Толстого от церкви.
на определение Синода от 20 - 22 февраля
и на полученные мной по этому случаю письма
Я не хотел сначала отвечать на постановление обо мне синода, но
постановление это вызвало очень много писем, в которых неизвестные мне
корреспонденты - одни бранят меня за то, что я отвергаю то, чего я не
отвергаю, другие увещевают меня поверить в то, во что я не переставал
верить, третьи выражают со мной единомыслие, которое едва ли в
действительности существует, и сочувствие, на которое я едва ли имею право;
и я решил ответить и на самое постановление, указав на то, что в нем
несправедливо, и на обращения ко мне моих неизвестных корреспондентов.
Постановление синода вообще имеет много недостатков. Оно незаконно или
умышленно двусмысленно; оно произвольно, неосновательно, неправдиво и, кроме
того содержит в себе клевету и подстрекательство к дурным чувствам и
поступкам.
Оно незаконно или умышленно двусмысленно - потому, что если оно хочет
быть отлучением от церкви, то оно не удовлетворяет тем церковным правилам,
по которым может произноситься такое отлучение; если же это есть заявление о
том, что тот, кто не верит в церковь и ее догматы, не принадлежит к ней, то
это само собой разумеется, и такое заявление не может иметь никакой другой
цели, как только ту, чтобы, не будучи в сущности отлучением, оно бы казалось
таковым, что собственно и случилось, потому что оно так и 6ыло понято.
Оно произвольно, потому что обвиняет одного меня в неверии во все
пункты, выписанные в постановлении, тогда как не только многие, но почти все
образованные люди в России разделяют такое неверие и беспрестанно выражали и
выражают его и в разговорах, и в чтении, и в брошюрах и книгах.
Оно неосновательно, потому что главным поводом появления выставляет
большое распространение моего совращающего людей лжеучения, тогда как мне
хорошо известно, что людей, разделяющих мои взгляды, едва ли есть сотня, и
распространение моих писаний о религии, благодаря цензуре, так ничтожно, что
большинство людей, прочитавших постановление Синода, не имеют ни малейшего
понятия о том, что мною писано о религии, как это видно из получаемых мною
писем.
Оно содержит в себе явную неправду, утверждая, что со стороны церкви
были сделаны относительно меня не увенчавшиеся успехом попытки вразумления,
тогда как ничего подобного никогда не было.
Оно представляет из себя то, что на юридическом языке называется
клеветой, так как в нем заключаются заведомо несправедливые и клоняющиеся к
моему вреду утверждения.
Оно есть, наконец, подстрекательство к дурным чувствам и поступкам, так
как вызвало, как и должно было ожидать, в людях непросвещенных и
нерассуждающих озлобление и ненависть ко мне, доходящие до угроз убийства и
высказываемые в получаемых мною письмах. Теперь ты предан анафеме и пойдешь
по смерти в вечное мучение и издохнешь как собака... анафема ты, старый
чорт... проклят будь, пишет один. Другой делает упреки правительству за то,
что я не заключен еще в монастырь и наполняет письмо ругательствами. Третий
пишет: Если правительство не уберет тебя, - мы сами заставим тебя замолчать;
письмо кончается проклятиями. Чтобы уничтожить прохвоста тебя, - пишет
четвертый, - у меня найдутся средства.... Следуют неприличные ругательства.
Признаки такого же озлобления после постановления Синода я замечаю и
при встречах с некоторыми людьми. В самый же день 25 февраля, когда было
опубликовано постановление, я, проходя по площади, слышал обращенные ко мне
слова: Вот дьявол в образе человека, и если бы толпа была иначе составлена,
очень может быть, что меня бы избили, как избили, несколько лет тому назад,
человека у Пантелеймоновской часовни.
Так что постановление Синода вообще очень нехорошо; то, что в конце
постановления сказано, что лица, подписавшие его, молятся, чтобы я стал
таким же, как они, не делает его лучше.
Это так вообще, в частностях же постановление это несправедливо в
следующем. В постановлении сказано: Известный миру писатель, русский по
рождению, православный по крещению и воспитанию, граф Толстой, в прельщении
гордого ума своего, дерзко восстал на господа и на Христа его и на святое
его достояние, явно перед всеми отрекся от вскормившей и воспитавшей его
матери церкви православной.
То, что я отрекся от церкви, называющей себя православной, это
совершенно справедливо. Но отрекся я от нее не потому, что я восстал на
господа, а напротив, только потому, что всеми силами души желал служить ему.
Прежде чем отречься от церкви и единения с народом, которое мне было
невыразимо дорого, я, по некоторым признакам усомнившись в правоте церкви,
посвятил несколько лет на то, чтобы исследовать теоретически и практически
учение церкви: теоретически - я перечитал все, что мог, об учении церкви,
изучил и критически разобрал догматическое богословие; практически же -
строго следовал, в продолжение более года, всем предписаниям церкви,
соблюдая все посты и посещая все церковные службы. И я убедился, что учение
церкви есть теоретически коварная и вредная ложь, практически же собрание
самых грубых суеверий и колдовства, скрывающее совершенно весь смысл
христианского учения.
Стоит только прочитать требник и проследить за теми обрядами, которые
не переставая совершаются православным духовенством и считаются христианским
богослужением, чтобы увидать, что все эти обряды не что иное как различные
приемы колдовства, приспособленные ко всем возможным случаям жизни. Для
того, чтобы ребенок, если умрет, пошел в рай, нужно успеть помазать его
маслом и выкупать с произнесением известных слов; для того, чтобы родильница
перестала быть нечистою, нужно произнести известные заклинания; чтобы был
успех в деле или спокойное житье в новом доме, для того, чтобы хорошо
родился хлеб, прекратилась засуха, для того, чтобы путешествие было
благополучно, для того, чтобы излечиться от болезни, для того, чтобы
облегчилось положение умершего на том свете, для всего этого и тысячи других
обстоятельств есть известные заклинания, которые в известном месте и за
известные приношения произносит священник. (Этот абзац Л. Толстой привел в
примечании. - Г. П.).
И я действительно отрекся от церкви, перестал исполнять ее обряды
написал в завещании своим близким, чтобы они, когда я буду умирать, не
допускали ко мне церковных служителей, и мертвое мое тело убрали бы
поскорей, без всяких над ним заклинаний и молитв, как убирают всякую
противную и ненужную вещь, чтобы она не мешала живым.
То же, что сказано, что я посвятил свою литературную деятельность и
данный мне от бога талант на распространение в народе учений, противных
Христу и церкви и т. д. и что я в своих сочинениях и письмах, во множестве
рассеиваемых мною так же, как и учениками моими, по всему свету, в
особенности же в пределах дорогого отечества нашего, проповедую с ревностью
фанатика ниспровержение всех догматов православной церкви и самой сущности
веры христианской, - то это несправедливо. Я никогда не заботился о
распространении своего учения. Правда, я сам для себя выразил в сочинениях
свое понимание учения Христа и не скрывал эти сочинения от людей, желавших с
ними познакомиться, но никогда сам не печатал их; говорил же людям о том,
как я понимаю учение Христа только тогда, когда меня об этом спрашивали.
Таким людям я говорил то, что думаю, и давал, если они у меня были, мои
книги.
Потом сказано, что я отвергаю бога, во святой троице славимаго
создателя и промыслителя вселенной, отрицаю господа Иисуса Христа,
богочеловека, искупителя и спасителя мира, пострадавшего нас ради человеков
и нашего ради спасения и воскресшего из мертвых, отрицаю бессеменное зачатие
по человечеству Христа господа и девство до рождества и по рождестве
пречистой богородицы. То, что я отвергаю непонятную троицу и не имеющую
никакого смысла в наше время басню о падении первого человека, кощунственную
историю о боге, родившемся от девы, искупляющем род человеческий, совершенно
справедливо. Бога же - духа, бога - любовь, единого бога - начало всего, не
только не отвергаю, но ничего не признаю действительно существующим, кроме
бога, и весь смысл жизни вижу только в исполнении воли бога, выраженной в
христианском учении.
Еще сказано: <не признает загробной жизни и мздовоздаяния>. Если
разуметь жизнь загробную в смысле пришествия, ада с вечными мучениями,
дьяволами, и рая - постоянного блаженства, то совершенно справедливо, что я
не признаю такой загробной жизни; но жизнь вечную и возмездие здесь и везде,
теперь и всегда, признаю до такой степени, что, стоя по своим годам на краю
гроба, часто должен делать усилия, чтобы не желать плотской смерти, то есть
рождения к новой жизни, и верю, что всякий добрый поступок увеличивает
истинное благо моей вечной жизни, а всякий злой поступок уменьшает его.
Сказано также, что я отвергаю все таинства. то это совершенно
справедливо. Все таинства я считаю низменным, грубым, несоответствующим
понятию о боге и христианскому учению колдовством и, кроме того, нарушением
самых прямых указаний евангелия.
В крещении младенцев вижу явное извращение всего того смысла, который
могло иметь крещение для взрослых, сознательно принимающих христианство; в
совершении таинства брака над людьми, заведомо соединявшимися прежде, и в
допущении разводов и в освящении браков разведенных вижу прямое нарушение и
смысла, и буквы евангельского учения. В периодическом прощении грехов на
исповеди вижу вредный обман, только поощряющий безнравственность и
уничтожающий опасение перед согрешением.
В елеосвящении так же, как и в миропомазании, вижу приемы грубого
колдовства, как и в почитании икон и мощей, как и во всех тех обрядах,
молитвах, заклинаниях, которыми наполнен требник. В причащении вижу
обоготворение плоти и извращение христианского учения. В священстве, кроме
явного приготовления к обману, вижу прямое нарушение слов Христа, - прямо
запрещающего кого бы то ни было называть учителями, отцами, наставниками
(Мф. ХХIII, 8 - 10).
Сказано, наконец, как последняя и высшая степень моей виновности, что
я, ругаясь над самыми священными предметами веры, не содрогнулся подвергнуть
глумлению священнейшее из таинств - евхаристию. То, что я не содрогнулся
описать просто и объективно то, что священник делает для приготовления
этого, так называемого, таинства, то это совершенно справедливо; но то что
это, так называемое, таинство есть нечто священное и что описать его просто,
как оно делается, есть кощунство, - это совершенно несправедливо. Кощунство
не в том, чтобы назвать перегородку - перегородкой, а не иконостасом, и
чашку - чашкой, а не потиром * и т. п., а ужаснейшее, не перестающее,
возмутительное кощунство - в том, что люди, пользуясь всеми возможным
средствами обмана и гипнотизации, - уверяют детей и простодушный народ, что
если нарезать известным способом и при произнесении известных слов кусочки
хлеба и положить их в вино, то в кусочки эти входит бог; и что тот, во имя
кого живого вынется кусочек, тот будет здоров; во имя же кого умершего
вынется такой кусочек то тому на том свете будет лучше; и что тот, кто съел
этот кусочек, в того войдет сам бог.
Ведь это ужасно!
Как бы кто ни понимал личность Христа, то учение его, которое
уничтожает зло мира и так просто, легко, несомненно дает благо людям, если
только они не будут извращать его, это учение все скрыто, все переделано в
грубое колдовство купанья, мазания маслом, телодвижений, заклинаний,
проглатывания кусочков и т. п., так что от учения ничего не остается. И если
когда какой человек попытается напомнить людям то, что не в этих
волхвованиях, не в молебнах, обеднях, свечах, иконах - учение Христа, а в
том, чтобы люди любили друг друга, не платили злом за зло, не судили, не
убивали друг друга, то поднимется стон негодования тех, которым выгодны эти
обманы, и люди эти во всеуслышание, с непостижимой дерзостью говорят в
церквах, печатают в книгах, газетах, катехизисах, что Христос, никогда не
запрещал клятву (присягу), никогда не запрещал убийство (казни, войны), что
учение о непротивлении злу с сатанинской хитростью выдумано врагами Христа.
Ужасно, главное, то, что люди, которым это выгодно, обманывают не
только взрослых, но, имея на то власть, и детей, тех самых, про которых
Христос говорил, что горе тому, кто их обманет. Ужасно то, что люди эти для
своих маленьких выгод делают такое ужасное зло, скрывая от людей истину,
открытую Христом и дающую им благо, которое не уравновешивается и в тысячной
доле получаемой ими от того выгодой. Они поступают, как тот разбойник,
который убивает целую семью, 5 - 6 человек, чтобы унести старую поддевку и
40 коп. денег. Ему охотно отдали бы всю одежду и все деньги, только бы он не
убивал их. Но он не может поступить иначе. То же и с религиозными
обманщиками. Можно бы согласиться в 10 раз лучше, в величайшей роскоши
содержать их, только бы они не губили людей своим обманом. Но они не могут
поступать иначе. Вот это-то и ужасно. И потому обличать их обманы не только
можно, но должно. Если есть что священное, то никак уже не то, что они
называют таинством, а именно эта обязанность обличать их религиозный обман,
когда видишь его.
Если чувашин мажет своего идола сметаной или сечет его, я могу
равнодушно пройти мимо, потому что то, что он делает, он делает во имя
чуждого мне своего суеверия и не касается того, что для меня священно; но
когда люди как бы много их ни было, как бы старо ни было их суеверие и как
бы могущественными они ни были, во имя того бога, которым я живу, и того
учения Христа, которое дало жизнь мне и может дать ее всем людям,
проповедуют грубое колдовство, не могу этого видеть спокойно. И если я
называю по имени то, что они делают, то я делаю только, то что должен, чего
не могу не делать, если я верую в бога и христианское учение. Если же они
вместо того, чтобы ужаснуться на свое кощунство, называют кощунством
обличение их обмана, то это только доказывает силу их обмана и должно только
увеличивать усилия людей, верующих в бога и в учение Христа, для того, чтобы
уничтожить этот обман, скрывающий от людей истинного бога.
Про Христа, выгнавшего из храма быков, овец и продавцов, должны были
говорить, что он кощунствует. Если бы он пришел теперь и увидал то, что
делается его именем в церкви, то еще с большим и более законным гневом
наверно повыкидал бы все эти ужасные антиминсы, и копья, и кресты, и чаши, и
свечи, и иконы, и все то, посредством чего они, колдуя, скрывают от людей
бога и его учение.
Так вот что справедливо и что несправедливо в постановлении обо мне
Синода. Я действительно не верю в то, во что они говорят, что верят. Но я
верю во многое, во что они хотят уверить людей, что я не верю.
Верю я в следующее: верю в бога, которого понимаю как дух, как любовь,
как начало всего. Верю в то, что он во мне и я в нем. Верю в то, что воля
бога яснее, понятнее всего выражена в учении человека Христа, которого
понимать богом и которому молиться считаю величайшим кощунством. Верю в то,
что истинное благо человека - в исполнении воли бога, воля же его в том,
чтобы люди любили друг друга и вследствие этого поступали бы с другими так,
как они хотят, чтобы поступали с ними, как и сказано в евангелии, что в этом
весь закон и пророки. Верю в то, что смысл жизни каждого отдельного человека
поэтому только в увеличении в себе любви, что это увеличение любви ведет
отдельного человека в жизни этой ко все большему и большему благу, дает
после смерти тем большее благо, чем больше будет в человеке любви, и вместе
с тем и более всего другого содействует установлению в мире царства божия,
то есть такого строя жизни, при котором царствующие теперь раздор, обман и
насилие будут заменены свободным согласием, правдой и братской любовью людей
между собою. Верю, что для преуспеяния в любви есть только одно средство:
молитва, - не молитва общественная в храмах, прямо запрещенная Христом (Мф.
VI, 5 - 13), а молитва, о6разец которой дан нам Христом, - уединенная,
состоящая в восстановлении и укреплении в своем сознании смысла своей жизни
и своей зависимости только от воли бога.
Оскорбляют, огорчают или соблазняют кого либо, мешают чему-нибудь и
кому-нибудь или не нравятся эти мои верования, - я так же мало могу их
изменить, как свое тело. Мне надо самому одному жить, самому одному и
умереть (и очень скоро), и потому я не могу никак иначе верить, как так, как
я верю, готовясь идти к том богу, от которого исшел. Я не говорю, чтобы моя
вера была одна несомненно на все времена истинна, но я не вижу другой -
более простой, ясной и отвечающей всем требованиям моего ума и сердца; если
я узнаю такую, я сейчас же приму ее, потому что богу ничего, кроме истины,
не нужно. Вернуться же к тому, от чего я с такими страданиями только что
вышел, я уже никак не могу, как не может летающая птица войти в скорлупу
того яйца, из которого она вышла.
Тот, кто начнет с того, что полюбит христианство более истины, очень
скоро полюбит свою церковь или секту более, чем христианство, и кончит тем,
что будет любить себя (свое спокойствие) больше всего на свете, сказал
Кольридж **.
Я шел обратным путем. Я начал с того, что полюбил свою православную
веру более своего спокойствия, потом полюбил христианство более своей
церкви, теперь же люблю истину более всего на свете. И до сих пор истина
совпадает для меня с христианством, как я его понимаю. И я исповедую это
христианство; и в той мере, в какой исповедую его, спокойно и радостно живу
и спокойно и радостно приближаюсь к смерти.
4 апреля 1901 года Лев Толстой ***
Москва


• Чаша для приготовления причастия - тела и крови господней при
евхаристии. - Г. П.
** Кольридж Сэмюэль Тейлор (1772-1834) - английский поэт, критик. Эту
мысль Кольриджа Толстой взял также эпиграфом к Ответу Синоду. - Г. П.
*** Л.Н. Толстой. Полн. собр. соч., т. 34, с. 245-253.
А.П. Чехов у Л.Н.Толстого в Крыму

ქართული სამართალი

































ქართული სამართლის წყაროები

1. ჩვეულებითი სამართლის წყაროები (ეთნოგრაფია, ფოლკლორი)
2. ანტიკური ხანის ავტორები (მაგ: სტრაბონი)
3. ქართული მატიანე (ქართლის ცხოვრება, მოქცევაი ქართლისაი)
4. ქართული სამართლის ძეგლები (ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ხელმწიფის კარის გარიგება, ბექას და აღბუგას სამართალი,”ძეგლისდება” გიორგი V, ქსნის ერისთავთა სამართალი, “დასტურლამალი” ვახტანგ VI, საეკლესიო სამართლის ნიმუშები, სიგელები, მეფეთა განკარგულებები და სხვა.

ქართული სამართლის ძეგლები

საეკლესიო სამართლის ძეგლები:
მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონმდებლობა
ეფთიმე მთაწმინდელის ნაშრომები
ადგილობრივი საეკლესიო კრებების ძეგლები
რუის-ურბნისის 1103 წ. კრება
1263 წ. საეკლესიო კრების დადგენილება
“სამართალი კათალიკოზთა”
მონასტრების წესი და განგებანი



სახელწიფო სამართლის ძეგლები:

გარიგება ხელმწიფის კარისა
წესი და განგებაი მეფეთა კურთხევისა
დასტურლამალი

სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წყაროები:

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი
ძეგლის დადება, გიორგი V
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი
ვახტანგ V სამართლის წიგნი
ერეკლე II და გიორგი XII სისხლის და სამოქალაქო
სამართლის ძეგლები
ზოგადი მოძღვრება ადამიანის ბუნებასა და კანონმდებლობაზე


კანონი (ზოგჯერ სასჯელსაც უდრიდა)
განწესება (Constitutio)
სამართალი (norma agendi, ობიექტური სამართალი. “წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველისავე.” ბექა-აღბუღა)
სჯული, შჯული (სჯა-სგან)
უფლება (Facultas agendi,სუბიექტური სამართალი)
განჩინებაი (განაჩენი)

ძველი ქართული სახელმწიფოს წარმოშობის და სოციალური ურთიერთობის წყაროები:

ლეონტი მროველი (ქართლის ცხოვრება)
მოქცევაი ქართლისაი
სტრაბონი


ძველი ქართული სახელმწიფო წყობილება
მოსახლეობის დიფერენცია ანტიკურ
ქართლში სტრაბონის მიხედვით:

მეფეები, მოსამართლეები და სარდლები
ქურუმები (საერთაშორისო ურთიერთობები)
მიწათმოქმედი და მესაქონლე (მთაში) მეომრები
მეფის მონები
ადგილობრივი მმართველება: საგვარეულო უხუცესები

მოსახლეობის დიფერენცია ანტიკურ
ქართლში ლეონტი მროველის მიხედვით:


მეფე
სპასპეტი
ერისთავები
აზნაურები (აზონაურნი, აზოს ფროტატოსელნი)
ქართლოსიანები (თავისუფალი ხალხი)

სახელმწიფო: 8 საერისთავო
სახელმწიფოს მიწაწყლის ერთეულები :
სოფელი – ქვეყანა, სახელმწიფო, 8 საუკუნემდე
დაბანი – სოფელი, დაბა
სახლი – საგვარეულოს ტერიტორიული ერთეული
ქუეყანაი – მიწა, დედამიწა და სახელმწიფო
ხევი – ტერიტორიული ერთეული
ქალაქი
1. თესლი – ეროვნება (თესლ-ტომი)
2. ნათესავი – ტომი, მოდგმა
3. ტომი – სპარსული თუხმ-იდან
4. ერი – მთელი მოსახლეობა სქესისა და ასაკის განურჩევლად (სასულიერო და საერო ერი. ერისაგანი – ჯარისკაცი)

მეფე და სამეფო ხელისუფლება 7 საუკუნემდე:

1. სამეფო მემკვიდრეობა - საგვარეულოს უხუცესი წევრი და არა პირდაპირი მემკვიდრე
2. მეფის უძველესი წოდება – მამასახლისი ქართლისა
3. ხელმწიფე – მეფე-ხელმწიფე
4. მეუფე – მეფე
5. ერისმთავარი – მთავარსარდალი და უზენაესი მსაჯული
6. საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალნი – მამასახლისები, მთავრები, ერისთავები
7. აზნაურები



ძველი საქართველოს ტერიტორია და მოსახლეობა

1. სახელმწიფოს ტერიტორია
სამეფო
საქართველო (11 საუკუნიდან)
2. სახელმწიფოს მოსახლეობა
- მკვიდრი - მუდმივი მოსახლე, ან სული
- ნათესავი ან - ეროვნების გამომხატველი
- ერი – მოსახლეობის კრებითი სახელი
- გვარიანნი და უგვარონი - არისტოკრატია და წვრილი ერი
- კომლი, სახლი - ოჯახი


საზოგადოებრივი და წოდებრივი ცენზი

აზნაურნი – მემამულე, მოსაკარგავე, მეფისა
მსახურნი – თავისუფალი და დაქვემდებარებული
მდაბიორნი – მსოფლიონი ერისკაცნი
მოქალაქენი – ხელოსნები (თავისუფლები და არა)
ვაჭარნი – თავისუფლები და არა
ყმები – დამოკიდებული ფენა


მმართველი წრეები

დიდებულნი (ერისთავნი და აზნაურნი)
წარჩინებულნი
მკვიდრნი ქუეყანისანი (არისტოკრატია)
თავადნი
ხელისუფალნი
მთავარნი
ლაშქარნი, სპანი, მოყმე (სასჯელი იყო მოლაშქრეობის ჩამორთმევა)
პატრონი


სახელმწიფო მოხელეები (ვაზირები/მინისტრები)

მწიგნობართუხუცესი – ვაზირთა უპირატესი, მეფის მერე ყველაზე უფლებამოსილი, მთავრობის მეთაური, მთავარი მსაჯული
ამირსპასალარი – სამხედრო მინისტრი
მანდატურთუხუცესი – შინაგანი უსაფრთხოება
მეჭურჭლეთუხუცესი – ფინანსები
ათაბაგი – 1212 წლიდან. მეფეთა აღმზრდელი
მსახურთუხუცესი
მეღვინეთუხუცესი
მონადირეთუხუცესი
საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები

დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინები

გარდასვლა – კანონის დარღვევა
გარდახდომა – კ ანონის დარღვევა
დათრგუნვა – კანონის დარღვევა
უდებაი და უგულველყოფაი საქმისაი – თანამდებობრივი დანაშაული
მიშვება – მიმნებებლობა (თანამდებობრივი დანაშაული)
ბრალი – მცირე დანაშაული
ცოდვა – ზნეობრივ-სარწმუნოებრივი დანაშაული
დანადანაშაული – ფიზიკური ან ზნეობრივი დანაშაული
ბოროტისმოყმედი – დამნაშავე
ძვირისმოქმედი – დამნაშავე


დანაშაულთა კლასიფიკაცია

ასაკობრივი – 30 წლამდე ასაკი შემამსუბუქებელია -ბრალი – დანაშაულის მიზეზები- ნებსით და ბოროტ – წინასწარგანზრახული დანაშაული-უნებლიეთ და გარეშე გონებისა - წინასწარგანუზრახველი დანაშაული


პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
ჭკუასუსტობა, შეურაცხადობა, იძულებითი დანაშაული (ჯეროვანი მიზეზი)
ა) ომის დროს მოკვლა ბ) განზრახვის გარეშე მოკვლა გ) თავდაცვითი
დანაშაული დ) ოჯახის დაცვისას ჩადენილი დანაშაული (ყმასაც
შეეძლო ბატონის მოკვლა) ე) მოღალატე ცოლის მკვლელობა
ვ) დანაშაული ადგილზე გამოჭერილი ქურდის მოკვლა
მსუბუქი დასჯა – 30 წლამდე ასაკისათვის
დამამძიმებელი
ა) მეორედ ჩადენილი დანაშაული
ბ) კადნიერება, თავხედობა
გ) ინცესტი, მცირეწლოვანთა გახრწნა
დ) თანამდებობრივი დანაშაული

თანამონაწილეობა “ორკერძე დანაშაული”
შეზრახება
თანამზრახველი, თანაგანზრახი
მიმდგომი, თანაშემდგომი – თანამონაწილე
თანადგომა, ასაბია, ასაბიობა – დანაშაულში ყოველგვარი თანამონაწილეობა
თანაშემწე – დამნაშავესთან თანამოქმედი
ძალისმცემელი – დანაშაულის ირიბი მონაწილე
შინათგამცემელი – საიდულოს გამცემი დანაშაულის ჩადენისას

დანაშაულის სუბიექტი ძველ ქართულ სამართალში

დანაშაულის სუბიექტის სათანადო ასაკი – 30 წელი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი – 10 წელი
დანაშაულის სუბიექტის შერაცხადობა (შეურაცხადობა – “უმეცრებაი გონებისა”)
სიმთვრალე დანაშაულის სუბიექტის დამამძიმებელი გარემოება (სიმთვრალე პასუხისმგებლობას არ ხსნის)
კოლექტივი, როგორც დანაშაულის სუბიექტი (თემი,ქალაქი, სოფელი), დღევანდელი ტერმინოლოგიით იურიდიული პირი
დანაშაულის ოჯახის კოლექტიური პასუხისმგებლობის არსებობა (ოჯახი და სანათესაო)
ობიექტური შერაცხვის პერიოდი - უარყოფილია დამნაშავის ვინაობა თუ ქმედების შინაგანი ფსიქიკური შინაარსი (ამ პერიოდში აღინიშნება ცხოველთა და საგანთა გასამართლება)
სუბიექტური პრინციპის - პასუხისმგებლობის საკითხი წყდება არა მარტო დამდგარი შედეგის მიხედვით, არამედ აუცილებელია დამნაშავის პიროვნების, მისი სულიერი მდომარეობის გარკვევა დანაშაულის ჩადენის მომენტში

ადრეფეოდალურ საქართველოში ბრალის შემდეგი ფორმებია ცნობილი:
1. ნებისმიერი ანუ განზრახი ბრალი
2.უნებლიე - უნებური
ნებისმიერი იყოფოდა შემდეგ ჯგუფებად:
1. სავსებით გამოკვეთილი განზრახვა
2. განზრახვასთან მიახლოვებული მოქმედება

უნებლიე შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
1. უნებური მოქმედება, რომელიც პასუხისმგებლობას არ იწვევს
2. უნებური მოქმედება, რომელიც გაუფრთხილებლობას შეესაბამება და მისთვის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული

დანაშაულის სუბიექტი ძველ ქართულ სამართალში გიორგი ბრწყინვალის “ძეგლისდადების” მიხედვით


გაუფრთხილებლობით, ანუ ფათერაკად ჩადენილი მკვლელობა ისჯება (მკვლელს უნდა დაეკისროს სისხლის ფასი, გაძევებულ უნდა იქნეს და მამულიდან)
განზრახი ბრალისათვის წესდება მამულიდან გაძევება


ვახტანგ VI სამართლის წიგნი დანაშაულს ორ ჯგუფად ყოფს:
1. განზრახი დანაშაულები
2. განზრახვის გარეშე ჩადენილი დანაშაულები
ვახტანგის სამართლის წიგნი ერთმანეთისგან ასხვავებს განზრახვასა და ფათერაკს. კანონმდებლობა ფათერაკს უმეტეს შემთხვევაში უწოდებს უნებლიე დანაშაულს, ანუ გაუფრთხილებლობას
პასუხისმგებლობა დგება დაუდევრობისათვის, როცა პიროვნებამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, თუმცა შეეძლო მისი შესრულება
აღინიშნება სასჯელის დანიშნულების შემდეგი მიზნები:
1. დამნაშავის ზნეობრივი გამოსწორება
2. დამნაშავე პირთა მიმართ ხორციელი და ფიზიკური ვნების მიყენება
3. ექსორია და გაძევება (თუ გამოსწორების სასჯელები ეფექტს არ იძლეოდა)
4. კანონიერების და სამართლიანობის დაცვა
კერძო სასჯელის ძირითადი დანიშნულება

კერძო ინტერესების დაცვა
საჯარო სასჯელი – სახელმწიფოს მიერ დაწესებულ იძულებითი ღონისძიებები დანაშაულის ჩადენისას
სისხლი – “სისხლის ფასი”, ქონებრივი საზღაური
პატიჟი – საჯარო ხასიათის სასჯელი

გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სასჯელთა სისტემა (მონღოლთა შემოსევამდე):

1. სიკვდილით დასჯა (თავის მოკვეთა, “ძელსა შინა ჩამოხრჩობა”)
2. სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელები (თვალთა დაწვა, ენის მოჭრა, დასაჭურისება, ხელისა და ფეხის მოჭრა)
3. ექსორია და გაძევება (ექსორიის სახეები იყო დროებითი და მუდმივი, გაძევება იგივე გადასახლებაა)
4. თავისუფლების აღკვეთა
5. მტკივნეული სასჯელები (ხორციელდებოდა ჯოხის ცემით, მათრახით, ტაჯგანაგით)
6. ქონების კონფისკაცია (“მამულის დაჭირვა”)
7. მოქალაქეობრივი უფლებების დროებით და სამუდამოდ ჩამორთმევა (“ლაშქართა შიგან არ შეშვება”)
8. ქონებრივი საზღაური სახელმწიფოს, ფეოდალის და სასამართლოს სასარგებლოდ
9. დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები