Pages

Saturday, April 2, 2011

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში


არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში


მე ბორჯღალი ვარ, მზისა და მარადიული სიცოცხლის უძველესი სიმბოლო. ამჟამადსაქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყნისა და ქართველების საამაყო ნიშანივარ,თუმცა ჯერ კიდევ ძველი შუმერები და არიელები მეთაყვანებოდნენ, მათი სიამაყის სიმბოლო ვიყავი. დღეს კი… აბა, რა გითხრათ, ქართულ პასპორტშიც ვარასახული,ხშირად მახსენებენ, მიყურებენ და ტკბებიან.
ჰოტკბობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. შუმერები და არიელები გამომსახავდნენ, მაგრამ მათი სეკულარული დამოკიდებულება აღარ მახსოვს. ალბათ, ვიყავი ჩემთვის დედაბოძზე ან რომელიმე ტაძარში, ანდა მეომრის ფარზე საკრალურ ნიშნად გამოხატული. საქართველოში კი მართლაც ტკბობისუფრო მეტიც,სიცოცხლის მიზნის უმთავრეს ემბლემად ვიქეცი. პასპორტზე არ ვსაუბრობ, არა. რასაც ახლა გეტყვით, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართველთა ბედნიერების,სანუკვარი ნეტარების ხორცშესხმა ვარ. დიახ, მე ვარ ხორცშესხმული - ინკარნირებული – ბორჯღალი, მზისა და სიცოცხლის ნიშანი. ხორცშესხმულიბორჯღალი კი ყველაზე  უფრო პოპულარულია საქართველოში.  არათუ პოპულარული, არამედ ყველასთვის საყვარელი, სათუთი და სანატრელი ვარ. ყველაფერს მე მადარებენ, ჩემსკენ ილტვიან და ყველაფერს მე ვურჩევნივართ ; სახლში თუ გარეთ ჩემზე ლაპარაკობენ და მადიდებენ. როცა მხედავენ თვალები უბრწყინდებათ და ნეტარების ბურუსში ეხვევიან, უჩემოდ ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს. ნუთუ ასეთ საყოველთაო დიდებასა და სიყვარულს ვიმსახურებდი შუმერებში ან არიელებში ? არა.
დიახიმას მოგახსენებდითრომ მე ქართველთა ცნობიერებაში უმთავრესიადგილი მეკუთვნის. ჩემს გარშემო ტრიალებს მათი ფიქრები, მისწრაფებები და მათი ლიბიდოს სუბლიმირებაც ჩემზე ხდება. ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აბარისთვისცხოვრობს ქართველითუ არა იმისთვისრომ მრავალჯერ შემიცნოს დაუმაღლეს ნეტარებას ეზიაროს. მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მიზეზი და მიზანი ქართველის მყოფადობისა ; მე ვარ ცოდნის წყარო და ქართული აკადემიისნამდვილი წევრიხატოვნად რომ ვთქვაჩემი შუაგული საქართველოამბრუნავინაწილი კი ქართველები არიან. მე კერპი ვარ, ბომონი, ზევსი და არმაზი. ჩემსგარშემო იკრიბებიან ქართველები საზეიმოდ და ჩემს წინაშე აფრქვევენ დიადსათუ მზაკვარ აზრებს. მე ვარ მოწმე ქართველთა გამარჯვებისა და მარცხისა, სიხარულისა და მწუხრისა, სიფხიზლისა და სიმთვრალისა, სიყვარულისა და სიძულვილისა, ერთგულებისა და ღალატისა. ქართველთა მესაიდუმლე და შთაგონება ვარ; მზებარაქადა წყალობაც მე ვარ.
ჩემშია ქართული სამყაროს უმთავრესი ნივთიერებები თავმოყრილი :მაცოცხლებელი სითხეხორციპური და ცეცხლი.
დაეისმინოს ვისაც ყური აქვსმე ვარ პური ქართველთა არსობისასათნო დასანატრელი მარჩენალიზრუნველი და მოამაგე ბორჯღალირომელსაცინკარნაციაში ხინკალს მიწოდებენ.


No comments: