სიტი პარკის სპეციალური დაცული კაცსადგომი
2012
ახალი წესები ძალაშია 2012 წლის 20 ივნისიდან
ადამიანი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ კაცსადგომზე იმ შემთხვევაში :
·
თუ ადამიანი გაჩერებულია „დგომა აკრძალული,ა“ „ჯდომა აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის მოქმედების ზონაში
·
თუ ადამიანი გაჩერებულია საკუთარი სახლის წინ ან მის სიახლოვეს
·
თუ ადამიანი გაჩერებულია სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონაში და ადამიანზე არ არის დატანილი შესაბამისი ნიშანი (მაგალითად ყვითელი ან წითელი ვარსკვლავი)
·
თუ ადამიანის დგომა ხელს უშლის მავანთა მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს
(მაგ. ხელს უშლის ჰაერის მასების გადაადგილებას საზოგადოების წევრებს შორის)
·
თუ ადამიანის დგომა ხელს უშლის მდინარის მოძრაობას
შესართავისკენ
·
თუ ადამიანის დგომა აბრკოლებს შემოქმედებით აღმაფრენას
·
თუ ადამიანის დგომა ხელს უშლის ჭექა–ქუხილს
·
თუ ადამიანის დგომა აბრკოლებს მაკრო–ეკონომიკური
მდგომარეობის სტაბილიზაციას
·
თუ ადამიანის დგომა არ არის აღსავსე მადლიერების
გრძნობით
·
თუ ადამიანი გაჩერებულია ბუტიკის წინ
·
თუ ადამიანი გაჩერებულია ირანის საელჩოსთან
·
თუ ადამაინი გაჩერებულია ფასიანი საპირფარეშოს ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ შედის შიგნით
·
თუ ადამიანის დგომა აბრკოლებს ხიდის მშენებლობას
·
თუ ადამიანის დგომა ხელს უშლის ხალხის ბედნიერებას
სპეციალური დაცული კაცსადგომიდან მოქალაქემ წასასვლელად უნდა წარადგინოს:
·
პირადობის მოწმობა
·
დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები (ხელ–ფეხთა)
·
ჯანმრთელობის ცნობა (ე.წ. ფსიქო)
·
ირანში არ ყოფნის ცნობა
·
ლიბიდოს სუბლიმაციის ობიექტის ფოტოსურათი
·
უნარ–ჩვევების ტესტის ჩაბარების სერთიფიკატი
·
60
ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდა ხდება ადგილზე)
სპეციალურ დაცულ კაცსადგომზე ადამიანის დამატებით 24 საათის გაჩერების შემთხვევაში ადამაინი ვალდებულია გადაიხადოს თითო ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი.
სპეციალურ დაცულ კაცსადგომზე მოქალაქეს ეძლევა საჯარიმო ქვითარი ( ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) რომლის გადახდის ვადაც შეადგენს 30 დღეს. იმ შეთხვევაში თუ ჯარიმა არ იქნება გადახდილი მითითებულ ვადაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. 30 დღის ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ: ადამიანს სამი წლით აეკრძალება ტელევიზორის ყურება და
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. საურავის ამოღების მიზნით ადამიანის
ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები საჯარო აუქციონზე გაიყიდება და ამ გზით
ამოღებული თანხის 10% მოხმარდება ირანის ბირთვული პროგრამის დისკრედიტაციას.
დგომის, ჯდომის და გაჩერების წესების რეციდივის შემთხვევაში ადამიანს
აღარ გადაიყვანენ კაცსადგომზე. ადამიანს ჩამოერთმევა მოქალაქეობა, უძრავ–მოძრავი
ქონება, გვარ–სახელი და თვითონ საჯარო წესით გაიყიდება აუქციონზე. ამ გზით
მიღებული თანხა მოხმარდება ირანის მიკრო–ეკონომიკის დანგრევას და საერთო სახალხო
ზეიმს.