Pages

Powered By Blogger

Wednesday, April 27, 2011

ე შ მ ა კ ი


     

ვაჟა ფშაველა(1908)




     და სწუხდა საშინლად, თვალები სისხლით ევსებოდა, მთელის  ტანით, ბოროტ-მღელვარებისა გამო, თრთოდა... მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო განკარგულება ღვთისა? — ამბობდა იგი დაჟინებით, ეკითხებოდა თავის თავს, კბილებს აღჭენდა. იროდის მიერ გაგზავნილ ჯალათებს გადააჭარბა, ვიდრე ისინი მოასწრობდნენ ახლად დაბადებულის თავის მოკვეთას. ის უკვე ასრულებდა საზიზღარ განაჩენს,უმსგავსს განკარგულებას  ურიასტანის მბრძანებლისას. უჩინრად შედიოდა სახლებში და არჩობდა ახლად დაბადებულთ აკვანში, _ დედის კალთაში; საზიზღარმა რამდენს მოუსპო სიცოცხლე მშობლის გულ-მკერდზე მიხუტულ ყმასა!.. დედანი სტიროდნენ, თმებს იგლეჯავდნენ, სახეს იკაწრიდნენ, გულ-მკერდს იღადრიდნენ...      ისმოდა ურიასტანში გოდება საშინელი, გამოუთქმელი. საბრალო მშობლები! შთანთქა დროთა სვლამ იმათი ცრემლი და ტანჯვა-ვაება ისე, როგორც ბევრი რამ სხვა შთაუნთქავს ადამიანთა ცხოვრების   ისტორიას.
      თუ იროდის ჯალათებმა არ იცოდნენ, ვინ იყო იესო და ამიტომ ჰჟლეტდნენ, ჰსრავდნენ ყველას განურჩევლად, იმ განზრახვით, ახლად დაბადებულთა შორის იქნება მაცხოვარიც მოჰყვესო, — ამან, ამ ბოროტმა სულმა, ყველაფრის მცოდნემ, ხოლო ბოროტის მენდომემ, ხომ იცოდა კარგად, ვინც იქნებოდა მაცხოვარი, მაშ ის რადღა სჩადიოდა ამდენს ბოროტებას?! _ დიაღაც იცოდა, კარგად ესმოდა, რომ არ ერივა მაცხოვარი მათ შორის, ვისაც იმან სიცოცხლე მოუსპო, მაგრამ ჰჟლეტდა მაინც უსუსურთა: _ გაიზრდებიან დამაცხოვარს დაემოწაფებიანო, _ ფიქრობდა იგი, _ გაიზრდება სიმართლე,რომელიც მას სძულსეჯავრება საშინლად.



    მოიჯერა ქალაქ-სოფლებში ბავშვების ჟლეტით გული და მიაშურა იქ, სადაც ეგულებოდა მაცხოვარი... რა კარგი იქნებოდა, რომ შაიძლებოდეს იმის მოკვლა, მაგრამ მოჯადოვებულია, არ ძალუძს. უნდა უთხრას ჯალათებს, ასწავლოს ის ადგილი, გამოქვაბული მივარდნილ უდაბურ ტყეში, საცა იწვა   მაცხოვარი, მაგრამ ენა უდუნდება: ვერ ამბობს ვერაფერს, ენა ებმევა, გონება ებნევა.
   გარბის მარტოკა ბეთლემის განაპირა უდაბურ ადგილას. როგორც ქარიშხალი, მიიჭრა იგი გამოქვაბულთან და აიტუზა შესავალ კარებთან. ყველაფერს ჰხედავს და უფრო ბრაზით და ნაღვლით ევსება გული და გონება. ყმა იესო ჩვრებში გახვეული სწევს ბაგაში, ეხლავე მისი თვალები და გონება რბის ცისაკენ, _ მისი თვალები, აღსავსე მადლით და სასოებით, ხოლო ბოროტ სულს გადმოსდის თვალებიდან ძმარი. მოსულან მწყემსნი, მოგვნი და დიდის იმედით შესცქერიან თავის მხსნელს, იყრიან მუხლს წინაშე მისსა, იხრიან ქედსა სიხარულით აღვსილნი; აუსრულა ღმერთმა აღთქმა და მოუვლინა ტანჯულ ერს მხსნელი; იცის ეშმაკმა, რომ ერს იმედი არ გაუცრუვდება, იესო ჩაუდგამს ქვეყანას ცხოველსსულს თავისი მოძღვრებით, ხალხი გაჰყვება მას უკან; მის ფეხის დანაბიჯებს ემთხვევა ყველა, _ გზაში დაუფენს თავის ტანსაცმელს, დაარქმევს მას მაცხოვარს, ეს ჩააგონებს   ხალხს:  "შეიყვარე  მოყვასი  შენივითარცა თავი თვისიო!" ღმერთმა დაიფაროს!მართლა რომ დაიჯეროს ეს მოძღვრება ქვეყანამ  და  ამ გზას დაადგესხომდავიღუპე მემე -  ეშმაკი. არა არ შეიძლება , ეგ სიტყვები დაეკეროს ადამიანს ენაზე, ხოლო გულამდე არ  ჩასწვდეს, ასე უნდა მოხდეს! ასე სჯობია...


    სიყვარული მოყვასიას?! ეს ხომ შხამი და ბალღამია, ეს ხომ წაწყმედაა   სიცოცხლისა?!  ამიტომ მე ამ თავითვე ვწყევლი ამ მოძღვრებას და ვამბობ: არ  იქმნას აღსრულება  შენი კაცთა შორის არაოდეს, არამედ იტანტალოს დედამიწაზე ისე, როგორც ქარმა, რომელიც  დაჰქროლებს, შეარხევს ხეებს, ბალახს, თმასა და წვერს ადამიანისას, კალთას  მის   ტანსაცმელისას და  გაივლის, გაჰქრება, არ დასტოვებს  არსად კვალს.იესო ნაზარეველო, მეუფევ ურიათა! მე მუდამ მზად  ვიქნები გადავეღობო წინ შენსმოძღვრებას, ვაკვეცო  მას ფრთები; უწყიდე,რომ ჩემი ცალი ბრჯღალი მუდამ იქნება ჩაჭიდული ადამიანის გულზე, რათა ჩამოვფხიკო ის ჭუჭყი, რომელიც  მიეკვრის მას შენის მოძღვრების წყალობით, უწყიდე ეს, უწყიდე კარგად! -  ბუტბუტებდა ეშმაკი თავისთვის.
    აახნეტავ შემეძლოს მოვუსპო მას სიცოცხლე! ყველაფრის მცოდნეს, ყველაფრის შემძლებელს მხოლოდ  ეს არ ძალმიძს. მიდუნდება მკლავი, მებოჭვის ხელ-ფეხი. რასაჭირო იყო მოვლინება მაცხოვრისა? სულ მეტია, მეტი! დაკარგა საბრალო ცამ ჭკუა-გონება, ეს ნაყოფია ცის უგუნურებისა. რა წახდა ქვეყანაზე უქრისტეოდ ?   არაფერი,სრულიად არაფერი!


    უდგია ეშმაკს იესო უკვე დავაჟკაცებული,შემორტყმია გარშემო აუარებელი  ხალხი,რომელიც სულგანაბული შესჩერებია  მას თვალ-წარბში და მზად არის დიდი თუ პატარა,კაცი თუ ქალი,არც ერთი მისი სიტყვა არ დაუშონ დაბლა.ესწრაფებიან,როგორც ქათმები საკენკს.და ესეც ასწავებს ერს, ეუბნება ეშმაკის   გულისა და სულისმოსაკლავ სიტყვებს,არ იღლება ენა იესოსი,არ იშრიტება მისი გონება.მას უკვე ესმის მძლავრი ხმა   ქრისტესი:"ნეტარ იყვნენ,რომელთა შიოდეს და სწყუროდესსიმართლისათვის,რამეთუ  იგინი განსძღენ!"  - სიმართლე და სიმართლე! სულსიმართლე აკერია ენაზე! - ბრაზობს ეშმაკი.
    -ნაზარეველო,მოვკლავ მე შენს სიმართლეს!რათა არ ძალმიძს  შეგახო შენ ხელი,მოგისპო  სრულიად სიცოცხლე!ვინ დამიშლის შევცვალო სიმართლეუსამართლობით?დავამკვიდრო იქ ტაცება და ჩაგვრა, შეუბრალებლობა, სასტიკობა,საცა შენ გინდა დარგო რაღაც სიმართლე,სათაყვანებელი მხოლოდ ბრიყვთა,უბირთაგონებით?! არ მწამს მე და ვეცდები,არ ვაწამებინო იგი კაცობრიობას!

     "ნეტარ იყვნენ მშვიდნი,რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა!- სიცრუვეა,მტკნარი სიცრუვეა!..ვინ არის მშვიდი?სად ჰნახავთ იმას?არსად.არ დავამშვიდებ არავის.ნუ გგონია,ნაზარეველო,ნუ!შევქმნი ცხოვრების ისეთს პირობებს,არ იყოს არსადსიმშვიდე,- სტაცებდეს,ართმევდეს ერთი მეორეს,იყვნენ გლახაკნი დამდიდარნი,მაძღარნი და მშიერნი ხორციელად და სად იქნება მაშინსიმშვიდე?არსად.ვინ დაიმკვიდრებს მაშინ ქვეყანას?არავინ.მხოლოდ მე,მაშინ დამკვიდრდება ქვეყანაზე ჩემი მეუფება. 


   "ნეტარ იყვნენ მოწყალენი,რამეთუ იგინი შეიწყალნენ!"- ჰქუხს კვალად ხმა იესოსი.
    -არა,არა!როგორ სწადიან,რომ დამყარდეს სიმშვიდე,- მოწყალებამ დაამშვიდოს უკმაყოფილო და ჩამოვარდეს სიყვარული!ტყუილია,არ იქნება,მაშ მე სადღა ვარ?ჩავუდებადამიანს გულს ქვისას,არ იცოდეს მან შეწყალება,არ მიეკაროს გრძნობასიბრალულისა,გავამხეცებ მის ბუნებას,რომ არც იწყალებდნენ  კაცნიერთმანეთს,ძლიერი თავის ძალას მეტის ნაყოფიერებით ავარჯიშებდეს    უძლურთა ქედსა და ზურგზეგანმტკიცდეს მეუფება ჩემი!- ამბობს ბოროტი სული.
"ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის,რამეთუ მათი არს სასუფეველიცათა...
   _ჰყურობთ?ხომ გესმით_ სიმართლე და კვალად სიმართლე?არა,მე შევამცირებ რიცხვს დევნულთა სიმართლისათვის,რათა დაკარგონ მათ სასუფეველი ცათა,ჩაირიცხნენ ჩემს ლაშქარში  და ემსახურონ უსამართლობას,რომელსაც უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ სასუფეველი ცისა და ქვეყნისა. მივცემ  დიდ პალატთა საცხოვრებლად,შევმოსავძვირფასი სამოსლითმივუჩენ კეკლუცთა ბანოვანთა, დავატკბობ ყოვლის ქვეყნიურის   სიკეთით და ვნახოთ მაშინ.იქნებიანღა ისინი დევნულნი სიმართლისათვის?!ჰნახეთ მაშინ, უკმევდნენ რა გუნდრუკს უსამართლობას,  სცემდნენ მას თაყვანს..ეძიე,ნაზარეველო ,მაშინ  დევნული სიმართლისათვის და უკეთუ ჰპოვო,დაუთმე სასუფეველი ცათა! _იძახოდა იმედიანად ბოროტი სული..



    " ნეტარ იყვნეთ თქვენ,რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და სთქვან ყოველისიტყვა ბოროტი თქვენდა მიმართ სიცრუით ჩემთვის.გიხაროდენ და მხიარულიყვენით,რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა!"_ისმის კვალად ხმა ნაზარეველისა.
     _სტყუვდები, იესო!ვერ შესძლებ განახორციელო ვერც ერთი მუხლი შენის მოძღვრებისა.ვამბობ ამას მე,რადგანაც ვუწყი და ვიმედოვნებ,მთელი შენიმოძღვრება დავამხო ძირს;მოვმართავ ქვეყნის გონების ჩარხს ისე,რომ ყველაამბობდეს:"რაც სთქვა იესომ,სათქმელია ადვილად,ხოლო საქმნელად ძნელიო."ვათქმევინებ და ვაფიქრებინებ ამას ადამიანთა,ურწმუნოებით,იმ ფიქრით,რომ ყოველი შენი რჩევა მიუწდომელია ადამიანისაგან,_ გავჟღენთავ მთელს ქვეყანას.იქნება მხოლოდსახელი შენი,რჩევანი  და საქმეები კი იქნებიან მკვდარნი.ასე უნდა იქმნას,ამასვეცდები მე და მივაღწევ კიდევაც ჩემს მიზანს.
     აქამდის მდუმარე ყმა იესოს ეუბნებოდა ბოროტი სული და ეს სიტყვებიესმოდა მხოლოდ მას და ეკალივით ესობოდა გულში.მისი სიტყვები ვერ გაიგონეს ვერც მწყემსებმა და მოგვთა,რომელთაც ძღვნად შესწირეს მას ოქრო,გუნდრუკი და მური.
    _განვედ,მაცდურო სატანავ,ჩემგან!წყეული ხარ შენ ღვთისაგან და წყეული იქნები მუდამ ადამიანთა მიერ!საბრალოვ,საწყალო არსებავ!მუდამ თავისთავის მტანჯველო,მუდამ მქნელო ცოდვის, სიბნელევ! ბნელეთის ქურუმო,განვედ!


     სიცოცხლე ჩემი არს დაუსრულებელი,ხოლო შენი_წუთიერი.რის იმედი გაქვს,რისა საცოდავო?ნუთუ არ იცი,რომ სახლს,რომელსაც აშენებს ღმერთი,შენ ვერ დაანგრევ?იცი,კარგად იცი,მაგრამ სჯიუტობ, რეგვენო! სიკერპე გონებისა და სირეგვნეგიშლის,შეიგნო სიმართლე,მიჰხვდე,რომ პირველად ყოვლისა ხარ თავისთავისმტერი!მტრობა შენი ადამიანთადმი მოგიძღვნის მხოლოდ წყევლას და შეჩვენებას,თვით იმათგანაც კი,ვინც შენს გზაზე დადის,ვინც შენს რჩევას უგდებს ყურს,_ვისაც მოეწამლა ფიქრი და გრძნობა შენის გესლით, თვით ისინიც კი მოგაფურთხებენროდესაცდაუკვირდებიან თავიანთ საქმეთა და ხმა ჩემიშთანათესი იმათგულში,დაუდგებათ თვალწინ...



ამ დროს ეშმაკი თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა ბრაზმორეული, უნდოდა მოესპო იესოსათვისაც სიცოცხლე,როგორც სხვა ყრმათა,მაგრამ წინ წადგმული ფეხი უკანვე უვარდებოდა,გაშლილი ფრთა უდუნდებოდა,აწეული ხელი თავში ჰხვდებოდა.იქ დგომა,ცქერა ქრისტესი აღარ შეეძლო. გაჰქრა იქიდან. იწყევლებოდა, ემუდარებოდა იმ ძალას,რომელიც უბორკავდა ხელფეხს ბოროტ განზრახვის ასასრულებლად. აფრინდაცის სივრცეში,დასტრიალებდა თავზე საბრალო წუთისოფელს და ამბობდათავისთვის:_მე ვარ მეუფე ამა სოფლისა!
  იწყევლებოდა,ემუდარებოდა იმ ძალას,რომელიც უბორკავდა ხელფეხს ბოროტ განზრახვის ასასრულებლად. აფრინდა ცის სივრცეში, დასტრიალებდა თავზე საბრალო წუთისოფელს და ამბობდა თავისთვის: _მე ვარ მეუფე ამა სოფლისა!_უტატანებდა ბეთლემის ვარსკვლავს,საუცხოვოდ ცაზე მოკაშკაშეს,რათა ჩამქრალიყო იგი და ჩაექრო ადამიანთა გულში სასოება ქრისტეს დაბადებისა.
უხმობდა ღრუბელთარათა დაეფარათ იგი,უჩინარეყოთ, მაგრამ ამაოდ.ვარსკვლავი ბრწყინავდა და ტანჯული ურიასტანის ერი იყრიდა მუხლს წინაშე მისსა.
შეძრწუნებული, შეწუხებული  ამ სანახავით  ბოროტი  სული  ჩაიჭრა  უფსკრულში,საცა მას ელოდენ მისი თანამოაზრენი, თანამოძმენი და მეუფებოროტებისა_ბელზებული.
და გაისმა ჯოჯოხეთის ბჭეთა რაკუნი...
_ ვერ გახდი ვერაფერს? _ ჰკითხავდნენ მას ძენი სიბნელისაბოროტებისაშხამისა.
_ ვერა! _ უპასუხებდა იგი:_ წყეულიმცაა სიმართლე ქვეყანათა ზედა და გაუმარჯოსბოროტებას!
_ამინ,ამინ!_გრიალებდა მთელი  ჯოჯოხეთი ისეთი საზარელი ხმით,რომ ამ   ხმამ   შეძრა მთელი დედამიწა,იძროდენ მთანი,იზნიქებოდენ ხეები, ირყეოდნენ ზღვანი...
     ,        ,         !


პიკასო–ჯვარცმა (1915-18)
pencil on paper
31.6x27.6cm
Musée Picasso, Paris



No comments: