Pages

Saturday, April 2, 2011

ANGST


ANGST
ANGST is a German, Danish, Norwegian and Dutch word for fear, anxiety or rage. (Anguish is its Latinate equivalent.)
(შიში. Anguish , Fear)


“როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდა, თქვენ ხიდან-ხეზე გადარბოდით.”

ჩვენისთანა გულშემკრთალი განა არის სადმე ერი?

ჩვენი დღევანდელი ყოფა დაფიქრებასა და განსჯას მოითხოვს ჩვენგან – იმ ადამიანებისაგან, რომლებიც კითხვებით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ. უკვე იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ დროა პასუხის გაცემაზეც ვიფიქროდ, მიუხედავად იმისა, რომ სწორმა პასუხმა უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩაგვაგდოს.
რაღა თქმა უნდა, წარსული განსაკუთრებით ძვირფასია ყოველი ქართველისათვის ჩვენი მეოცნებე ბუნების წყალობით. მაგრამ წარსულს თავისი უნდა მივაგოთ და აწმყოთიუფრო მეტად უნდა დავინტერესდეთ. საეჭვოა, რომ ჩვენი პრაგმატიკოსი მეფე დავითIV გორგასლის ეპოქას შესტიროდა და წარსული დიდების მოგონებებით სულდგმულობდა. არა, მას ამის არც დრო ექნებოდა და არც სურვილი, რადგან მის საქმეებში და ღონისძიებებში გაბედული, პრაქტიკული და მიზანმიმართული პიროვნება ჩანს. იგი კარგად აფასებდა ობიექტურ რეალობას და სწორედ ამიტომ ჩამოასახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან ურიცხვი ყივჩაღი “დიდი თურქობისგან” დაცლილ-გავერანებულ ქვეყანაში.ახლაც ჩამოვასახლოთ და იქნებ გვეშველოს!
ჩვენი ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და არა გაუთავებლად ვიტრაბახოთ: როცა ჩვენ მაღალი ცივილიზაცია გვქონდათქვენხიდან-ხეზე გადარბოდითო.” ასეთი საუბარი ან ფიქრი მსუბუქად რომ ვთქვათ არაეთიკური და აბსურდულია, რადგან როცა ბერძნებმა და ჩინელებმა მაღალგანვითარებული სახელმწიფოები შექმნეს, მაშინ ჩვენი ჭაჭანებაც არ იყო ამ ქვეყანაზე

ზოგი ერი ქრონოლოგიურად ადრე აღწევს განვითარებასზოგი კი გვიან. ეს ისტორიული კანონზომიერებაა. იმით ვინუგეშოთ თავი, რომ ადრე ძლიერნი და განათლებულნი ვიყავით? მაშინ დღეს სუსტები და გაუნათლებლები რატომ ვართ?უკეთესიარ იქნებარომ დღესაც ძლიერი და განათლებული იყოს საქართველო?ბარბაროსი გერმანული ტომები რომაელებს ვერ გაუტოლდებოდნენ კულტურით, თუმცა ამ ნაკლმა ხელი ვერ შეუშალა მათ რომის იმპერიის ვრცელი ტერიტორიები მახვილითა და გუთნით აეთვისებინათ და დასავლური, ქრისტიანული სამყაროსათვის დაედოთ საფუძველი. ბოლო რომაელები კი წარსულს მისტიროდნენ.
წარსულისროგორც იდეისეროვნულ იდენთიფიკაციის ცენტრად წარმოსახვითდა ამ წარსულის უსაზღვროდ განდიდებით თანამედროვე რეალიებს ან ვერდავინახავთანდა მათზე მცდარი წარმოდგენები და შეხედულებებიჩამოგვიყალიბდება. ყველა ადამიანს აქვს შეხედულებების გარკვეული საწყისი მარაგი, რომელიც მის ცხოვრებას განსაზღვრავს. სწორედ შეხედულებების ამ მარაგის გავლით აღიქვამს იგი გარემოს, რეალობას და უყალიბდება მსოფლმხედველობა. ეს შეხედულებები საფუძვლად უდევს ინდივიდუალური ფასეულობების სისტემას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამას გარდა, გარემო თავის მხრივ მოქმედებს ადამიანზე და მის მსოფლმხედველობაზე. თუმცა ინდივიდის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც მისი პირადი შეხედულებებია, რომლებსაც იგი ოჯახში ან სხვა ახლობლების წრეში იძენს. ჩვენს ეროვნულ რეალობაში უნდა გამოვყოთ შეხედულებათა სისტემად ჩამოყალიბებული მოდელი, რომელშიც მითიურმა წარსულმა დაიმკვიდრა წამყვანიადგილი და თანამედროვეობას ან საერთოდ არ აქვს ადგილიანდა იგიდამახინჯებული სახით არის წარმოდგენილი (ნიჰილისზმიპესიმიზმი).
უდავოა, რომ ერისთვის საკუთარ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა უნდა ირეკლავდეს იმ სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც წარმოდგენილი თაობა თავისი მიზნებისთვის ნაყოფიერად გამოიყენებს. ანუ ისტორიახდება დღევანდელობის შემეცნების სახელმძღვანელო. ფაქტია, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინას გარეშე ვერ გადაიდგმება.

მაგრამ წარსულის მითიური აღქმა და წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებების პრიზმიდან მისი დანახვა არათუ სასარგებლო არ იქნება, არამედ მას ზიანის მოყენებაც შეუძლია. პოეზიაში ჰეროიკული წარსულის აღზევება გასაგებია, მაგრამ პოეზია ხშირად შორს არის ობიექტური რეალობისაგან. ძველი ბერძნების თაობები ჰომეროსის ფოემებზე აღიზარდნენ, მაგრამ ნათლად გაიაზრეს გარშემორტყმული სამყაროს კანონები და პრაგმატიზმს, პრაქტიქულ აზროვნებას მისცეს გასაქანი, სადაც სამი მთავარი თვალსაზრისი შეიძლება გამოვყოყ: ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური. ეს სამი თვალსაზრისი დღესაც უმთავრესია, როგორც ისტორიის შესაფასებლად, ასევე დღევანდელობის შესამეცნებლად.




საჭიროა წარსულის ილუზორული შეხედულებების იმ სისტემის დარღვევა,რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრეს მუხრუჭად იქცა. არასწორად დანახული წარსული დღევანდელობის ობიექტური შეფასების საშუალებას არ გვაძლევს. ამასთანავე შეუძლებელია ასწლეულების წინანდელიმორალურ-ეთიკური და პოლიტიკურ-სოციალური ფასეულობების დაშეხედულებების დღევანდელობაში გადმონერგვარამდენად პოზიტიურნიც არუნდა იყვნენ ისინიეს შინაგანი და სოციალური კონფლიქტების წყაროიქნება.არასრულყოფილად, სანახევროდ აღქმული წარსული პიროვნებაში და საერთოდ ერშიინტელექტუალური სიამოვნების წყაროდ იქცა და არადექვატური მსოფლმხედველობის წარმოქმნა-გაძლიერებას შეუწყო ხელი საქართველოში. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ცხოვრება “მაია” არის, ანუ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი, როგორც ეს ინდუიზმშია აღბეჭდილი. პირიქით, პირადი კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენი ხალხი პრაქტიქულობასა და გამომგონებლობას ამჟღავნებს. მაგრამ როცა საქმე საზოგადოების კეთილდღეობაზე მიდგებაჩვენსაპირისპიროს ვხედავთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ მითიური წარსული გვაკავშირებს და შეხედულებათა სისტემაში საზოგადოებრივსამოქალაქოცნობიერებას არ აქვს ადგილისაზოგადოებრივი აზროვნება ჩვენთან ვერჩამოყალიბდა. ჩვენ ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი თავსმაშინ იჩენს მხოლოდროცა საქმე პირად კეთილდღეობას ან სტატუსს ეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ გამბედაობას და შემართებას, საზოგადოებისთვის თავდადებასა და სამართლიანობას, ჩვენ ესეც ნაკლებად გვახასიათებს.
ჩვენთან ვერ შეიქმნა ინდივიდუალისტების ერთობა – თავისუფალი სამოქალაქოსაზოგადოება. შეუმეცნებელი ფეოდალზმის განდიდებამ და ხოტბამ ფეოდალურ-კაპიტალისტურ რეალობამდე მიგვიყვანა.

2008.14.12

No comments: