ბურუსი- რომელშიც გაეხვია ქართველების მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ყოფა....
20 საუკუნის ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსებმა ქართველიხალხის მსოფლმხედველობასა და აზრთა წყობაზე დიდი გავლენამოახდინეს.ერთი მხრივ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცეული და დამოუკიდებლობას მოკლებული ერისთვის ნაციონალური იდეის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას ცდილობდნენ ისინი (ივანე ჯავახიშვილი და სხვანი), მეორე მხრივ კი ობიექტური რეალობის წარმოჩენა არ სურდათ და ისტორიულ ფაქტებს ხშირად უგულველყოფდენენ,ფარავდნენ ან არაობიექტურად წარმოაჩენდნენ. შესაძლოა მათ გააკეთეს ის რაც უნდა გაეკეთებინათ იმ ეპოქაში, მაგრამ არ გაითვალისწინეს ისსაშიშროება, რასაც ისტორიის სრული ან ნაწილობრივი გაყალბება გამოიწვევდა.
გასული საუკუნის ბოლო დეკადამ და ამ საუკუნის პირველმა წლებმა თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ქართველები სრულიად მოსწყდნენ თანამედროვე რეალობას დასასიცოცხლო ძალებს წარსულში, თანაც მითიურ წარსულში ეძებენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ ბურუსისა, რომელშიც გაეხვია ქართველების მსოფლმხედველობა და ყოველდღიური ყოფა. ხალხის დიდი ნაწილი დაემსგავსა იმ ბებერს, რომელიც უძლურია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, მომავალი მისთვის სიცოცხლის დასასრულია და მხოლოდ წარსულია მისი მანუგეშებელი.
"აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი შენია.” ეს სიტყვები მრავლისმთქმელია. მართლაც, ქართველებს არა აქვთ აწმყო. აწმყო მუდამ ზურგს აქცევს მათ. წარსული დიდებულია, აწმყო არ არსებობს, ხოლო მომავალი უფრო დიდებული იქნება, ვიდრე წარსული.
მე დამებადა აზრი, რომ ქართველები ფატალისტები არიან და არ სურთარსებული ვითარების გამოსწორება, პირიქით ისინი სულ უფრო მეტადემორჩილებიან იმ მდორე დინებას, რომელსაც ეროვნული ტრაგედიაჰქვია.საერთოდ აღმოსავლური კულტურებისთვის ასეთი სტაგნაციური, უინიციატივო საზოგადოება დამახასიათებელია და ამ შემთხვევაში ერთ სიბრტყეზე შეიძლება დავაყენოთ ბიზანტიური კულტურის მემკვიდრე ერები: ქართველები, რუსები, სერბები, აღმოსავლეთ უკრაინელები და სომხები.
ბოლშევიზმმა და ტოტალიტარულმა პოლიტიკურმა სისტემამ სწორედ ბიზანტიურიმემკვიდრეობის ეთნო-კულტურულ არეალზე ჰპოვა ნოყიერინიადაგი.ბოლშევიზმიცა და ბიზანტიზმიც ერთნაირად გაურბოდნენ პიროვნების, ინდივიდის უნიკალურობის მნიშვნელობას, მის ნიჭსა და შემოქმედებით უნარს. პირიქით ორივე პოლიტიკურ-კულტურული გარემო თავის არსით ტოტალიტარული იყო და აზიურ ტირანიას ენათესავებოდა, ანუ გამორიცხავდა ინდივიდის ფასეულობასა და მის პიროვნულ დამოუკიდებლობას.
სწორედ ამან დაღუპა ბიზანტიაცა და საბჭოთა კავშირიც, რომელიც გარეგნულად დასავლურ ცივილიზაციას მოგაგონებდათ (სამოსი, ლოზუნგები, მოპარული ტექნოლოგიები და სხვა), მაგრამ რეალობაში კლასიკური აღმოსავლური ტიპის დესპოტია იყო თავის საიდუმლო პოლიციით, ტოტალური შიშითა და აღზევებული ახალი არისთოკრატიით – წითელი ბიუროკრატიით. სწორედ ბიზანტიური და ბოლშევიკურიმსოფლმხედველობის სიმბიოზი ერგო მემკვიდრეობით ქართველებს,რომელშიც სახელმწიფოებრივი იდეოლოგია უმნიშვნელოვანესი იყო (პირველი რომი, მეორე რომი – ბიზანტია და მესამე რომი – მოსკოვი). ყველა დამეთანხმება, რომ ეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა.
საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ფაქტია, რომქართველების იმედები არ გამართლდა, რადგან ისინი ამდამოუკიდებლობისაგან უფრო მეტს ელოდნენ. თავისუფლება კი მძიმეაღმოჩნდა, ისეთი მძიმედა რთული, რომ ახალგაზრდებიც კი შეუშინდნენ მას.ბევრი მისტირის მონობას, ისე როგორც მოსეს მიერ ეგვიპტის მონობიდანგამოყვანილი ებრაელები.
ამერიკელებმა და ევროპელებმა მათ იმედები გაუცრუეს, რადგან მათ ქართველების გასაკეთებელი საქმე არ გააკეთეს. რჩებიან რუსები, მაგრამ რუსეთი შეიცვალა. სიმაოვნებით კი მიიერთებს საქართველოს მაგრამ საბჭოური სტილის დოტაციები და უფასო გართობა შეიძლება ერთი-ორი ყურმოჭრილი მსახურისათვის გაიმეტოს.
ქართველები ამას ხვდებიან და პესიმიზმის ჭაობში ეფლობიან. თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ სხვაზე ნაკლებნი არ არიან და საბუთად ისევ წარსულის სახელოვანი ამბებიმოჰყავთ, ხოლო მომავალს აბსტრაქტული სურათების სახით ჭვრეტენ: ზოგიამერიკელებს ხედავს ამ სურათებზე, ზოგი, გერმანელებს, ზოგი კი რუსებს.
მაგრამ ამ სტატიკურად მოაზროვნე ადამიანებში არის რელიგიურად აღტკინებულისაკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც უფრო ძლიერი მითოლოგიურიწარმოდგენების ტყვეობაშია. ეს ფენა და მათი ლიდერები აღმოსავლურ ქრისტიანულ მიმდინარებას, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით არის ცნობილი, მისტიური მოწიწებითა და შიშით აღიარებენ ერის ერთადერთ მხსნელად და გადამრჩენად.თვით პატრიარქს-ილია II-ს უწმიდესად,ერის მხსნელად და უნეტარესად მოიხსენებენდა ლამის ღვთაების რანგშიც ჰყავთ აყვანილი.
საგულისხმო კი ის არის, რომ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი შორს არის ქრისტიანობისაგან და მართლმადიდებლობას ცალკე რელიგიად მიიჩნევს,რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და აქედან გამომდინარექართველები აბსოლუტურად გამორჩეული ხალხია. ზოგიერთისგან მომისმენია, რომ ქართველები დასაბამიდან, მეფე ფარნავაზიდან მოყოლებული გამხდარან მართლმადიდებლები (?). არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ქართველებს შორის გავრცელებულ ამ ფსევდო-ქრისტიანულ წარმოდგენებს ხელს აქტიურად უწყობენ, და მოუწოდებენ მრევლს ქვეყნიდან განდევნონ ყველა არამართლმადიდებელიმოქალაქე, რადგან მათ სჯერათ, რომ არამართლმადიდებლები სატანასემსახურებიან და უცხოეთის ჯაშუშებიც არიან.
ამას გარდა ქართველებისთვის დამახასიათებელი წარსულის განდიდებით თავისი რელიგიის უნიკალურობას ამტკიცებენ და ამბობენ, როგორც აქამდე გადაგვარჩინამართლმადიდებლობამ, ასევე მომავალშიც იგი გადაგვარჩენსო.
საქართველოში სასულიერო პირები (მაღალი რანგისანი მათ შორის) და მათი მიმდევრები,(მამაოისტები), რომლებიც მთლიანად ენდობიან მათ, დაბეჯითებით აცხადებენ, რომარსებობს ზეციური საქართველო, ანუ სადღაც კოსმოსში არისადგილი(მატერიალური თუ სულიერი არავინ იცის, ამაზე თეოლოგიური დებატები ახლაც გრძელდება), სადაც მხოლოდ ქართველები სახლობენ და ყველა ნამდვილიქართველი მართლმადიდებელი სიკვდილის შემდეგ ზეციურ საქართველოშიმოხვდება და გაბრწყინდება და ზეციურ საქართველოში იცხოვრებსგანცხრომით. ასეთი თეოლოგიური პოსტულატი სხვა რელიგიაში არ მინახავს, თუმცა ბიბლიის და ყურანის გავლენა შეიძლება აღბეჭდილიყო ამ პრიმიტულ რწმენა-წარმოდგენაში.
ისე კი პრიმიტული წარმართული მოტივები ღრმად არის შემოჭრილიქართველების რელიგიაში (ისინი ამას ქრისტიანობას უწოდებენ). მაგალითისთვის ცხოველების მსხვერპლშევირვაც კმარა. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველები ერთდროს ქრისტიანები იყვნენ, თუმცა დღეს ისინი უფრო ფოლკლორულქრისტიანობას მისდევენ, სადაც ერთმანეშია არეული ქრისტიანული, იუდაური დაისლამური წარმოდგენები, პარციალური მაგია შამანიზმთან ერთად დატოტალიტარული რეჟიმის დანატოვარი იდეოლოგიური მისწრაფებები. ცხადია, რომ ფატალიზმი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქრისტეს აქ ადგილი იმდენად ეთმობა, რამდენადაც მის სახელს ახსენებენ და ჯვარცმას ეთაყვანებიან, როგორც ზებუნებრივი ძალის მქონე წმიდა გამოსახულებას – ამულეტს. ინგლისელების მსგავსად წმ. გიორგი ქართველების პატრონ წმიდანად ითვლება და საქართველოში 365 (წელიწადის დღეების რაოდენობა) წმ. გიორგის სახელობის ეკლესია არსებობს, სადაც მოწამის წმიდა ნაწილები ინახებაო. ვფიქრობ, ქრისტიანობამდელი ღვთაების ავატარა უნდა იყოს ქართველებისთვის წმ. გიორგი, რომელიც ბევრისთვის თავად ქრისტეზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა.
თუმცა დღეს რელიგიური შეუწყნარებლობა და ამბიციები უფრო მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური თეოლოგიის განხილვა. რელიგიურიფანატიზმი უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს საქართველოში და ერს ძნელადგადასაჭრელ პრობლემებს უქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისესაერთაშორისო ასპარეზზე.
და ბოლოს, მჯერა ქართველები მიხვდებიან, წარსულისა და მომავლის გარდა არსებობს აწმყო, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და დამაკავშირებელი ძარღვია წარსულისა და მომავლის. იმ ამბიციების დაკმაყოფილებას, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და მსოფლმხედველობის პრინციპული ცვლილება.პრიმიტული რწმენა-წარმოდგენებისა და მითიური აზროვნებისზეგავლენის ქვეშ ყოფნა კარგის მომტანი არასდროს იქნება.
ქართველები , მჯერა, მიხვდებიან, რომ თითოეული პიროვნება, მამაკაცი თუ დედაკაცი, თანასწორია და თანასწორ პატივისცემას მოითხოვს, პრეზიდენტია იგი, მღვდელი თუ გლეხი. საჭიროა იმის გაგება, რომ ღმერთმა ადამიანი შემოქმედ არსებადშექმნა,რომელიც თვითონ აშენებს თავის სახლ-კარსა და ოჯახს და არ ელოდება მეზობელს, რომელიც მის გასაკეთებელს გააკეთებს.
თუ არა და......
No comments:
Post a Comment