Pages

Wednesday, August 11, 2010

ქართული სამართალი

































ქართული სამართლის წყაროები

1. ჩვეულებითი სამართლის წყაროები (ეთნოგრაფია, ფოლკლორი)
2. ანტიკური ხანის ავტორები (მაგ: სტრაბონი)
3. ქართული მატიანე (ქართლის ცხოვრება, მოქცევაი ქართლისაი)
4. ქართული სამართლის ძეგლები (ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ხელმწიფის კარის გარიგება, ბექას და აღბუგას სამართალი,”ძეგლისდება” გიორგი V, ქსნის ერისთავთა სამართალი, “დასტურლამალი” ვახტანგ VI, საეკლესიო სამართლის ნიმუშები, სიგელები, მეფეთა განკარგულებები და სხვა.

ქართული სამართლის ძეგლები

საეკლესიო სამართლის ძეგლები:
მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონმდებლობა
ეფთიმე მთაწმინდელის ნაშრომები
ადგილობრივი საეკლესიო კრებების ძეგლები
რუის-ურბნისის 1103 წ. კრება
1263 წ. საეკლესიო კრების დადგენილება
“სამართალი კათალიკოზთა”
მონასტრების წესი და განგებანი



სახელწიფო სამართლის ძეგლები:

გარიგება ხელმწიფის კარისა
წესი და განგებაი მეფეთა კურთხევისა
დასტურლამალი

სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წყაროები:

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი
ძეგლის დადება, გიორგი V
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი
ვახტანგ V სამართლის წიგნი
ერეკლე II და გიორგი XII სისხლის და სამოქალაქო
სამართლის ძეგლები
ზოგადი მოძღვრება ადამიანის ბუნებასა და კანონმდებლობაზე


კანონი (ზოგჯერ სასჯელსაც უდრიდა)
განწესება (Constitutio)
სამართალი (norma agendi, ობიექტური სამართალი. “წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველისავე.” ბექა-აღბუღა)
სჯული, შჯული (სჯა-სგან)
უფლება (Facultas agendi,სუბიექტური სამართალი)
განჩინებაი (განაჩენი)

ძველი ქართული სახელმწიფოს წარმოშობის და სოციალური ურთიერთობის წყაროები:

ლეონტი მროველი (ქართლის ცხოვრება)
მოქცევაი ქართლისაი
სტრაბონი


ძველი ქართული სახელმწიფო წყობილება
მოსახლეობის დიფერენცია ანტიკურ
ქართლში სტრაბონის მიხედვით:

მეფეები, მოსამართლეები და სარდლები
ქურუმები (საერთაშორისო ურთიერთობები)
მიწათმოქმედი და მესაქონლე (მთაში) მეომრები
მეფის მონები
ადგილობრივი მმართველება: საგვარეულო უხუცესები

მოსახლეობის დიფერენცია ანტიკურ
ქართლში ლეონტი მროველის მიხედვით:


მეფე
სპასპეტი
ერისთავები
აზნაურები (აზონაურნი, აზოს ფროტატოსელნი)
ქართლოსიანები (თავისუფალი ხალხი)

სახელმწიფო: 8 საერისთავო
სახელმწიფოს მიწაწყლის ერთეულები :
სოფელი – ქვეყანა, სახელმწიფო, 8 საუკუნემდე
დაბანი – სოფელი, დაბა
სახლი – საგვარეულოს ტერიტორიული ერთეული
ქუეყანაი – მიწა, დედამიწა და სახელმწიფო
ხევი – ტერიტორიული ერთეული
ქალაქი
1. თესლი – ეროვნება (თესლ-ტომი)
2. ნათესავი – ტომი, მოდგმა
3. ტომი – სპარსული თუხმ-იდან
4. ერი – მთელი მოსახლეობა სქესისა და ასაკის განურჩევლად (სასულიერო და საერო ერი. ერისაგანი – ჯარისკაცი)

მეფე და სამეფო ხელისუფლება 7 საუკუნემდე:

1. სამეფო მემკვიდრეობა - საგვარეულოს უხუცესი წევრი და არა პირდაპირი მემკვიდრე
2. მეფის უძველესი წოდება – მამასახლისი ქართლისა
3. ხელმწიფე – მეფე-ხელმწიფე
4. მეუფე – მეფე
5. ერისმთავარი – მთავარსარდალი და უზენაესი მსაჯული
6. საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალნი – მამასახლისები, მთავრები, ერისთავები
7. აზნაურები



ძველი საქართველოს ტერიტორია და მოსახლეობა

1. სახელმწიფოს ტერიტორია
სამეფო
საქართველო (11 საუკუნიდან)
2. სახელმწიფოს მოსახლეობა
- მკვიდრი - მუდმივი მოსახლე, ან სული
- ნათესავი ან - ეროვნების გამომხატველი
- ერი – მოსახლეობის კრებითი სახელი
- გვარიანნი და უგვარონი - არისტოკრატია და წვრილი ერი
- კომლი, სახლი - ოჯახი


საზოგადოებრივი და წოდებრივი ცენზი

აზნაურნი – მემამულე, მოსაკარგავე, მეფისა
მსახურნი – თავისუფალი და დაქვემდებარებული
მდაბიორნი – მსოფლიონი ერისკაცნი
მოქალაქენი – ხელოსნები (თავისუფლები და არა)
ვაჭარნი – თავისუფლები და არა
ყმები – დამოკიდებული ფენა


მმართველი წრეები

დიდებულნი (ერისთავნი და აზნაურნი)
წარჩინებულნი
მკვიდრნი ქუეყანისანი (არისტოკრატია)
თავადნი
ხელისუფალნი
მთავარნი
ლაშქარნი, სპანი, მოყმე (სასჯელი იყო მოლაშქრეობის ჩამორთმევა)
პატრონი


სახელმწიფო მოხელეები (ვაზირები/მინისტრები)

მწიგნობართუხუცესი – ვაზირთა უპირატესი, მეფის მერე ყველაზე უფლებამოსილი, მთავრობის მეთაური, მთავარი მსაჯული
ამირსპასალარი – სამხედრო მინისტრი
მანდატურთუხუცესი – შინაგანი უსაფრთხოება
მეჭურჭლეთუხუცესი – ფინანსები
ათაბაგი – 1212 წლიდან. მეფეთა აღმზრდელი
მსახურთუხუცესი
მეღვინეთუხუცესი
მონადირეთუხუცესი
საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები

დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინები

გარდასვლა – კანონის დარღვევა
გარდახდომა – კ ანონის დარღვევა
დათრგუნვა – კანონის დარღვევა
უდებაი და უგულველყოფაი საქმისაი – თანამდებობრივი დანაშაული
მიშვება – მიმნებებლობა (თანამდებობრივი დანაშაული)
ბრალი – მცირე დანაშაული
ცოდვა – ზნეობრივ-სარწმუნოებრივი დანაშაული
დანადანაშაული – ფიზიკური ან ზნეობრივი დანაშაული
ბოროტისმოყმედი – დამნაშავე
ძვირისმოქმედი – დამნაშავე


დანაშაულთა კლასიფიკაცია

ასაკობრივი – 30 წლამდე ასაკი შემამსუბუქებელია -ბრალი – დანაშაულის მიზეზები- ნებსით და ბოროტ – წინასწარგანზრახული დანაშაული-უნებლიეთ და გარეშე გონებისა - წინასწარგანუზრახველი დანაშაული


პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
ჭკუასუსტობა, შეურაცხადობა, იძულებითი დანაშაული (ჯეროვანი მიზეზი)
ა) ომის დროს მოკვლა ბ) განზრახვის გარეშე მოკვლა გ) თავდაცვითი
დანაშაული დ) ოჯახის დაცვისას ჩადენილი დანაშაული (ყმასაც
შეეძლო ბატონის მოკვლა) ე) მოღალატე ცოლის მკვლელობა
ვ) დანაშაული ადგილზე გამოჭერილი ქურდის მოკვლა
მსუბუქი დასჯა – 30 წლამდე ასაკისათვის
დამამძიმებელი
ა) მეორედ ჩადენილი დანაშაული
ბ) კადნიერება, თავხედობა
გ) ინცესტი, მცირეწლოვანთა გახრწნა
დ) თანამდებობრივი დანაშაული

თანამონაწილეობა “ორკერძე დანაშაული”
შეზრახება
თანამზრახველი, თანაგანზრახი
მიმდგომი, თანაშემდგომი – თანამონაწილე
თანადგომა, ასაბია, ასაბიობა – დანაშაულში ყოველგვარი თანამონაწილეობა
თანაშემწე – დამნაშავესთან თანამოქმედი
ძალისმცემელი – დანაშაულის ირიბი მონაწილე
შინათგამცემელი – საიდულოს გამცემი დანაშაულის ჩადენისას

დანაშაულის სუბიექტი ძველ ქართულ სამართალში

დანაშაულის სუბიექტის სათანადო ასაკი – 30 წელი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი – 10 წელი
დანაშაულის სუბიექტის შერაცხადობა (შეურაცხადობა – “უმეცრებაი გონებისა”)
სიმთვრალე დანაშაულის სუბიექტის დამამძიმებელი გარემოება (სიმთვრალე პასუხისმგებლობას არ ხსნის)
კოლექტივი, როგორც დანაშაულის სუბიექტი (თემი,ქალაქი, სოფელი), დღევანდელი ტერმინოლოგიით იურიდიული პირი
დანაშაულის ოჯახის კოლექტიური პასუხისმგებლობის არსებობა (ოჯახი და სანათესაო)
ობიექტური შერაცხვის პერიოდი - უარყოფილია დამნაშავის ვინაობა თუ ქმედების შინაგანი ფსიქიკური შინაარსი (ამ პერიოდში აღინიშნება ცხოველთა და საგანთა გასამართლება)
სუბიექტური პრინციპის - პასუხისმგებლობის საკითხი წყდება არა მარტო დამდგარი შედეგის მიხედვით, არამედ აუცილებელია დამნაშავის პიროვნების, მისი სულიერი მდომარეობის გარკვევა დანაშაულის ჩადენის მომენტში

ადრეფეოდალურ საქართველოში ბრალის შემდეგი ფორმებია ცნობილი:
1. ნებისმიერი ანუ განზრახი ბრალი
2.უნებლიე - უნებური
ნებისმიერი იყოფოდა შემდეგ ჯგუფებად:
1. სავსებით გამოკვეთილი განზრახვა
2. განზრახვასთან მიახლოვებული მოქმედება

უნებლიე შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
1. უნებური მოქმედება, რომელიც პასუხისმგებლობას არ იწვევს
2. უნებური მოქმედება, რომელიც გაუფრთხილებლობას შეესაბამება და მისთვის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული

დანაშაულის სუბიექტი ძველ ქართულ სამართალში გიორგი ბრწყინვალის “ძეგლისდადების” მიხედვით


გაუფრთხილებლობით, ანუ ფათერაკად ჩადენილი მკვლელობა ისჯება (მკვლელს უნდა დაეკისროს სისხლის ფასი, გაძევებულ უნდა იქნეს და მამულიდან)
განზრახი ბრალისათვის წესდება მამულიდან გაძევება


ვახტანგ VI სამართლის წიგნი დანაშაულს ორ ჯგუფად ყოფს:
1. განზრახი დანაშაულები
2. განზრახვის გარეშე ჩადენილი დანაშაულები
ვახტანგის სამართლის წიგნი ერთმანეთისგან ასხვავებს განზრახვასა და ფათერაკს. კანონმდებლობა ფათერაკს უმეტეს შემთხვევაში უწოდებს უნებლიე დანაშაულს, ანუ გაუფრთხილებლობას
პასუხისმგებლობა დგება დაუდევრობისათვის, როცა პიროვნებამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, თუმცა შეეძლო მისი შესრულება
აღინიშნება სასჯელის დანიშნულების შემდეგი მიზნები:
1. დამნაშავის ზნეობრივი გამოსწორება
2. დამნაშავე პირთა მიმართ ხორციელი და ფიზიკური ვნების მიყენება
3. ექსორია და გაძევება (თუ გამოსწორების სასჯელები ეფექტს არ იძლეოდა)
4. კანონიერების და სამართლიანობის დაცვა
კერძო სასჯელის ძირითადი დანიშნულება

კერძო ინტერესების დაცვა
საჯარო სასჯელი – სახელმწიფოს მიერ დაწესებულ იძულებითი ღონისძიებები დანაშაულის ჩადენისას
სისხლი – “სისხლის ფასი”, ქონებრივი საზღაური
პატიჟი – საჯარო ხასიათის სასჯელი

გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სასჯელთა სისტემა (მონღოლთა შემოსევამდე):

1. სიკვდილით დასჯა (თავის მოკვეთა, “ძელსა შინა ჩამოხრჩობა”)
2. სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელები (თვალთა დაწვა, ენის მოჭრა, დასაჭურისება, ხელისა და ფეხის მოჭრა)
3. ექსორია და გაძევება (ექსორიის სახეები იყო დროებითი და მუდმივი, გაძევება იგივე გადასახლებაა)
4. თავისუფლების აღკვეთა
5. მტკივნეული სასჯელები (ხორციელდებოდა ჯოხის ცემით, მათრახით, ტაჯგანაგით)
6. ქონების კონფისკაცია (“მამულის დაჭირვა”)
7. მოქალაქეობრივი უფლებების დროებით და სამუდამოდ ჩამორთმევა (“ლაშქართა შიგან არ შეშვება”)
8. ქონებრივი საზღაური სახელმწიფოს, ფეოდალის და სასამართლოს სასარგებლოდ
9. დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები

No comments: